ბათუმის "დინამომ" პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ პირველ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" პოლონეთის ექსტრაკლასას ლიდერ "ლეხს" 2:1 სძლია.

მე-14 წუთზე პოლონური გუნდი პენალტით დანი რამირესმა დააწინაურა. 26-ე წუთზე აჭარული გუნდის კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, მაგრამ მეკარე მიხეილ ალავიძემ კრისტოფერ ველდეს გოლის გატანა არ დაანება. 48-ე წუთზე პენალტი პოლონელთა კარში დაინიშნა, რომელიც ვლადიმერ მამუჩაშვილმა გამოიყენა.  შეცვლაზე შესულმა თორნიკე გაფრინდაშვილმა კი 59-ე წუთზე შორიდან უძლიერესი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.

მეტოქე გუნდში 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ნიკა კვეკვესკირი.

23 იანვარს "დინამო" მეორე საკონტროლო შეხვედრაში
"ლეხიას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გენაცვალეთ! ყოჩაღ ბიჭებიი!!
ირაკლი
22:39 20-01-2022
0
კაი პენალტი მოიგერია, მაგრამ ეს ჩვენებური მეკარე რაღაც მოსუქებული ჩანს, არა? აი, ეზოში რომ ბავშვები თამაშობენ და კარში რომ პუტკუნა ბავშვს აყენებენ, რაღაც ეგეთი პონტია :)
კირკიტა
22:47 20-01-2022
3

სიახლეები პოპულარული