საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის მზადების ფარგლებში, დღეს სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. 24 მარტს ნაკრების საწვრთნელ პროცესში სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მოთამაშე ვაკო ყაზაიშვილი ჩაერთო. სარაევოში საქართველოს ნაკრები 23 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება და წინა დღეების მსგავსად, გუნდმა კვლავ ს.კ. "სარაევოს" საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა.
ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა:
"გასულ წელს, მარტში, როდესაც საქართველოს ნაკრებში დავიწყე მუშაობა, გარკვეული ექსპერიმენტები ჩავატარეთ. ვფიქრობ, რომ უკანასკნელი 3-4 თამაში საკმაოდ კარგი იყო. კარგი ბალანსი ვიპოვეთ დაცვაში
თამაშსა და ბურთით თამაშს შორის. რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც ჩვენს გუნდს გააუმჯობესებს, თუმცა ზოგჯერ მოსაზრებები და ის, თუ რისი გაკეთება შეუძლია ან სურს გუნდს, განსხვავებულია.
როგორც ვთქვი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გუნდი უკეთესი გახდეს. ეს ჩემი ყველაზე დიდი სურვილია საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ. სწორ გზაზე ვართ და ორი ამხანაგური მატჩი სწორედ ოფიციალური შეხვედრისთვის მომზადებაში დაგვეხმარება.
ჩემმა ფეხბურთელებმა იციან, რომ უფრო მეტად ვარ ფოკუსირებული იმაზე, თუ რას ვაკეთებთ, ვიდრე შედეგზე. შედეგი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული - ზოგჯერ მსაჯის გადაწყვეტილებაზე, ტრავმებზე, წითელ ბარათზე... მოედანზე შეიძლება ბევრი რამ მოხდეს. ასე რომ, საუკეთესო გზა შედეგის მისაღწევად არის ფოკუსირება იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს.
ჩვენი მეტოქე კარგი გუნდია. ბოლო 20 წელია ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც ძალიან კარგ ევროპულ კლუბებში თამაშობენ. ბოსნია-ჰერცეგოვინა ყოველთვის ძლიერი მოწინააღმდეგეა, განსაკუთრებით, ჩვენთვის, რადგან მარტის სანაკრებო ფანჯრის დროს სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმე ფეხბურთელი დაგვაკლდა. გვყავს ახალი მოთამაშეები, თუმცა ეს ბუნებრივი მდგომარეობაა ეროვნული ნაკრებისთვის. გარანტირებული ადგილი არავის აქვს და ყველა მოთამაშემ უნდა იბრძოლოს საკუთარი ადგილისთვის. რაც უფრო მეტი ფეხბურთელი მყავს, უფრო ფართო არჩევანის საშუალება მეძლევა და ეს პოზიტიურია. ასე რომ, მოუთმენლად ველი ხვალინდელ შეხვედრას იმის სანახავად, თუ როგორ წარმოაჩენენ თავს ახალი ან, ჩემი კაპიტნის მსგავსად, გამოცდილი მოთამაშეები".
ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა:
"გასულ წელს, მარტში, როდესაც საქართველოს ნაკრებში დავიწყე მუშაობა, გარკვეული ექსპერიმენტები ჩავატარეთ. ვფიქრობ, რომ უკანასკნელი 3-4 თამაში საკმაოდ კარგი იყო. კარგი ბალანსი ვიპოვეთ დაცვაში
როგორც ვთქვი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გუნდი უკეთესი გახდეს. ეს ჩემი ყველაზე დიდი სურვილია საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ. სწორ გზაზე ვართ და ორი ამხანაგური მატჩი სწორედ ოფიციალური შეხვედრისთვის მომზადებაში დაგვეხმარება.
ჩემმა ფეხბურთელებმა იციან, რომ უფრო მეტად ვარ ფოკუსირებული იმაზე, თუ რას ვაკეთებთ, ვიდრე შედეგზე. შედეგი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული - ზოგჯერ მსაჯის გადაწყვეტილებაზე, ტრავმებზე, წითელ ბარათზე... მოედანზე შეიძლება ბევრი რამ მოხდეს. ასე რომ, საუკეთესო გზა შედეგის მისაღწევად არის ფოკუსირება იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს.
ჩვენი მეტოქე კარგი გუნდია. ბოლო 20 წელია ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც ძალიან კარგ ევროპულ კლუბებში თამაშობენ. ბოსნია-ჰერცეგოვინა ყოველთვის ძლიერი მოწინააღმდეგეა, განსაკუთრებით, ჩვენთვის, რადგან მარტის სანაკრებო ფანჯრის დროს სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმე ფეხბურთელი დაგვაკლდა. გვყავს ახალი მოთამაშეები, თუმცა ეს ბუნებრივი მდგომარეობაა ეროვნული ნაკრებისთვის. გარანტირებული ადგილი არავის აქვს და ყველა მოთამაშემ უნდა იბრძოლოს საკუთარი ადგილისთვის. რაც უფრო მეტი ფეხბურთელი მყავს, უფრო ფართო არჩევანის საშუალება მეძლევა და ეს პოზიტიურია. ასე რომ, მოუთმენლად ველი ხვალინდელ შეხვედრას იმის სანახავად, თუ როგორ წარმოაჩენენ თავს ახალი ან, ჩემი კაპიტნის მსგავსად, გამოცდილი მოთამაშეები".
ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან. მატჩს 25 მარტს ქალაქ ჟენიცას "ბილინო პოლე" უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.
( ეს წერილი ჯუღელმა შემიკვეთა და 83 ლ. იხდის, ცოტას მოუმატებს რა)