საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

AutoSharing Option
"ერთა ლიგის" C დივიზიონში საქართველოს ნაკრების კალენდარი გაირკვა.

ვილი სანიოლის გუნდი 2022 წლის ივნისის მარათონს 2-ში, ჯგუფის აუტსაიდერ გიბრალტართან საშინაო შეხვედრით გახსნის. ამას ორი რთული გასვლითი მატჩი მოჰყვება - 5 ივნისს ბულგარეთს ვესტუმრებით, 4 დღის შემდეგ - ჩრდ. მაკედონიას. ამის შემდეგ, 12 ივნისს, ბულგარელებს საკუთარ მოედანზე მივიღებთ.

Sportall.Ge

რაც შეეხება სექტემბრის დარჩენილ 2 შეხვედრას - 23-ში ჩრდ. მაკედონიას ვუმასპინძლებთ, 3 დღის შემდეგ კი, ჯგუფის დასკვნით დაპირისპირებაში, გიბრალტარს ვესტუმრებით.

სრული კალენდარი ასე გამოიყურება:

2 ივნისი


ბულგარეთი-მაკედონია

საქართველო-გიბრალტარი

5
ივნისი


გიბრალტარი-მაკედონია

ბულგარეთი-საქართველო

9 ივნისი


მაკედონია-საქართველო

ბულგარეთი-გიბრალტარი

12 ივნისი

მაკედონია-გიბრალტარი

საქართველო-ბულგარეთი

23 სექტემბერი

საქართველო-მაკედონია

გიბრალტარი-ბულგარეთი

26 სექტემბერი

მაკედონია-ბულგარეთი

გიბრალტარი-საქართველო

წყარო: საქართველის ფეხბურთის ფედერაცია


მკითხველის კომენტარები / 22 /
მე არ ვიყო გიჟი თუ გიჟურად არ ვუქომაგო ნაკრებს! ოღონდაც აქ თამაშებზე მაყურებელი დაუშვან და მჯერა, ბიჭები თავს დადებენ. არც ბულგარეთია დაუძლეველი და არც მაკედონია, იმის მიუხედავად რომ პირველთან ცუდი სტატისტიკა გვაქვს, ხოლო მეორემ უფრო მეტი გამოცდილება შეიძინა. კალენდარს რაც შეეხება - რაც არის, ეგ არის - ახლა ამაზე მსჯელობას აზრი არა აქვს, ყველა თამაშში უნდა ვიბრძოლოთ!
ტყეშელაანთ გიჟი
17 დეკემბერი 2021 21:16
1
საუკეთესო კალენდარი გვაქვს.შეიძლება ვინმე თქვას,რომ 12-ში ბულგარეთთან მაკედონიიდან გამოფრენა მოგვიწევსო,მაგრამ იგივე ვადებში ბულგარეთიც თამაშობს და თბილისში,გიბრალტარიდან მოუწევთ გადმოფრენა.ბულგარეთი ალბათ ჩვენთან მოგებული 4-1-ის შთაბეჭდილების ქვეშ იქნება პირველ თამაშში,მაგრამ ჩვენ ალბათ სულ სხვა გუნდი ვიქნებით იმ მომენტში და ეს ჩვენთვის დამატებითი შანსია,განმეორებითი თამაში კი,უკვე თბილისში გვექნება.ცხადია,რომ შემადგენლობების როტაცია მოგვიწევს,თამაშების ვადებიც,ჩვენთვის მარად უხერხული პერიოდია,მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს,ფორმაში უნდა შევხვდეთ.
სოსო
17 დეკემბერი 2021 20:28
1
ვფიქრობ იდეალური ასე იქნებოდა
საქ-მაკ
გიბრ-საქ.
საქ-ბულგ.
პირველი სამი თამაშის აუცილებელი მოგება და შემდეგ ....
Tengo
17 დეკემბერი 2021 20:04
2
კალენდარი არის იდეალური! ამაზე უკეთესს ვერც ვინატრებდით!
ქომაგი
17 დეკემბერი 2021 19:10
1
არცერთი გრანდი. უნდა მოვითხოვოთ, ჯგუფში გამარჯვება. დროა უკვე. რაც შეეხება კალენდარს, უკეთესი არც მგონია. სახლში ვწყვეტავთ ყველაფერს. გიბრალტარმა მაპატიოს, ფეხბურთში მგონია ჩვენ მაგრები ვართ.
100%
17 დეკემბერი 2021 19:06
0
ამათი იმედი მაინც არ მაქ,მოახერხებენ რამეს რომ ვერ გავიდნენ,მაგის სპეციალისტები არიან
Zizu
17 დეკემბერი 2021 18:52
6
ასეთ მჭიდრო კალენდარს რომ გაუძლო ჯერ პრობლემის არსებობა უნდა აღიარი, შემდეგ შეეცადო სხვებივით მატჩისშემდგომი სწრაფი აღდგენა ისწავლო და ბოლოს, თუ მატჩის დროს დახარჯული ენერგიის მატჩისდროსვე აღდგენის ქართულ მეთოდიკას აითვისებენ გამოსავალიც გამოჩნდება!
Guja Kakhadze
17 დეკემბერი 2021 18:33
0
მესამე აგილზე გავალთ
kiki
17 დეკემბერი 2021 18:13
7
მე ვფიქრობ კარგი ჯგუფუა და კარგი კალენდარია ასე რომ ეხლა უნდა მოიდომოს ბიჭებმა და ირბინონ და არა ძუნძულს .
dato
17 დეკემბერი 2021 18:00
1
ხალხნო, გადამრევთ აქ ზოგიერთები - მარტო ჩვენთვის არის 10 დღეში 4 თამაში? ან ვინმე იტყვის რომ ბულგარეთს და მაკედონიას (გიბრატარზე აღარ ვლაპარაკობ) ფეხბურთელების ჩვენზე მეტი რესურსი აქვთ? რესურსში ხარისხიან რაოდენობას ვგულისხმობ და არა ფეხბურთელების სათამაშო კლასს. მოკლედ, კალენდარი ოპტიმალური არაა, თუმცა ნორმალურია და თუ რამის ამბიცია გვაქვს, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ! წამყვან მოთამაშეთა ტრავმები და სხვა მიზეზებით არყოფნა თუ ავირიდეთ, მაშინ ჯგუფში პირველობის შანსები ნამდვილად არსებობს
სიმართლე
17 დეკემბერი 2021 17:41
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული