საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის ამხანაგური მატჩებისთვის

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის სადებიუტო მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 25 და 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს გამართავს. 25 მარტს საქართველოს ნაკრები სტუმრად ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. 29 მარტს ჩვენი გუნდი ქალაქ ტირანაში ალბანეთს შეხვდება.

21 მარტიდან საქართველოს ნაკრები წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქში, სარაევოში შეიკრიბება.

ამხანაგური თამაშებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეროვნულ გუნდში 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია, "დინამო თბილისის" 20 წლის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი.

ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ მატჩებში ტრავმებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის
გამო რამდენიმე ფეხბურთელი ვერ დაეხმარება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო),

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვირკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), დავით კობოური (კარვინა, ჩეხეთი),

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

25 მარტი - 23:45 ბოსნია-ჰერცეგოვინა - საქართველო

29 მარტი - 20:00 ალბანეთი-საქართველო

nakrebi.ge


მკითხველის კომენტარები / 21 /
ფლამარიონზე უკეთესი ვინ გვყავს თავდამსხმელი? ფუტსალში ბრაზილიელები კარგად გამოგვადგნენ და აქაც გვეცადა. ჩვენ კი არა, იტალია, გერმანია, საფრანგეთი არ თაკილობს უცხოელების დამატებას.
ქუთაისელი
23:33 16-03-2022
5
საერთოდ არ ვუყურებდი ნაკრების თამაშებს, ცინიკური დამოკიდებულებაც კი მქონდა :) ხვიჩას გამო დავბრუნდი და ისევ ვუყურებ. მის გამო მოვიწონე სპორტული გვერდები და დავიწყე თვალის დევნება ჩვენი ჩამკვდარი ფეხბურთისთვის. იმედი მომეცა, რომ ამ ბიჭთან ერთად რაღაცას შევძლებთ.
ამიტომაც ბოლომდე მხარს ვუჭერ. განსაკუთრებით რთულ მომენტრბში, აბა გოლს რომ გაიტანს ისედაც მთელი ერი ყიჟინებს, ეგ საერთოდ არაფერს ნიშნავს. ზუსტად ვიცი როგორც უნდა რუსეთის დატოვება და მჯერა, ამას აუცილებლად შეძლებს. მინდა იცოდეს, რომ ვართ გულშემატკივრები, ვინც ქართულ ფეხბურთში მის გამო დავბრუნდით, ვინც რთულ მომენტში მხარს ვუჭერთ და რუსეთიდან წამოსვლას ვუსურვებთ, რათქმაუნდა ლანძღვა-გინების გარეშე :))
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული