საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა, მაგრამ მისი დასკვნითი ნაწილი წარმატებული გამოუვიდა. ამხანაგური მატჩების ჩათვლით, "ჯვაროსნებს" მშვენიერი სერია აქვს.
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი მცველი ვილი სანიოლი, რომელიც საქართველოს ეროვნულ გუნდს გასული წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობს, იმედოვნებს, რომ მისი გუნდი "ერთა ლიგის" კამპანიას წარმატებით
ქართველებმა "ერთა ლიგის" C დივიზიონის წინა გათამაშებაში ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს - სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის შემდეგ. მათ ექვსი შეხვედრიდან 4 ფრედ დაასრულეს.
სანიოლი გიბრალტართან გახსნით მატჩში წარმატებაში დარწმუნებულია, რადგან ისინი წინა ოთხი დაპირისპირებიდან ყველაში დაამარცხეს, საერთო ანგარიშით 13:2.
გიბრალტარი C ლიგის D დივიზიონში მას შემდეგ ასპარეზობს, რაც წინა სეზონში დაწინაურდა - ლიხტენშტაინისა და სან-მარინოს წინააღმდეგ ორი გამარჯვებით და ამდენივე ფრით. ხულიო ცეზარ რიბასის გუნდმა ვერ შეძლო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციის დაძლევა, ისინი ორი ევროპული ნაკრებიდან ერთ-ერთი იყვნენ (სან-მარინოსთან ერთად), რომელიც 10-ვე საკვალიფიკაციო მატჩში დამარცხდა.
სტუმრები ხუთშაბათს საქართველოში ითამაშებენ და წარმატების მიღწევას ეცდებიან, როცა ბოლო 17 საერთაშორისო მატჩიდან მათ მხოლოდ შვიდი ქულა მოიპოვეს.
გამოცდილი მცველი გურამ კაშია ცენტრალურ მცველად ლაშა დვალის პარტნიორობას აპირებს და მათ უკანა ოთხეულში შესაძლოა, ოთარ კაკაბაძე და გურამ გიორბელიძე შეუერთდნენ.
ვარსკვლავური გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც შარშან შვედეთთან (2:0) დუბლი შეასრულა, სავარაუდოდ, ადგილს მარცხენა ფლანგზე შეინარჩუნებს, ხოლო საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი და ბუდუ ზივზივაძე ასევე ბოლო მესამედში ითამაშებენ.
რაც შეეხება გიბრალტარს, რიბასს აქვს 5-3-2 ფორმირება. 39 წლის კაპიტანი როი ჩიპოლინა, სავარაუდოდ, სკოტ ვაისმანთან და აიმენ მუელჰისთან ერთად, ცენტრალურ მცველად დაიწყებს.
შეტევაში მთავარი 40 წლის ლი კასკიარო იქნება.
საქართველოს სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა:
ლორია; კაკაბაძე, დვალი, კაშია, გიორბელიძე; ლობჟანიძე, აბურჯანია, კვეკვესკირი, კვარაცხელია; დავითაშვილი; ზივზივაძე.
გიბრალტარის შესაძლო სასტარტო შემადგენლობა:
კოულინგი; სერჟანტი, რ. ჩიპოლინა, ვაისმენი, მუელჰი, ბრიტო; უოკერი, ტორილა, ერნანდესი; კასიარო, დე ბარი.
პროგნოზი - საქართველო 3-0 გიბრალტარი
ფიფას მსოფლიო რეიტინგში საქართველოს (85-ე) და გიბრალტარის (203-ე) ადგილების გათვალისწინებით, ხუთშაბათის შეჯიბრების ფავორიტებად მასპინძლები ჩაითვლებიან.
საქართველომ წინა ოთხ შეხვედრაში გიბრალტარი კომფორტულად დაამარცხა და თბილისში გამარჯვების პრობლემა არც ახლა უნდა ჰქონდეს.
მომზადებულია SportsMole-ის მიხედვით
რომელიმეს იქნებ მიგვაჩვიოთ, რომ ჩვენი ფორმა ვიცოდეთ რომელია. მეტი აღარ შეცვალოთ ფორმა!