საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი კენჭისყრით ძალიან კმაყოფილია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე C ლიგის მე-4 ჯგუფში ბულგარეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტართან მოხვდა. წილისყრის შედეგით კმაყოფილი დარჩა ბულგარელთა მწვრთნელი იასინ პეტროვი.

"ჩემთვის ძალიან კარგი კენჭისყრა იყო. ისეთ მდგომარეობაში არ ვიმყოფებით, რომ რომელიმე მეტოქე არ დავაფასოთ. ჩვენ კმაყოფილები ვართ, მიზანი კი პირველი ადგილია.

ყოველ მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ და საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ. პრობლემა 4 მატჩის ზედიზედ ჩატარებაა, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ. ჩვენს ფეხბურთელებს წარმატებას და მხიარულ დასვენებას ვუსურვებ. ვისურვებდი, ვისთან ერთადაც ვმუშაობთ, წარმატებული 2022 წელი ჰქონოდეთ, რაშიც ეჭვი არ მეპარება. ჯანმრთელობა
და წარმატება ყველა ბულგარელს", - განუცხადა პეტროვმა sportal.bg-ს.

შეგახსენებთ, ბულგარეთის ეროვნულმა გუნდმა "ჯვაროსნები" 9 სექტემბერს სოფიაში ამხანაგურ მატჩში 4:1 დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
მაგარი ჯგუფია უნდა გავიდეთ
Zviad
19:35 17-12-2021
0
ბულგარეთს და მაკედონიას თუ ვერ მოუგე , მაშინ რა ჯანდაბა გინდა ევროპის ჩემპიონატზე ?!
ვახო
15:27 17-12-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული