ედინ ჯეკო: საქართველომ პირველივე შანსი გამოიყენა და სულ სხვა თამაში წავიდა

AutoSharing Option
საკუთარ მოედანზე ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებთან 0:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნული გუნდის კაპიტანმა ედინ ჯეკომ გააკეთა:

"რისი თქმა შემიძლია? პირველივე შესაძლებლობიდან გოლი გაგვიტანეს. ყველა თამაშობს ფეხბურთს და მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება. ვიცოდით, რომ საქართველოს კარგი გუნდი ჰყავს, დღეს იბრძოლა, ჩვენ კი სტატიკურ მდგომარეობაში ვიყავით, რისკის გარეშე ვუტევდით და ამიტომ დავმარცხდით.

ჩემი აზრით, პირველ ტაიმში მეტოქეს გაცილებით ვჯობდით, ორი კარგი მომენტი და რამდენიმე ნახევარმომენტი გვქონდა, მაგრამ გატანა ვერ შევძელით, მათ პირველივე მომენტი გამოიყენეს, შემდეგ კი სულ სხვა თამაში წავიდა. ვაგებდით და
ისე გადავდიოდით იერიშებზე, თითქოს ვიგებდით.

ბევრი ახალგაზრდა გვყავდა, რომლებმაც კარიერა უნდა გაიკეთონ და რამდენიმე წაგების გამო მათი გაკრიტიკება არ შეიძლება, რომ არაფერი არ შეუძლიათ. თუ ჩვენს ათი წლის წინანდელ ნაკრებს გავიხსენებთ, მაშინ უკეთესი ფეხბურთელებით ვიყავით დაკომპლექტებული. მჯერა, ისინიც გამოიყენებენ შანსს. ყოველი მარცხი ნეგატიურ ატმოსფეროს ქმნის და დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცის სწავლა შეგვიძლია", - ციტირებს ჯეკოს ba.n1info.

მკითხველის კომენტარები / 4 /
საკმაოდ ძლიერ და კარგ გუნდს მოუგეთ და კარგი ფეხბურთელებით შემდგარ გუნდს,მაგრამ საქართველოს ნაკრებში ბევრი პრობლემები იყო თან ზოგჯერ ძალიან გაგვიმართლა, იმედია ის ხარვეზები ნელნელა სხვა ძირითადის მოთამაშეებიც რო დაემატებიან ნაკრებს გამოსწორდება.
qomagebi
17:03 26-03-2022
0
შე კაი კაცო, თამასი ვისწავლეთ კი არა და თქვენ სახელმწიფო არ გქონდათ ჩვენ რომ თამაში ვისავლეთ, ახლა დაგვავიწყდა სახელმწიფოდ, როდესაც ჩამოყალიბდით.

გაიგე შენა...

თუმცა, შენი მწვრთნელთან შედარებით ცოტა უფრო გამოგივიდა, ის მაინც არ თქვი ერთადერთი მომენტი ჰქონდათო და თქვი პირველივე შესაძლებლობიდანო
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული