ზივზივაძე: ბავშვობის ოცნება ამიხდა, რაც ორმაგად სასიხარულოა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ბოსნია-ჰერცეგოვინას ბუდუ ზივზივაძის გოლით 1:0 სძლია, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მან სიხარული ვერ დამალა:

"რთული თამაში იყო. ბოსნია-ჰერცეგოვინა კარგი გუნდია. საკუთარი მაყურებლის წინაშე გამარჯვების მოპოვება სურდათ. ვფიქრობ, დაცვით ფაზაში ჩვენმა გუნდმა კარგად იმუშავა. განსაკუთრებით მცველებმა და მეკარემ. გოლი არ გავუშვით, რაც ძალიან კარგია. გახარებულები ვართ წლის პირველ შეხვედრაში გამარჯვებით.

ძალიან ბედნიერი ვარ სადებიუტო გოლით. ბავშვობის ოცნება ამიხდა და ორმაგად სასიხარულოა, რომ გუნდმა ჩემი გოლით მოიგო. თუმცა, ყოველთვის მზად ვარ მაქსიმუმი გავაკეთო და დავეხმარო გუნდს, იქნება ეს გოლი,
თუ უბრალოდ კარგი თამაში. გოლის ეპიზოდში კვარაცხელიამ ძალიან კარგად ითამაშა, კარგი პასი მომცა და ისღა დამრჩენოდა, რომ გოლი გამეტანა".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
გილოცავ ბუდუ!ეს ერთი და სხვა მრავალი,თანაც გამარჯვების მომტანი.
სოსო
18:50 26-03-2022
0
ბუდუ-გოლი,გოლი, გოლი და კვლავ გოლი.
imereli
21:50 26-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული