სანიოლის დილემა, ხვიჩას როლი და შანსი ჩაკვეტაძესა და მიქელთაძეს? - გიბრალტარის წინ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების შეხვედრები მოახლოვდა. ვილი სანიოლის გუნდი უკვე, ფაქტობრივად, სრულად შეიკრიბა და პირველი მეტოქისთვის ემზადება. გიბრალტარის ნაკრებს 2 ივნისს დავუპირისპირდებით.

თუ იმაზე არ ვისაუბრებთ, რომ 10 დღეში 4 თამაშის გამართვა რთულია, ჩვენი ნაკრების კალენდარი მშვენიერია - ვიწყებთ ჯგუფის აუტსაიდერთან საშინაო მატჩით, სადაც კარგი განწყობით სტარტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. რა თქმა უნდა, ცუდ სცენარს, უბრალოდ, არ ვუშვებთ. ამას 2 რთული გასვლითი შეხვედრა მოჰყვება და ჯგუფური ეტაპის დასკვნით ნაწილშიც უფრო კომფორტული კალენდარი გვაქვს.

რა იქნება გიბრალტართან?

გულშემატკივართა დიდ ნაწილს, ალბათ, წარმოუდგენია,
რომ გიბრალტართან რამდენიმე შემტევით ვითამაშებთ და დაცვას ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ, თუმცა საქმე ასე მარტივად სულაც არაა. მეტოქის დაუფასებლობა არაფრით შეიძლება.

რა თქმა უნდა, ფრანგი მთავარი მწვრთნელისა და მისი გუნდის გეგმებში ბევრი გოლის გატანა იქნება, მაგრამ ამისთვის გეგმაზომიერი მუშაობაა საჭირო.

მთავარი დილემა სანიოლისთვის...

საქართველოს ნაკრებმა უკანასკნელი ამხანაგური მატჩები (ბოსნიასა და ალბანეთში)  მაინც იქიდან გამომდინარე ითამაშა, ბულგარეთსა და ჩრდ. მაკედონიაში გასვლით მატჩებში რომ წარმოუდგენია.

"ჯვაროსნებს" სანიოლის ხელმძღვანელობით არასდროს უასპარეზია ისეთი სუსტი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც გიბრალტარია და ეს მისთვის გარკვეულწილად, ახალი ტიპის გამოწვევაა. იყო დრო, აუცილებლად მოსაგებ შეხვედრებში უფრო გვიჭირდა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მათ შორის გიბრალტარელები არ ყოფილან, თუმცა 4 გამარჯვებიდან უკანასკნელს, გასვლითს, რთულად მივაღწიეთ -  მეტოქემ გაგვითანაბრა, საბოლოოდ კი ქვილითაიას გოლით (3:2) მოვიგეთ.

Sportall.Ge

ხვიჩას მნიშვნელობა

იმას დიდი მსჯელობა არ სჭირდება, რომ გიბრალტარის ნაკრები ყველანაირად ეცდება, ხვიჩა კვარაცხელიას ნეიტრალიზება მოახერხოს, რაც ძალიან გაუჭირდებათ. თუკი ურუგვაელი რიბასის გუნდის ბოლო ამხანაგურ მატჩს ავიღებთ (ფარერებთან 0:0), ისინი უხეშობას არ ერიდებოდნენ და არბიტრისგან საკმაოდ ბევრი (4) გაფრთხილებაც მიიღეს. იმედია, მათი მხრიდან ახლა მსგავსი ქმედებები ნაკლებად იქნება.

გარდა ამისა, როცა კონცენტრაცია ერთ ფეხბურთელზე გადადის, ამ დროს სივრცეების ათვისება მისმა თანაგუნდელებმა უნდა შეძლონ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შეტევით ხაზში მეტი შეთამაშება ვიხილოთ. ჩვენი ნაკრები საკმაოდ დიდი ხანია ემზადება და ეს საკითხი მატჩამდე მოგვარებული ექნებათ.

ისევ 3 მცველით?

ვილი სანიოლმა იდეალურ ტაქტიკას მიაგნო, რომლის შემდეგაც წარმატებული პერიოდი აქვს, თუმცა, თუ არა გიბრალტართან საშინაო შეხვედრაში, სხვაგან სად უნდა სცადოს, სხვა განლაგება მოსინჯოს?!

ყველაფერ ამას თავისი დადებითი და უარყოფითი ექნება, რადგან ასეთი მოკლე ინტერვალით გასამართ ტურნირზე შეთაშებასა და საბაზისო ტაქტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამავდროულად კი, გეგმა "ბ" ყოველთვის უნდა არსებობდეს - თუკი წარმატების მიღწევა ჭირს, ალტერნატივა უნდა გაგაჩნდეს.

ჩაკვეტაძისა და მიქელთაძის შანსი?

ტურნირის განმავლობაში როტაცია აუცილებლად იქნება, პირველ მატჩში კი მწვრთნელები ამას ნაკლებად აკეთებენ. ამის მიუხედავად, დიდია შანსი, ბექა მიქელთაძეს თამაშის საშუალება მაინც მიეცეს - მან "ბარსელონასთან" მატჩზე, როგორც ავსტრალიური "ოლ სთარის" წევრმა, უარი თქვა და შეკრებაზე ადრე ჩამოვიდა. ეს აშკარად დასაფასებელი მომენტია.

რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს - ის ახლა უთამაშებელია და იდეალური ფორმისგან შორსაა, თუმცა მისგან სულ გვაქვს იმედი, რომ ნაკრებში მაინც აფეთქდება. სანიოლმა განაცხადა, რომ შესაძლოა, გიორგი განაცხადშიც არ იყოს. აშკარაა, მწვრთნელი მას მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს და ნაკრებში ამიტომაც გამოიძახა. შესაბამისად, ის, რომ რამდენიმე წუთით მაინც ჯგუფის აუტსაიდერ გიბრალტართან საშინაო მატჩში დაეთმოს, ლოგიკას ექვემდებარება.

სავარაუდო შემადგენლობა მალე გამოიკვეთება, "დინამო არენაზე" შეხვედრა კი ხუთშაბათს, 2 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.

altცვლილებები შეტევაში - ვინ დაბრუნდა ნაკრებში და ვინ აკლია სიას?

altსაქართველოს ნაკრები შეტევაში - ხვიჩასთან ერთად და მის გარეშე

altვინ შეცვლის კანკავას და ახალი როლი ზურიკოს - სანიოლის ნახევარდაცვა

altდაცვის მნიშვნელობა სანიოლის ნაკრებში - სიტუაცია "ერთა ლიგისთვის"

altვინ უნდა დაიცვას საქართველოს ნაკრების კარი?

altვინ გააძლიერებს ნაკრებს და როგორ ფორმაში არიან ქართველი ფეხბურთელები? - მალე სანიოლი იტყვის...

მკითხველის კომენტარები / 22 /
რად უნდა ბევრი ფილოსოფია! ჩაკვეტაძეს ქებამ აწყინა მანა.დე თუ კარგი გაგებით დაგეშილი იყო და სულ ითხოვდა ბურთს იმპროვიზირებდა ცდილობდა კრეატიული ყოფილიყო სულ კარისკენ მიისწრაფოდა ეხლა რა .აგარი ვარ მომცემთ რამეს გავაკეთებ არ მომცემთ და რატო ვირბინო ეს არი სულ უდიდესი ტალანტია მაგრამ ქართველების სენი თავში აუარდა ვიცი ყველას ეწყინება მის ახლობლებსაც თავად კიდე მეტად მაგრამ თუ საკუთარ თავს თვითონ არმოერია ვერავინ უშველის სულით და გულით გამიხარდება მისი წარმატება ოღონდ გამოასწოროს და აუცილებლად მოვძებნი უდიდეს მადლობას გადავუხდი.
კახა
03:24 30-05-2022
2
ჩაკვეტაძე იყო მაგარი ტალანტი ეხლა მისი ძველ კონდიციებში დაბრუნება ძალიან ძნელია, თვითონ უნდა მოინდომოს ბევრი ვარჯიშით იმაზე უკეთესი იქნება ვიდრე იყო, სამწუხარი გრძელდება ძველი ტენდეცია ერთი სეზონის ფეხბურთელები გვყავს, ყენია ანანიძე მჭედლიძე არაბიძე პაპუნაშვილი იმედია კვარას არ დაემართება ეგ სენი
გიორგი
22:03 29-05-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული