სავარაუდო შემადგენლობა გიბრალტართან - კონკურენცია და სანიოლის საფიქრალი

AutoSharing Option
2 ივნისს (20:00 სთ) საქართველოს ეროვნული ნაკრები "ერთა ლიგის" ახალ გათამაშებაში ჩაერთვება. უპირველესი ამოცანა ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებაა, რასაც პლეი-ოფები მოჰყვება, C ლიგის ერთი საუკეთესო ნაკრები კი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

გიბრალტართან მატჩის წინ სავარაუდო შემადგენლობის პროგნოზირება ახლა ძალიან რთულია. ვილი სანიოლს ჯგუფის აუტსაიდერთან გარკვეული ექსპერიმენტების უფლება ექნება, თუმცა პირველივე ტურში როტაცია ნაკლებად მოსალოდნელია - წინ ხომ დატვირთული გრაფიკი გვაქვს - 12 ივნისამდე 4 შეხვედრას ჩავატარებთ. გარდა ამისა, გუნდში საკმაოდ დიდი კონკურენციაა, რაც ს
ამწვრთნელო შტაბს საფიქრალს უმატებს.

გიორგი ლორია - ამ თემაზე ბევრი დაიწერა და სანიოლისგანაც ითქვა. მეკარის პოზიციაზე ხშირი ცვლილებები არ ხდება. ამიტომ დიდი შანსია, "ჯვაროსნების" ძირითადმა კიპერმა გიორგი ლორიამ ივნისის ოთხივე მატჩში ითამაშოს და მშვენიერ ფორმაში მყოფ "ვალენსიელ" გიორგი მამარდაშვილს დრო არ მიეცეს. გიბრალტართან ლორიას და მისგან დამაჯერებელ თამაშს ველით.

საბა კვირკველია - როცა ფორმის პიკში მყოფი საბა გვახსენდება, ისევ გვსურს ამ კონდიციებში დაბრუნდეს. ამისთვის სანაკრებო ნდობასაც საკმაო მნიშვნელობა აქვს.

ვივარაუდებთ, რომ ვილი სანიოლი 3-მცველიან ტაქტიკას არ შეცვლის და გიბრალტართან თავის გამოჩენის შანსი ამჟამად "გაგრას" მცველს მიეცემა.

გურამ კაშია - სულ რამდენიმე ფეხბურთელია, რომელთა ძირითადში თამაში უალტერნატივოა და ერთ-ერთი კაპიტანი კაშიაა. "სლოვანის" გამოცდილ მცველს ჩვენი გუნდის უკანა ხაზის გამართულ თამაშში დიდი მნიშვნელობა ექნება.

დავით ხოჭოლავა - მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა. სანიოლი ლაშა დვალს ენდობა. მან ბოლოს კლუბშიც ითამაშა, ამავდროულად კი ნაკრებში დავით ხოჭოლავა დაბრუნდა და "ერთა ლიგის" პირველ ტურში ფრანგი მთავარი მწვრთნელის არჩევანი იქნებ სწორედ მასზე შეჩერდეს.

არ დაგვავიწყდეს, რომ ლუკა ლოჩოშვილიც ნაკრებთან ერთადაა.

ოთარ კაკაბაძე - ისე გამოიკვეთა, რომ ახალ ტაქტიკაში მარჯვენა ფლანგის მთელ კონტროლზე საბა ლობჟანიძის თამაში უალტერნატივოა. ამხანაგურ მატჩებში საბა ისეთი აქტიური არ იყო, როგორც შეგვაჩვია. ამავდროულად, ის ცრუ ფორვარდის პოზიციაზეც მოისინჯა, რომელიც უფრო მოახლოებულ გასვლით დაპირისპირებებში თუ გამოგვადგება.

"ჯვაროსნების" დამრიგებელმა კაკაბაძე მისთვის უჩვეულო პოზიციას, ცენტრალურ მცველს მოარგო. ამას საკადრო პრობლემებიც განაპირობებდა, რომელიც ახლა მოგვარებულია (მხოლოდ ჯიმი ტაბიძე ვერ მომჯობინდა) და გიბრალტართან კაკაბაძის ისევ ფლანგზე დაბრუნება შესაძლებელია, რაც ლობჟანიძესაც საშუალებას მისცემს, მარათონულ გრაფიკს დასვენებული შეხვდეს.

Sportall.Ge

ნიკა კვეკვესკირი - მინდვრის ცენტრში რამდენიმე ვარიანტი არსებობს, თუმცა ეს პოზიცია და ჩვენი გუნდი ნიკა კვეკვესკირის გარეშე წარმოუდგენელია - "ლეხთან" ერთად პოლონეთის ჩემპიონი ნიკა "ჯვაროსნების" სათამაშო ტემპსა და მიმართულებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.

ოთარ კიტეიშვილი - სანიოლი ბევრს იფიქრებს იმაზე, თუ ვინ შეუწყვილოს კვეკვესკირს. ოთარ კიტეიშვილი საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, რომელსაც ტრავმის გამო ახალ ტაქტიკურ სქემაში არ უასპარეზია. მეტოქიდან გამომდინარე, მისი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გამოცდა ლოგიკური იქნება. ოთოს აქ თამაშის კარგი გამოცდილება აქვს - დანიისა და ირლანდიის ძლიერ ნაკრებებთან მშვენივრად გამოიყურებოდა.

ვაკო გვილია, გიორგი აბურჯანია - ბოლო დროს მათზე დაყრდნობას ვხედავდით, მექვაბიშვილისა და ალთუნაშვილის სახით კი საკადრო რესურსი და განაცხადში მოხვედრის ამბიციის მქონეთა მსურველები გაზრდილია.

ირაკლი აზაროვი - ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონკურენცია მარცხენა ფლანგზე გვაქვს, რასაც სამწვრთნელო შტაბი მშვენივრად გამოიყენებს.

გიბრალტართან უფრო ბათუმის "დინამოელ" ირაკლი აზაროვს ველით. ის თამამია და შეტევებს კარგად ამწვავებს, 5 ივნისს კი, ბულგარეთთან გასვლით შეხვედრაში, გურამ გიორბელიძის გამოჩენაა მოსალოდნელი, რომელიც მეტად გამოცდილია და დაცვით ფაზაშიც უფრო ძლიერი. დანარჩენს ჩვენც და ვილი სანიოლისაც მათი თამაში დაგვანახებს.

ზურიკო დავითაშვილი - ბათუმის "დინამოში" ზურიკო მშვენიერ ფორმაშია, ბოლო სანაკრებო მატჩებში ის აშკარად გამორჩეულია და მწვრთნელის მითითებებს ზუსტად ასრულებს. ამიტომ მას კვლავ სასტარტოში ველით.

კონკურენცია მართლაც არსებობს - გიორგი წიტაიშვილი ყოველთვის მონდომებულია და ის სათამაშო წუთებს აუცილებლად იმსახურებს, თუმცა სასტარტოში რამდენად ვიხილავთ, რთული სათქმელია.

იმავეს თქმა შეიძლება ვაკო ყაზაიშვილზეც, თუმცა ნაკრების პირველ მატჩში მას ერთი დილემა აქვს - სამხრეთ კორეაში ითამაშა, მშვენიერი გოლი გაიტანა და გუნდს ბოლო მომენტში გადაღლოლი შეუერთდა, რის გამოც, შესაძლოა, პირველ მატჩში დასვენების საშუალება მიეცეს და ბულგარეთში უფრო ვიხილოთ.

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელია - ჩვენი ნაკრების უპირობო ლიდერი მშვენიერ ფორმასა და ხასიათზეა. მასზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ასეთი ფეხბურთელის გუნდში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ამავდროულად, მსგავს რთულ კალენდარში ხვიჩას ყველა მატჩში მთელი სიმძიმე ერთად არ უნდა ავკიდოთ. ასე რომ, მეტი გუნდურობა და როტაციის დროს მისი სათანადო შეცვლაც უნდა შეგვეძლოს. გიბრალტართან ამის ერთ-ერთ ვარიანტად გიორგი ჩაკვეტაძის განხილვაც შეიძლება.

გიორგი მიქაუტაძე - "ჟორჟის" საქართველოს ნაკრებში გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სასტარტო შეხვედრაში გატანის შემდეგ მიქაუტაძის სათანადო გამოყენება ვერ მოხერხდა, სათამაშო სტილის ცვლილების შემდეგ კი მას ბევრი სანაკრებო შეხვედრა გაუცდა.

Sportall.Ge

გიორგის "დინამო არენაზე" გამოსვლის შესაძლებლობა პირველად ექნება და იმედია, საკუთარი თავის სრულად რეალიზებას შეძლებს. 

არ დაგვავიწყდეს, რომ ბუდუ ზივზივაძეს ბოლო დროს ბევრი გააქვს, თავის შანსს კი ბექა მიქელთაძეც ელის.

altსაქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა

altხვიჩას დებიუტი, არველაძის გოლი... - რას წარმოადგენენ გიბრალტარელები?

altსანიოლის დილემა, ხვიჩას როლი და შანსი ჩაკვეტაძესა და მიქელთაძეს? - გიბრალტარის წინ

altცვლილებები შეტევაში - ვინ დაბრუნდა ნაკრებში და ვინ აკლია სიას?

მკითხველის კომენტარები / 16 /
ნაკრების ახალი კლიპი ვინც ნახეთ, ხვიჩას მონაწილეობით არის. ანუ კობიაშვილმა პრეზენტაციაზე ისაუბრა, რომ ყველა ერთი ვართო, არ უნდა ამოვარჩიოთ ვინმე ლიდერად და მერე მთელი პასუხისმგებლობა იმ ერთს არ უნდა ავკიდოთო, ისე მომეწონა ეგ სიტყვები და კლიპში მაინც მარტო კვარა გამოიყვანეს. ანუ რა გამოდის? ისევ კვარას აეკიდა ლიდერის ტვირთი. მიქაუტაძე რომ გამოეყვანათ ან წიტაიშვილი რამოხდებოდა? ვინმეზე ნაკლებად შეასრულებდნენ?
არ გამოდის მაინც ერთის გამორჩევის გარეშე არაფერი რააა...
Thomas
01:26 01-06-2022
3
Odalaa shen fexburtiss azrzee arxar rocaa kankavazee mase idzaxi
Nakrebis gulshematkivari
00:31 01-06-2022
0

სიახლეები პოპულარული