რატომ ვერ გამოიძახა სანიოლმა ჯოვინო ფლამარიონი - ალექსანდრე იაშვილი Fifa-ს წესებს განმარტავს

AutoSharing Option
გადაცემაში "სპორტი იმედზე" სტუმარი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი გახლდათ, რომელმაც ბათუმის "დინამოს" შემტევის, ჯოვინო ფლამარიონის ნაკრებში შესაძლო გამოძახების შესახებ ისაუბრა.

როგორც იცით, ბრაზილიელმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ჩვენი გუნდის რიგებში თამაში სურს. 

"ძალიან დიდი ხანია პირადად მე მაქვს კომუნიკაცია ჯოვინოსთან. მას შარშანაც შევხვდით და ძალიან მნიშვნელოვანია თავად ფეხბურთელის სურვილი, მან შენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს; ამას ემატება ისიც, რომ მისი მეუღლე არის ქართველი. 

ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება დიდი არჩევანი ჰქონდეს ნაკრების მთავარ მწვრთნელს... ერთადერთი პრობლემა ჯოვინოსთან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ
ფიფას წესებია...

ის გადაბმულად 5 წელი უნდა თამაშობდეს შენს ჩემპიონატში. სამწუხაროდ, ის 3 თვე განათხოვრებული იყო სხვა კლუბში და საქართველოში არ ასპარეზობდა. 

მაგ 3 თვეს ჯერჯერობით არ თვლის ფიფა. დეტალები არის რაღაც მოსაგვარებელი და ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ფიფასთან... სირთულეები იყო ასევე წიტაიშვილის, ვაჩიბერაძის მოქალაქეობის მიღებაზე, თუმცა საბოლოოდ მაინც მივედით შედეგამდე, რომ ისინი არიან საქართველოს ნაკრების წევრები", - თქვა იაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
აი მარადიშვილი რომ დავიყოლიოთ,მართლა კარგი იქნება.უნივერსალია ტიპი,ყველგან შეუძლია თამაში,თან მაღალ დონეზე.მერე ახალგაზრდაა რაც მთავარია.
კახა ქ.
16:25 22-03-2022
0
ღმერთმა გაუმარჯოს,მაგრამ ნაკრებისთვის რაღაც არა მგონია რომ......თუ მოუმატებს სხვა ამბავია,მაგრამ ეხლა არა ის დონე,რომ ნაკრები გააძლიეროს.წარმატებები
კახა ქ.
16:22 22-03-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული