ასე ერთობიან ქართველები სარაევოში - ხვიჩას, ზურიკოს და "მამარდას" ბალიშები დაუშინეს [VIDEO]

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე სარაევოში იმყოფება და 25 მარტის ბოსნიასთან (ამხანაგური მატჩი) შეხვედრისთვის ემზადება.

როგორც ჩანს, ქართველი ფეხბურთელები მშვენიერ განწყობაზე არიან და დროს არც გართობისთვის ზოგავენ. ეროვნული ნაკრებისა და დრეზდენის "დინამოს" მარცხენა მცველმა გურამ გიორბელიძემ საკუთარ "ტიკ-ტოკის" გვერდზე სახალისო ვიდეოები გამოაქვეყნა, სადაც ერთმანეთს დროშის მიხედვით ქვეყნის გამოცნობაში ეჯიბრებიან. თუ პასუხი სწორი არ იქნება, ბალიშის ჩარტყმით სჯიან.

პირველი ვიდეო ხვიჩა კვარაცხელიაზეა, რომელსაც ქვეყანა იემენი ამოუვიდა, დროის არქონის გამო ინდოეთი თქვა და თანაგუნდელებმა ბალიშები დაუშინეს. რამდენიმე წამში ხვიჩას ბავშვობის მეგობარი ზურიკო
დავითაშვილი გადაეფარა. შორიდან ხვიჩამ ეგვიპტე წამოიძახა, ზურიკომაც გაიმეორა და დაისაჯა.


მეორე ვიდეოში ეროვნული ნაკრებისა და "ვალენსიას" კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილია. ქართველ მეკარეს კოსტა-რიკის დროშა ამოუვიდა, სისწრაფის გამო კოსოვო წამოიძახა და პასუხმაც არ დააყოვნა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები 25 და 29 მარტს ორ ამხანაგურ შეხვედრას ბოსნიასთან და ალბანეთთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 18 /
სასტუმროში ეს მაიმუნობა დღემდე გვჭირს ქართველებს? აქ მაინც ნუ ბეჭდავთ, მოგვეჭრა თავი და ესაა. გამოდის ისევ საბჭოთა ერთ მანეთიან სასტუმროში ყოფილა ჩვენი ადგილი. სანიოლი არ გადამირიოთ თამაშების დამთავრებამდე, ცოტა ადექვატურად მოიქეცით.
ჟორა
12:07 24-03-2022
13
გენაცვალეთ სულში და გულში, წარმატებები, საქართველო გაგეხარებინოთ ყოველთვის
შაკო
23:30 23-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული