მეკარის საკითხი გადაწყვეტილია
ფრანგი მთავარი მწვრთნელისგან მოვისმინეთ, რომ ის გიორგი მამარდაშვილის პროგრესით ძალიან კმაყოფილია, თუმცა გიორგი ლორიას ისევ ძირითად კიპერად მოიაზრებს. სანიოლმა უკვე განაცხადა, რომ მოახლოებულ შეხვედრებში თავის გამოჩენის საშუალება ორივეს ექნება.
"ჯვაროსნების" თავკაცმა საქებარი სიტყვები არც ბათუმის "დინამოელ" ლაზარე კუპატაძის მიმართ დაიშურა.
შეიცვლება ტაქტიკა?
მაინც სავარაუდოა, რომ სანიოლი ბოლო დროს წარმატებულად ადაპტირებულ 3
გურამ კაშიამ გოლი გაიტანა და ნაკრებში მშვენიერი განწყობით მოდის. ფეხბურთელი, რომელიც განსაკუთრებით კარგ ფორმაშია, მარცხენაფლანგელი გურამ გიორბელიძეა. დრეზდენის "დინამოს" მოთამაშემ კონკურენტის ტრავმით მშვენივრად ისარგებლა და გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაში წარმატებულ შეხვედრებს ატარებს.
ოთარ კაკაბაძე ბოლო დროს კარგად ათამაშდა, თუმცა მან პოლონეთის ჩემპიონატში უკანასკნელი 2 ტურის შეხვედრა გამოტოვა. ის ტრავმირებული რომ იყოს, ვერც სანაკრებო სიაში მოხვდებოდა. შესაბამისად, მიზეზი სხვაა. შეგახსენებთ, 26 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც ნაკრებში ცენტრალურ მცველად ეყრდნობიან, მიმდინარე სეზონში "კრაკოვიას" მაისურით ულამაზესი გოლები გაიტანა.
დაცვის ხაზში ნაკრებისთვის 2 ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა - ლაშა დვალი და საბა კვირკველია, რომელთაც ახლა სათამაშო პრაქტიკა სხვადასხვა მიზეზით არ აქვთ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ივნისის მატჩებისთვის მათი ასეთ სიტუაციაში მიწვევა ნაკლებად მოსალოდნელია, ახლა კი დრო საკადრო დეფიციტიდან გამომდინარეც მიეცემათ. სიაში ბოლო მომენტში ბათუმის "დინამოს" მცველი მამუკა კობახიძეც დაემატა.
საბა აქაც გაიტანს?
საბა ლობჟანიძე თურქეთის სუპერლიგაში ისევ ბრწყინავს და გოლი გოლზე გააქვს. ვილი სანიოლის გუნდში მას სხვა ფუნქციები აქვს - ამას ტაქტიკაც მოითხოვს და"ჰათაისპორის" ნახევარმცველიც "ჯვაროსნებში" მაინც ნაკლებად შედეგიანია. იქნებ უახლოესი მატჩები გამოდგეს ის წყალგამყოფი, რომლის შემდეგაც საბა ეროვნულ ნაკრებშიც გოლების რაოდენობას გაზრდის. თუკი ფრანგი მთავარი მწვრთნელი ტაქტიკურ სქემას შეცვლის (და საბას მთელ მარჯვენა ფლანგს არ ჩაიბარებს), ეს უფრო მოსალოდნელი იქნება.
მინდვრის ცენტრში მოთამაშეებიდან ნიკა კვეკვესკირი ყველაზე კარგ ფორმაშია. ის ახლა კლუბში გაცილებით მეტს თამაშობს, ვიდრე თუნდაც შემოდგომაზე. უკანასკნელ ტურში ნიკამ 90 წუთი ითამაშა, მისმა "ლეხმა" კი "იაგელონია" დიდი ანგარიშით (3:0) დაამარცხა და პოლონეთის ექსტრაკლასში მესამე ადგილზეა.
ვაკო გვილია შემოდგომის სანაკრებო შეხვედრებში კარგად გამოიყურებოდა, ახლა კი სათამაშო პრაქტიკის დეფიციტი აქვს. უკანასკნელ ტურში გვილიამ 2022 წლის მატჩებიდან ყველაზე მეტი წუთი, არადა, მხოლოდ - 31 ითამაშა.
გიორგი აბურჯანიამ თებერვლის დასაწყისში "ბენფიკასთან" გამარჯვების გოლი გაიტანა, თუმცა ამის შემდეგ მისი სათამაშო დრო მაინცდამაინც არ გაზრდილა.
ბოლო მატჩებში ნაკრების მაისურით 2 გოლისა და 1 საგოლე პასის ავტორი ზურიკო დავითაშვილი ტრავმირებული იყო და ოპტიმალური ფორმის დაბრუნებას ახლა ცდილობს. მას რუსეთის ჩემპიონატში სათამაშო პრაქტიკა აქვს, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ მისი, ისევე, როგორც ამ ქვეყანაში მოთამაშე სხვა ლეგიონერების, საკლუბო ამბები უახლოეს მომავალში დალაგდება.
ახლად დაწყებული ეროვნული ლიგიდან სანიოლმა შუა ხაზის მოთამაშეებიდან ვლადიმერ მამუჩაშვილი და დებიუტანტი ანზორ მექვაბიშვილი გამოიძახა.
ხვიჩა!
ხვიჩა კვარაცხელია ნაკრებში მაშინაც ბრწყინავდა, როცა კლუბში კარგი პერიოდი არ ჰქონდა. ახლა მისი "რუბინი" იმდენად დასუსტებულია, წარმატების მიღწევა შეუძლებელი ამბავია. სხვა მხრივ კი, ხვიჩას ირგვლივ ბევრი საუბარია და ახლა მთავარი ინტერესი ის უნდა იყოს, ყველაფერმა კვარაცხელიაზე უარყოფითად არ იმოქმედოს - მისი კარგი კონდიციები და ხასიათი ვილი სანიოლის გუნდს ძალიან სჭირდება. მთავარია, მისი საკლუბო ამბები დროულად გაირკვეს. გავრცელებული ინფორმაციით, სანაკრებო პაუზის შემდეგ
"კვარა" ყაზანში აღარ დაბრუნდება...
გიორგი წიტაიშვილს საქართველოს ნაკრებში მართლაც ახალი ელემენტები შეაქვს. სამწუხაროა, რომ ის ახლა უკრაინაში მიმდინარე ამბების გამო უკლუბოდაა. თუმცა კარგია, რომ ამხანაგურ შეხვედრებში მომზადებას გაივლის და გარკვეული დროც მიეცემა...
ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეაში ისევ გამორჩეულია - ახლად დაწყებულ სეზონში გატანაც მოასწრო და შედეგიანი პასიც გააკეთა. იქ ბოლო ტურის მატჩი გადაიდო და ვაკოს ნაკრებში ჩამოსასვლელად და მოსამზადებლად უფრო დიდი დრო ექნება.
მშვენიერი და ცუდი სერია
ბუდუ ზივზივაძეს მშვენიერი სერია (ახალ კლუბში 4 გოლი) ჰქონდა, რომელიც ნაკრებში ჩამოსვლამდე უკანასკნელ ტურში შეწყვიტა. 28 წლის ფორვარდი კარგ ფორმაშია და იმედია, ამას "ჯვაროსნებშიც" გამოაჩენს. ეროვნულ გუნდს მისი თანაგუნდელი გიორგი ბერიძეც დაემატა, რომელსაც ბოლო პერიოდში ნაკლებად გააქვს, თუმცა ენერგიული ფეხბურთელია, რომელსაც სანიოლის სადებიუტო შეკრების შემდეგ შანსი აღარ მისცემია.
ვოლკოვს მიმდინარე სეზონში 10 გოლი აქვს, თუმცა სამწუხაროა, 2022 წელს ჯერ არ გაუტანია. ის შემოდგომის მატჩებში ნაკრებშიც ძალიან შედეგიანი და დამაჯერებელი იყო და მიწვევა ამის გამოც დაიმსახურა.
შეგახსენებთ, ამხანაგურ მატჩებს სტუმრად გავმართავთ - 25 მარტს (23:45 სთ) ბოსნიაში, 29-ში (20:00 სთ) კი - ალბანეთში.
სანიოლმა მეკარესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ტრავმა და იძულებითი ცვლილება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში
სანიოლის არჩევანი - მიქაუტაძე სხვა სტატუსით წარმოგვედგინა...
სანიოლმა განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი, ხოჭოლავა და ქვილითაია