წარმატებები ევროსარბიელზე - კობიაშვილი ეროვნული ლიგის დასრულებას გამოეხმაურა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 2021 წლის გათამაშება ბათუმის "დინამოს" ჩემპიონობით დასრულდა. შესაბამისად, ისინი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ. ახლად შექმნილ კონფერენს ლიგაზე თბილისის "დინამო", გორის "დილა" და "საბურთალო" იასპარეზებენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სეზონის დასრულებას სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა:

"დასრულდა ეროვნული ჩემპიონატის 2021 წლის სეზონი, რომელიც ნამდვილად გამოირჩეოდა საფეხბურთო გარემოთი.

წელს უამრავი საინტერესო და დაძაბული მატჩი, ლამაზი გოლი და დაუვიწყარი საფეხბურთო სანახაობა ვიხილეთ.

ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ეროვნული ლიგის მონაწილე თითოეულ კლუბს, ფეხბურთელს, მწვრთნელს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ფეხბურთის
მოყვარულებს უდიდეს სიხარულსა და საფეხბურთო ემოციებს ანიჭებდნენ.

Sportall.Ge

განსაკუთრებული მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ამხნევებდა და გვერდით ედგა საყვარელ კლუბს.

ბათუმის "დინამოს" ვულოცავ ისტორიაში პირველად ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, ბოლნისის "სიონს" ლიგა 2-ში პირველი ადგილის დაკავებას და ეროვნულ ლიგაში დაწინაურებას, საფეხბურთო კლუბ "გაგრას" კი, 10-წლიანი პაუზის შემდეგ, მთავარ საფეხბურთო ლიგაში დაბრუნებას.

მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენ კლუბებს ევროსარბიელზე. 2022 წელს კი მჯერა, რომ თქვენი ყველას ჩართულობით კიდევ უფრო დაუვიწყარი სეზონი გველოდება."

ახალი სეზონი სტარტს 2022 წლის თებერვლის ბოლოს აიღებს, ევროტურნირები კი მომავალ ზაფხულს დაიწყება.

altქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]

alt"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]

alt"ვოცნებობ, ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - არჩილ ბერიძე ევროტურნირების გეგმებზე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული