კაშია: მომდევნო თამაშებში უფრო მეტი სანახაობა იქნება

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინის დამარცხების (1:0) შემდეგ nakrebi.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა:

"ძალიან რთული თამაში გამოვიდა. დაცვით ფაზაში ორგანიზებულები ვიყავით. ბოლო დროს ძალიან მომწონს ჩვენი მენტალიტეტი. შეიძლება ბევრ მომენტს არ ვქმნით, მაგრამ რასაც ვქმნით, უმეტესწილად გოლით ვასრულებთ.

ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოვიგეთ და კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ამხანაგური მატჩი იყო, ბევრი ფეხბურთელი ვნახეთ, რომლებსაც ხშირად არ უწევთ თამაში, გვყავდა დებიუტანტიც და ძალიან კარგი საღამო გამოვიდა. იმედია, ასე გავაგრძელებთ და მომდევნო თამაშებში უფრო მეტი სანახაობა იქნება.

დღეს ორიენტირებულები ვიყავით თამაშის მოგებაზე და
დისციპლინის დაცვაზე. კარგად გავართვით თავი ახალ სისტემას, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო. ჩემი კაპიტნის სამკლავურით, მთელმა გუნდმა სოლიდარობა გამოვუცხადეთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული