თუ იმაზე არ ვისაუბრებთ, რომ 10 დღეში 4 თამაშის გამართვა რთულია, ჩვენი ნაკრების კალენდარი მშვენიერია - ვიწყებთ ჯგუფის აუტსაიდერთან საშინაო მატჩით, სადაც კარგი განწყობით სტარტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. რა თქმა უნდა, ცუდ სცენარს, უბრალოდ, არ ვუშვებთ. ამას 2 რთული გასვლითი შეხვედრა მოჰყვება და ჯგუფური ეტაპის დასკვნით ნაწილშიც უფრო კომფორტული კალენდარი გვაქვს.
რა იქნება გიბრალტართან?
რა თქმა უნდა, ფრანგი მთავარი მწვრთნელისა და მისი გუნდის გეგმებში ბევრი გოლის გატანა იქნება, მაგრამ ამისთვის გეგმაზომიერი მუშაობაა საჭირო.
მთავარი დილემა სანიოლისთვის...
საქართველოს ნაკრებმა უკანასკნელი ამხანაგური მატჩები (ბოსნიასა და ალბანეთში) მაინც იქიდან გამომდინარე ითამაშა, ბულგარეთსა და ჩრდ. მაკედონიაში გასვლით მატჩებში რომ წარმოუდგენია. "ჯვაროსნებს" სანიოლის ხელმძღვანელობით არასდროს უასპარეზია ისეთი სუსტი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც გიბრალტარია და ეს მისთვის გარკვეულწილად, ახალი ტიპის გამოწვევაა. იყო დრო, აუცილებლად მოსაგებ შეხვედრებში უფრო გვიჭირდა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მათ შორის გიბრალტარელები არ ყოფილან, თუმცა 4 გამარჯვებიდან უკანასკნელს, გასვლითს, რთულად მივაღწიეთ - მეტოქემ გაგვითანაბრა, საბოლოოდ კი ქვილითაიას გოლით (3:2) მოვიგეთ.
ხვიჩას მნიშვნელობა
იმას დიდი მსჯელობა არ სჭირდება, რომ გიბრალტარის ნაკრები ყველანაირად ეცდება, ხვიჩა კვარაცხელიას ნეიტრალიზება მოახერხოს, რაც ძალიან გაუჭირდებათ. თუკი ურუგვაელი რიბასის გუნდის ბოლო ამხანაგურ მატჩს ავიღებთ (ფარერებთან 0:0), ისინი უხეშობას არ ერიდებოდნენ და არბიტრისგან საკმაოდ ბევრი (4) გაფრთხილებაც მიიღეს. იმედია, მათი მხრიდან ახლა მსგავსი ქმედებები ნაკლებად იქნება.
გარდა ამისა, როცა კონცენტრაცია ერთ ფეხბურთელზე გადადის, ამ დროს სივრცეების ათვისება მისმა თანაგუნდელებმა უნდა შეძლონ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შეტევით ხაზში მეტი შეთამაშება ვიხილოთ. ჩვენი ნაკრები საკმაოდ დიდი ხანია ემზადება და ეს საკითხი მატჩამდე მოგვარებული ექნებათ.
ისევ 3 მცველით?
ყველაფერ ამას თავისი დადებითი და უარყოფითი ექნება, რადგან ასეთი მოკლე ინტერვალით გასამართ ტურნირზე შეთაშებასა და საბაზისო ტაქტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამავდროულად კი, გეგმა "ბ" ყოველთვის უნდა არსებობდეს - თუკი წარმატების მიღწევა ჭირს, ალტერნატივა უნდა გაგაჩნდეს.
ჩაკვეტაძისა და მიქელთაძის შანსი?
რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს - ის ახლა უთამაშებელია და იდეალური ფორმისგან შორსაა, თუმცა მისგან სულ გვაქვს იმედი, რომ ნაკრებში მაინც აფეთქდება. სანიოლმა განაცხადა, რომ შესაძლოა, გიორგი განაცხადშიც არ იყოს. აშკარაა, მწვრთნელი მას მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს და ნაკრებში ამიტომაც გამოიძახა. შესაბამისად, ის, რომ რამდენიმე წუთით მაინც ჯგუფის აუტსაიდერ გიბრალტართან საშინაო მატჩში დაეთმოს, ლოგიკას ექვემდებარება.
სავარაუდო შემადგენლობა მალე გამოიკვეთება, "დინამო არენაზე" შეხვედრა კი ხუთშაბათს, 2 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.
ცვლილებები შეტევაში - ვინ დაბრუნდა ნაკრებში და ვინ აკლია სიას?
საქართველოს ნაკრები შეტევაში - ხვიჩასთან ერთად და მის გარეშე
ვინ შეცვლის კანკავას და ახალი როლი ზურიკოს - სანიოლის ნახევარდაცვა
დაცვის მნიშვნელობა სანიოლის ნაკრებში - სიტუაცია "ერთა ლიგისთვის"
ვინ უნდა დაიცვას საქართველოს ნაკრების კარი?
ვინ გააძლიერებს ნაკრებს და როგორ ფორმაში არიან ქართველი ფეხბურთელები? - მალე სანიოლი იტყვის...