საქართველოს ნაკრებთან 0:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი ბოსნია-ჰერცეგოვინელთა მწვრთნელმა ივაილო პეტევმა გააკეთა:
"ჩვენ გამართლება არ გვაქვს, წაგებისთვის პასუხისმგებლები ვართ. ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ, მხოლოდ გოლი დაგვაკლდა. დღეს მოწინააღმდეგეზე უკეთესი გუნდი ვიყავით. ერთხელ დაარტყეს და გოლი გაგვიტანეს. მსაჯმა ნაღდი გოლი არ ჩაგვითვალა. საქართველო 11 ფეხბურთელით იცავდა თავს. მათი დაცვის გარღვევა ადვილი არ იყო. შეხვედრის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა. დემიროვიჩმა და სტევანოვიჩმა კარგი შანსები ვერ გამოიყენეს.
ვიმედოვნებ, რომ ნაკლს რაც შეიძლება მალე აღმოვფხვრით. ფეხბურთელთა ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებთ. რაიმეს რადიკალურად შესაცვლელად
დრო არ გვაქვს. ერთმანეთი უნდა გავამხნევოთ, ბიჭები წავახალისოთ", - ციტირებს პეტევს ba.n1info.