საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ბოსნიას სძლია და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ამხანაგურ მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინა 1:0 დაამარცხა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და კარგი შანსი კოვაჩევიჩმა ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც თამაში მეტ-ნაკლებად გათანაბრდა, ტემპი კი დაბალი იყო. „ჯვაროსნები“ სახიფათო იერიშების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ. პირველი მომენტი მე-19 წუთზე შექმნეს, როდესაც კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი აქტიურმა დავითაშვილმა შეჰიჩის კარში ვერ გადაგზავნა. 23-ე წუთზე კაშიას ბურთი დემიროვიჩმა აართვა, ლორიასთან პირისპირ გავიდა და მიზანს ვერ უწია. ტაიმის დასასრულს მასპინძელთა გატანილი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა და გუნდები შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჯეკომ დალაშქრა
ლორიას კარი, მაგრამ ისევ თამაშგარე დაფიქსირდა, ხოლო საპასუხო იერიშისას ზივზივაძემ კვარაცხელიას პასი მიიღო და საქართველოს ნაკრები დააწინაურა. ცოტა ხანში მომენტი უკვე მასპინძლებს ჰქონდათ - გოიაკს გოლის გატანა ლორიამ არ დაანება. 71-ე წუთზე კვარაცხელიას შორიდან დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. შემდეგ კვეკვესკირის უზუსტო გადაცემის შედეგად სტევანოვიჩი ლორიასთან ერთი-ერთზე გავიდა და ჩვენმა მეკარემ არ გაატანინა. ბოლოს მეტოქე შტურმზე გადმოვიდა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო და მოვიგეთ.

ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო მატჩი ჩაატარა, მაგრამ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და შემდეგ შეხვედრას 29 მარტს გასვლაზე ალბანეთთან გამართავს.

ზენიცა. „ბილინა პოლიე“

ბოსნია-ჰერცეგოვინა - საქართველო 0:1
გოლი: ზივზივაძე (49)

ბოსნია-ჰერცეგოვინა: შეჰიჩი, აჰმედჰოჯიჩი, კოვაჩევიჩი (გაზიბეგოვიჩი 74), სანიჩანინი (მილიჩევიჩი 59), სტევანოვიჩი (მენალო 87), გოიაკი (რაჰმანოვიჩი 76), ჰაჯიაჰმეტოვიჩი, კრუნიჩი (დანილოვიჩი 59), კოლაშინაცი, დემიროვიჩი (პრევლიაკი 87), ჯეკო

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი (ჩაბრაძე 79), გიორბელიძე (წიტაიშვილი 63), კვეკვესკირი, აბურჯანია (მექვაბიშვილი 63), ლობჟანიძე (კვირკველია 63), დავითაშვილი (გვილია 74), კვარაცხელია (ბერიძე 74), ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 51 /
ვულოცავ ნაკრებს გამარჯვებას მოგება რათქმაუნდა კარგიაა თუმცა თამაშის ხარისხი ნამდვილად არ იყო კარგი ძალიან ბავშურ შეცდომებს ვუშვებდით შეიძლება მე 2 ნომრათ ითამაშო მაგრამ ელემენტარულ სიტუაციებში დაუშვა ბავშური შეცდომები ეს არაა საპატიო უნდა იმუშაონ ამაზე აქ არავინ არავის მტერი არაა ყველას გვიხარია ნაკრების გამარჯვება მაგრამ როდესაც არის პრობლემა და გასაკრიტიკებელი რაღაც საკითხები ჯანსაღი კრიტიკა უნდა მიიღოს ყველამ ადეკვატურათ.
წარმატებები ალბანეთან.
გიორგი
05:02 26-03-2022
4
ზედიზედ 4 თამაში როდის მოიგე ერთი გამახსენე რომ ზიხარ და აკრიტიკებ? ლამაზად ვთამაშობდით და სულ ვაგებდით . გაიგეთ ერთი რამე მთავარია ანგარიში და არა მაიმუნობა. და მორჩით ბოღმიანობას . გულძმარვა დაგემართებათ!
giorgi
01:58 26-03-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული