მატჩის დაგეგმვამდე, ხვალინდელი მეტოქე ფიფას რეიტინგში ჩვენზე წინ იყო. ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მისი თანაგუნდელების ძლევა მნიშვნელოვნად დაგვაწინაურებს, თუმცა წინსვლის კიდევ უფრო გამყარებაა საჭირო.
გორში (15 ნოემბერს, 18:00 საათზე) გასამართი შეხვედრა "ერთა ლიგამდე" უკანასკნელი რეპეტიცია იქნება. ვილი სანიოლი ერთგვარ საგონებელშია - კიდევ უფრო შეათამაშოს და სრულყოფილი გახადოს ის გუნდი, რომელსაც შვედეთთან ენდო, ახალი ტაქტიკურ სქემა მეტად ადაპტირებული გახადოს თუ გარკვეულ
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სანიოლმა თქვა, რომ გუნდში ბევრი ცვლილება არ იქნება.
შვედეთთან შეხვედრისგან განსხვავებით (სადაც მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ვერ გამოვიცანით), ახლა შემადგენლობაზე მსჯელობა გაცილებით რთული იქნება, თუმცა ჩვენი ვარაუდი ასეთია:
ლაზარე კუპატაძე - თუკი სანიოლის "ჯვაროსნებში" მოღვაწეობას გადავხედავთ, ამხანაგურ შეხვედრაში მეკარის როტაციას ველით. ასეთ დროს, ლაზარე კუპატაძის თამაშის შანსები მეტი იყო, ვიდრე ლუკა გუგეშაშვილის და სანიოლმა ასეც დაანონსა.
დავით ხოჭოლავა - როგორც ვხედავთ, სანიოლს ძირითად განლაგებად 3 მცველით თამაში წარმოუდგენია. აქამდე მარჯვენა ცენტრალური უკანახაზელი ოთარ კაკაბაძე იყო, რომელიც ამპლუით ფლანგელია.
თუკი ფრანგი სპეციალისტი გუნდის ამ ტაქტიკასთან კიდევ უფრო მეტად შერწყმას გადაწყვეტს და უზბეკებსაც ასე დაუპირისპირდება, ამჯერად ალბათ, სამივე ნომინალურ "ცენტრ-ბექს" ვიხილავთ.
გურამ კაშია - "სლოგანის" ვეტერანი ჩვენი დაცვის შეუცვლელი ფიგურა და ლიდერია. ის კარგად ხელმძღვანელობს გუნდს და უახლოეს პერიოდშიც ასე უნდა იყოს.
ლაშა დვალი - ვერსად გავექცევით იმას, რომ "ფერენცვაროშის" მცველი დიდი ხანია, სათამაშო პრაქტიკის გარეშეა. ტრავმის შემდეგ, მას გუნდში ნდობა არ აქვს. თუმცა, ვილის მისი ეიმედება და ფორმაში შესვლასაც ხელს უწყობს.
გრიგოლ ჩაბრაძე - საბა ლობჟანიძე ახალ ტაქტიკურ სქემას მშვენივრად მოერგო და რთულია მოძებნო ფეხბურთელი, რომელიც მარჯვენა ფლანგზე მსგავსი მოცულობის სამუშაოს შეასრულებს. ვფიქრობთ, საბას დასვენების საშუალება მიეცემა, რითაც ამ პოზიციაზე ახალი ფეხბურთელის მოსინჯვასაც მოხერხდება.
ფრანგსა და მის სამწვრთნელო შტაბს შეუძლიათ, აქ რომელიმე შემტევის, მაგალითად დავითაშვილის ან წიტაიშვილს თამაში განიხილოს. არსებობს იმის ვარიანტიც, მარცხენაფლანგელი (გიორბელიძე ან აზაროვი) მარჯვნივ ვიხილოთ, თუმცა ყველაზე დიდი შანსი მაინც ბათუმის "დინამოს" ფლანგელ გრიგოლ ჩაბრაძეს აქვს.
გურამ გიორბელიძე - შევედეთთან შეხვედრის შემდეგ აღვნიშნეთ, რომ აზაროვი - კვარაცხელიას ტანდემი ძალიან კარგად მოქმედებდა და იქნებ, ვილიმ ეს წყვილი არ "დაშალოს", თუმცა დისკვალიფიკაციამოხდილი გურამ გიორბელიძე საკუთარ შანსს ელოდება.
გიორგი აბურჯანია - გამოიკვეთა, რომ მინდვრის ცენტრში კვეკვესკირი-გვილიას წყვილი მწვრთნელის ფავორიტი ხდება, თუმცა ამხანაგურ შეხვედრაში თავის გამოჩენის შანსი გიორგი აბურჯანიასაც უნდა მიეცეს.
ვაკო გვილია - რთულია თქმა, დასვენების შესაძლებლობა კვეკვესკირს მიეცემა თუ გვილიას, თუმცა სასტარტოში "რაკოვის" ნახევარმცველის გამოჩენა მაინც უფრო რეალურია.
ხვიჩა კვარაცხელია - "რუბინის" გარემარბს რუსეთის პრემიერლიგაში უახლოესი შეხვედრის გამოტოვება უწევს, ასე რომ სავსებით შესაძლებელია, მან კიდევ ერთ სანაკრებო მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზოს. ხვიჩამ შვედეთთან დუბლით ცუდი პერიოდი საბოლოოდ უკან მოიტოვა და ეს წარმატება კიდევ უფრო უნდა განიმტკიცოს.
ზურიკო დავითაშვილი - გიორგი ჩაკვეტაძე გვყავს შეხვედრას ტრავმის გამო ტოვებს. დავითაშვილი შეხვედრებში ძალიან აქტიურად ერთვება და ამხანაგურ დაპირისპირებაში სასტარტოში თამაშსაც იმსახურებს.
ძირითადის ამბიციები ვაკო ყაზაიშვილსაც აქვს.
დავით ვოლკოვი - "ზირას" ფორვარდი შვედეთთან ენერგიულად და მოტივირებული შემოვიდა. ფორვარდის პოზიციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი სხვადასხვა ალტერნატივას ეძებს და ვოლკოვიც სავარაუდოდ, უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს.
რა თქმა უნდა, თორნიკე ოქრიაშვილის ვარიანტი ისევ განხილული იქნება. თავისს შანს ნიკა კაჭარავაც ელის, რომელსაც ეროვნული ნაკრების მაისურით საკმაოდ დიდი ხანია აღარ უასპარეზია.
რას წარმოადგენენ უზბეკები და რა შანსი აქვს კარგ ხასიათზე მყოფ საქართველოს?
კანკავას გარეშე და ტრავმირებული მცველით - "ჯვაროსნები" უზბეკეთისთვის ემზადებიან
2. სანიოლს უნდა ამ თამაშის მოგება, ამიტომ სათადარიგო ფეხბურთელებს სასტარტოში არ დააყენებს. 3:0 რომ გახდება, მერე შემოუშვებს მათ.
3. სუსტი გუნდების წინააღმდეგ ყაზაიშვილი კარგად თამაშობს, ამიტომ შეიძლება ვაკო სასტარტოში დააყენოს.