ხვიჩას დებიუტი, არველაძის გოლი... - რას წარმოადგენენ გიბრალტარელები?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების უახლოესი შეხვედრა ხუთშაბათს, 2 ივნისს (20:00 სთ), გაიმართება. ვილი სანიოლისა და მისი გუნდის შესახებ საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ, ახლა კი პირველ მეტოქე გიბრალტარსა და ურთიერთშეხვედრებს შევეხოთ.

ხვიჩას დებიუტი

დაახლოებით 3 წლის წინ, 2019 7 ივნისს, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი შესარჩევი ეტაპის ყველაზე სუსტი მეტოქის, გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ენდო და დებიუტანტი სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა. 18 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 47 წუთი გაატარა, ფლანგიდან რამდენჯერმე იაქტიურა და ის გიორგი პაპუნაშვილით შეცვალეს.

მაშინ ხვიჩას გულშემატკივრები ნელ-ნელა იცნობდნენ და ხედავდნენ,
რომ საქმე დიდ ტალანტთან გვქონდა. გიბრალტარელები მაშინ ნაკლებად იფიქრებდნენ, რომ "ნაპოლის" მომავალ წევრს დაუპირისპირდნენ. იმ პერიოდში ხვიჩა მოსკოვის "ლოკომოტივიდან" "რუსთავში" დაბრუნდა და ყაზანის "რუბინში" გადასასვლელად ემზადებოდა. ეს ის დროა, როცა ვაისი ზურიკო დავითაშვილს მეტად ენდობოდა, რომელიც მალე ასევე ყაზანელთა წევრი გახდა.

იმ მატჩში ზემოხსენებული პაპუნაშვილის, გვილიასა და ვატო არველაძის (სადებიუტო, პენალტით) გოლებით (3:0) გავიმარჯვეთ.

ისევ ვეტერანები

გიბრალტარის ნაკრებთან ერთად თბილისში კვლავ ვიხილავთ "ლინკოლნის" 2 ფეხბურთელს, რომელთაც უკანასკნელ დაპირისპირებაში გაგვიტანეს. ერთი 34 წლის მარცხენა მცველი ჩიპოლინაა, მეორე კი - 40 წლის ფორვარდი ლი კასკიარო. იმავე შესარჩევის ბოლოს, მაშინ, როცა ხარაიშვილისა და კანკავას გოლებით პირველივე ტაიმში დამაჯერებლად დავწინაურდით, საბოლოოდ შეხვედრა მოსაგები გაგვიხდა - ლევან შენგელიამ ქვილითაიას გამარჯვების (3:2) გაატანინა.

Sportall.Ge

ქეცბაია და ცხადაძე

გიბრალტარელებმა პირველი შესარჩევი ეტაპი ჩვენს ჯგუფში გამართეს, როცა ჯერ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ გუნდთან საკუთარ მოედანზე (0:3) გელაშვილის, ოქრიაშვილისა და კანკავას გოლებით დამარცხდნენ, თბილისში კი კახა ცხადაძის გუნდს დაუპირისპირდნენ და 4 უპასუხო ბურთი (ვაწაძის დუბლი, ოქრიაშვილისა და ყაზაიშვილის გოლები) მიიღეს.

გიბრალტარის 2 "მშრალი" მატჩი

ურუგვაელი მთავარი მწვრთნელის, 65 წლის რიბასის გუნდმა მარტში, ჩვენი ნაკრების მსგავსად, 2 ამხანაგური მატჩი გამართა და გოლი არც მათ გაუშვიათ, ოღონდ "ჯვაროსნებს" გაცილებით ძლიერი მეტოქეები ჰყავდა (თანაც, ერთში გაიმარჯვეს), გიბრალტარელებმა კი ნულოვანი ფრეები გრენადასა და ფარერის კუნძულებთან ითამაშეს. არადა, ჩვენმა უახლოესმა მეტოქემ შესარჩევ ეტაპზე მხოლოდ ნიდერლანდებისგან 13 გოლი გაუშვა და არც ნორვეგიასა და თურქეთს დაუნდიათ. რამდენად გამოასწორეს დაცვაში თამაში, რთული სათქმელია.

თვალში საცემია, რომ გიბრალტარელები არბიტრებისგან საკმაოდ ბევრ გაფრთხილებას იღებენ და შეგვიძლია უხეში გუნდიც ვუწოდოთ. 

საქართველოს ნაკრებისა და ვილი სანიოლის მიზანი ნათელია - "ერთა ლიგის" ჯგუფის აუტსაიდერთან საშინაო მატჩი დამაჯერებელი გამარჯვებით უნდა დავიწყოთ.

altმზადება პირველი მატჩისთვის - დღეს ნაკრებს ყაზაიშვილი შეუერთდება [VIDEO]

altსანიოლის დილემა, ხვიჩას როლი და შანსი ჩაკვეტაძესა და მიქელთაძეს? - გიბრალტარის წინ

altლორია თუ მამარდაშვილი? - ვილი სანიოლის კომენტარი

altცვლილებები შეტევაში - ვინ დაბრუნდა ნაკრებში და ვინ აკლია სიას?

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვერ გავიგე რატომ უნდა ბევრს ხვიჩას სათადარიგოზე დაჯდომა. ასეთი მეთოდი რომ არ ამართლებს არ გაგიგიათ?
ფავორიტად მაკედონიაც და ბულგარეთიც ჩვენზე ძლიერები არიან!
ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს,ამიტომ ყველა თამაშს პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო. საქართველოს ნაკრები არაა ის დონე რომ ის სუსტია ეს ძლიერია იძახოს! ვისაც არ სჯერავს რეიტინგს გადახედოს!
დავით 67
00:57 31-05-2022
1
ეს თამაში ხვიჩას გარეშეც დიდი ანგარიშით უნდა მოვიგოთ ! და აი აქ იყო საჭირო ბერიძე რატომღაც რომ არ გამოიძახეს და პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული რას უწუნებენ და რატომ არ იწვევენ @ მე მგონია რომ ამ თამაშში უნდა ვითამაშოთ ე.წ. დუბლი-ვე ს სისტემით 3-2-5 ან 3-3-4 იმიტომ რომ გიბრალტარი 90 წუთი დაცვაში იდგება და რაც შეიძლება მეტი შემქმნელი და შემტევი უნდა გვყავდეს ! მამარდაშვილი-კაშია ხოჭოლავა აზაროვი(კობახიძე)--კვეკვესკირი კიტეიშვილი აბურჯანია ლობჟანიძე(წიტაიშვილი)დავითაშვილი(ჩაკვეტაძე)--ჩაკვეტაძე(ყაზაიშვილი)--მიქაუტაძე(მიქელთაძე) ჩაკვეტაძეს აუცილებლად უნდა მისცენ შანსი გიბრალტართან და გამოჩდება რა ფორმაშია
zura222
16:31 30-05-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული