საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას ალბანეთში გამართავს. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამარჯვების შემდეგ ვილი სანიოლის გუნდი ალბანეთში ჩავიდა და 23 მარტს ქალაქ დურესში პირველი ვარჯიში გამართა.
ალბანეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩის შესახებ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა დავით ვოლკოვმა ისაუბრა.
დავით ვოლკოვი (საქართველოს ნაკრების წევრი): "ზედიზედ ოთხი გამარჯვება გვაქვს, გუნდი კარგ ხასიათზეა. მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა თამაშზე მოსაგებად გავიდეთ, ტაქტიკურად გამართულად ვითამაშოთ და მწვრთნელის დავალებები კარგად შევასრულოთ. ვფიქრობ, ალბანეთი იგივე დონის გუნდია, როგორსაც ივნისში ერთა ლიგაზე შევხვდებით. დარწმუნებული ვარ, ალბანეთის ნაკრებთან კარგი ამხანაგური
28 მარტის განრიგი, ქალაქი დურესი
17:00 ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
19:00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვირკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)
29 მარტი, 20:00, ტირანა
ალბანეთი - საქართველო
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.
nakrebi.ge
ჩვენ ვართ საქართველო!!!