საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის გათამაშების მოსამზადებელ ეტაპს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი ივნისში ოთხ შეხვედრას გამართავს. საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩებისთვის 24 მაისიდან თბილისში შეიკრიბება.

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას უეფას ერთა ლიგაზე 2 ივნისს გიბრალტარის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" ჩაატარებს; 5 ივნისს, სტუმრად, ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ივნისს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიაში ითამაშებს; ივნისის ბოლო შეხვედრა 12 ივნისს, საქართველოსა და ბულგარეთს შორის თბილისში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვირკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).

საქართველოს ნაკრების განრიგი უეფას ერთა ლიგაზე

2 ივნისი | საქართველო-გიბრალტარი | 20:00

5 ივნისი | ბულგარეთი-საქართველო | 22:45

9 ივნისი | ჩრდილოეთი მაკედონია-საქართველო | 22:45

12 ივნისი | საქართველო-ბულგარეთი | 20:00

23 სექტემბერი | საქართველო-ჩრდილოეთი მაკედონია | 20:00

26 სექტემბერი | გიბრალტარი-საქართველო | 22:45

GFF
მკითხველის კომენტარები / 39 /
ყველა მწვრთნელი ამბობს უთამაშებელ ფეხბურთელებს არ გამოვიძახებო მაგრამ აკეთება საპირისპიროს და იძახებს გამოუძახებელ ფეხბურთელებს რაც ძაან ცუდია ნაკრები ტრამპილად არ უნდა იყენებდნენ კლუბში უნდა ამტკიცებდნენ რომ ნაკრებში თამაშის ღირსები არიან .... წარმატებები ნაკრებს
ემიგრანტი
19 მაისი 2022 21:12
4
ბერიძეზე ვოლკოვზე და ალთუნაშვილზე გაგვცეს სანიოლმა პასუხი 3ივე ბიჭს სათამაშო პრაქტიკა არ აკლია და იძახებენ სკამზე მყარად მჯდომ ხალხს ეს შემთხვევითობაა ვითომ თუუუუუ????? აი ამიტომ არაფერი არ ეშველება საქართველო
ჯაყო
19 მაისი 2022 18:07
11
ხვიჩა და ფლამარიონი კარგად აგორებენ უგებენ ერთმანეთს
beqa
19 მაისი 2022 16:51
3
აი ხიზანიშვილის სია,ოჯახის ახლობელს ეძახის და საუკეთესოს ტოვებენ,ბერიძეს არ იძახებენ..უთამაშებელ ქვილითაის და გაურკვეველ ოქრიაშვილს იძახებენ..რსტომ გონია ამ ხიზანიშვილს ნაკრები თავისი?
soso
19 მაისი 2022 17:59
15
აზაროვი და ჩაბრაძე საქართველოში ვერ თამაშობენ მაღალ დონეზე და ნაკრებში რას იზამენ, დილასთან ღუდუშაურმა და საბურთალოსთან გოჩოლეიშვილმა ბავშვივით ატყუებდა აზაროვს და ნაკრებში გაუჭირდება. გოჩოლეიშვილი მომწონს კარგი ბიჭია და მეგონა მაგას გამოიძახებდა, კვარასაც კარგად დაუდგა და შეტევაშიც კარგად ერთვებოდა. ჩაკვე კარგია რომ გამოიძახა და სანაკრებო შეკრებაზეც, ვნახოთ როგორ გამოავლენს თავს შეკრებაზე. მამუჩაშვილი ბათუმში მშვენივრად თამაშობდა მარჯვენა მცველად და არაა გამორიცხული ის დააყენოს. ფლამარიონზე რა ხდება, ფაქტია რომ ბათუმის ლიდერია და კვარასთან მაგრად აწყობენ, ალბათ ვერ მოაგვარეს მოქალაქეობის პრობლემა თორემ გამოიძახებდნენ. ბერიძის არგამოძახება გამიკვირდა, მშვენიერი სეზონი ჰქონდა და იმსახურებდა შეკრებაზე ყოფნას.
zaza
19 მაისი 2022 17:37
5
ვინ ყავს ამისთანაპატრონი ფედერაციაში ამ ყაზაიშვილს? რა უნდა ნაკრებში გამაგებინეთ ერთი. ბერიძე-ზივზივაძის წყვილი შესანიშნავი იქნებოდა. რატომ არ არის ბერიძე შემადგენლობაში? სადაა ალთუნაშვილი?
არტ
19 მაისი 2022 17:29
6
ფლამარიონზე დაწერეთ, ან მომეცით კობიაშვილის და სანიოლის მობილური და მე შევეკითხები...
ქუთაისელი
19 მაისი 2022 16:43
4
5 წლიანი უწყვეტი კარიერა კარიერა უნდა ჰქონდეს იმ ქვეყანაში, ვისი სახელითაც თამაში უნდოა. როტორში რომ იყო განათხოვრებული, მაგის ექმნება პრობლემა. (მგონი კარიერა დაიწერა და ბინადრობა როგორც მახსოვს)
მაგაზე თქვეს
19 მაისი 2022 18:26
0
კობახიძე ბათუმის დინამოს დონისაც არაა, ჩანკვეტაძეს 5 წუთსაც არ ათამაშებენ, ყაზაიშვილი ვეტერანთა ნაკრებში შეიძლება... არც ოქრიაშვილის უკვე სანაკრებო....
ვოლკოვი რატომ დაიწუნა? ალთუნაშვილი ძალიან კარგია, მამუჩაშვილი კი უნივერსალი.
Sxalteli
19 მაისი 2022 21:10
7
რუსკი კარაბლ...
War
21 მაისი 2022 02:46
0
ბერიძეს დიდი პატივისცემა, მაგრამ ნაკრებში რამდენჯერაც ათამაშეს, შანსი ვერ გამოიყენა, ვოლკოვმა აშკარად მოუკლო გატანას… ყაზაიშვილის ერთადერთი პრობლემა ის არის , რომ შორიდან უწევს ჩამოსვლა, თორე მსგავსი კლასის ფეხბურთელი ამ ეტაპზე არ გვყავს. დანარჩენს რაც შეეხება - მთლიანობაში აბსოლიტურად სამართლიანი სიაა. ერთი ეგაა , რომ ბიჭებს ბევრს პრაქტიკა აკლია. კარგია, რომ გიბრალტართან გვაქვს პირველი თამაში. წარმატებები ჩვენს ნაკრებს
ხომ ერა
19 მაისი 2022 17:30
15
ბექა მიქელთაძე რატომ არ გამოიძახა?! ავსტრალიის ჩემპიონატის ბომბარდირია და სხვა რაღა უნდა გააკეთოს ამაზე მეტი?!
კირკიტა
19 მაისი 2022 17:30
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული