სანიოლი: ივნისის ოთხივე მატჩის მოგების გეგმა მაქვს!

AutoSharing Option
გიბრალტართან ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

"ქვილითაია და ოქრიაშვილი სიაში იყვნენ. ისინი მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ თითოეული ფეხბურთელის როლი დიდია. მე მჯერა მათი, ისინი მოახლოებული მატჩებისთვის ფიზიკურად ბოლომდე მზად იქნებიან.

არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე გამოვცადეთ, გუნდში კარგი ატმოსფეროა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თანამედროვე ფეხბურთში სუსტი მეტოქე აღარ არსებობს, თითოეული ნაკრები ბევრს მუშაობს და სერიოზულ მეტოქეებად ჩამოყალიბდნენ. ეს მოტივაციას ზრდის და ყველა თამაშისთვის შესაბამისი განწყობა გვექნება.

მოკლე დროში ამდენი მატჩი იოლი არ იქნება. ვიმედოვნებ, რომ თავის გამოჩენის შესაძლებლობა ყველას ექნება. ახლა სრულად ვართ გადართულნი გიბრალტართან თამაშზე და არ მსურს, ბულგარეთზე ვისაუბრო.

6 დღეა ვვარჯიშობთ. დასაწყისში, ფიზიკური მომზადების კუთხით განსხვავება იყო. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ და მოთამაშეების მხრიდან კარგი უკუკავშირია. ჩემი მოთამაშეების მომზადებით სრულიად კმაყოფილი ვარ. ჩვენ 4 თამაში გვაქვს. შესაძლოა, ხვალ სასტარტოში იყვნენ, შემდეგ კი ტრიბუნაზე აღმოჩნდნენ. ეს თითოეული მათგანის მნიშვნელობას ხაზს უსვამს. მთავარია, ის 11 ფეხბურთელი, რომლებიც სასტარტოში ითამაშებენ, ბოლომდე მზად იყოს.

ჩვენ, შესაძლოა, გარკვეული გეგმა გვქონდეს, თუმცა შეუძლებელია, ზუსტად განვსაზღვროთ, ვინ რომელ შეხვედრაში ითამაშებს. ფეხბურთი მხოლოდ თეორია არაა, ის პერფორმანსია.

მე მაქვს გეგმა, მოვიგო ივნისის ოთხივე შეხვედრა.

როგორც უკვე აღვნიშნე, კონკრეტული გეგმის არსებობა რთულია, რადგან ეს ზოგჯერ არ მუშაობს.

ხანდახან გამოძახებისას ფეხბურთელის წინა მდგომარეობას ვითვალისწინებთ. ასე იყო კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის შემთხვევაში. ვიცით, რამდენი წუთით შეგვიძლია მათი დატვირთვა. მე მჯერა ამ ფეხბურთელების, მათ წარმატებაში თავიანთი როლის შესრულება შეუძლიათ, დანარჩენი კი მატჩებში გამოჩნდება.

იყო ფაქტორები, რომლებზეც მუშაობა მიქაუტაძეს სჭირდებოდა. არასწორი იქნება, რომ ის მეოთხე შეხვედრისთვის შემოვინახო, პირიქით, წუთები და მოტივაცია სჭირდება და აუცილებლად მიიღებს.

რაც შეეხება 2 გასვლით მატჩს, სასიამოვნოა, რომ ამ ქვეყნებს მოკლე გზა აკავშირებთ, სხვას ვერაფერს ვიტყვი. ჩვენ დაგვჭირდება სწრაფვა და მოქნილობა. საკუთარი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და არ ვუყუროთ დროს, თუ რამდენია გასული.

ის, თუ რა ამბიციით დავიწყებთ თამაშს, ამას დიდი მნიშვნელობა ექნება".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ხვიჩას არ დააყენებს და წააგებს! "იძახე მერე უშანგი! უშანგი" სამწუხაროდ ეგრეა, როდესაც კლუბის და ნაკრების ბედს, ერთ კაცზე ტოვებ.
კოტე
16:35 02-06-2022
4
სანიოლი მაგარი ზულიკია ხაპავს ყველა სვენ გვატყუებს პიპი პოპო
kaka
15:20 02-06-2022
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული