9 მიზეზი 9-ში - რატომ უნდა დაამარცხოს საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია?

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივრები ჩრდ. მაკედონიასთან შეხვედრას დიდი მოლოდინით ელიან, რადგან წარმატებული სერია გვაქვს, გუნდში კარგი განწყობაა და თანაც, ამ ქვეყნის ნაკრებზე გაბრაზებულები ვართ - ევროპის ჩემპიონატის საგზური წაგვართვეს და შემდეგ მათმა ფეხბურთელებმა "დინამო არენის" გასახდელში ეს საკმაოდ პროვოკაციულად აღნიშნეს.

დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ, მაგრამ შეგვიძლია ევროპის მომავალი ჩემპიონატისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ.

სატურნირო თვალსაზრისით, ფრე ცუდი შედეგი არ უნდა იყოს, თუმცა მადის და ჭამის ამბავი მოგეხსენებათ და გამარჯვებაზეც ვფიქრობთ, რაც ჯგუფის მოგებისკენ უდიდეს ნაბიჯს გადაგვადგმევინებს.

გთავაზობთ 9 მიზეზს, თუ რატომ შეგვიძლია 9
ივნისს გავიმარჯვოთ:

1. ატმოსფერო

შემჭიდროებულ კალენდარზე ბევრი კი ვიწუწუნეთ, თანაც ივნისში ჩატარებულ თამაშებში კარგი გამოცდილება არ გვქონდა, მაგრამ ეს გრაფიკი გარკვეული გაგებით უკეთესი აღმოჩნდა. მთავარია, ბოლომდე სწორად გამოვიყენოთ.

საქართველოს ნაკრები ახლა ერთიანი, შეკრული გუნდია. ჩანს, რომ ბიჭები კარგ ხასიათზე არიან და ამ აღმაფრენით 4 მატჩის ჩატარებას კარგ შედეგებამდე უნდა მივყავდეთ.

წარმოვიდგინოთ, მესამე ტური სექტემბერში რომ ყოფილიყო, არავინ იცის, როგორ ფორმაში შევხვდებოდით, რამდენად დიდი იქნებოდა საკადრო დანაკლისი და ა.შ.

2. წარმატებული სერია

საქართველოს ნაკრები ოქტომბრის შემდეგ პროგრესირებს, წარმატებული და წაუგებელი სერია აქვს. ყველაფერი ეს თავდაჯერებას ზრდის და მოთამაშეებს უფრო მეტად სწამთ, რომ მიზანს შეასრულებენ.

3. მთავარი მწვრთნელი

ვილი სანიოლმა იდეალურ განლაგებას მიაგნო, ამავდროულად კი, თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობები ბოლომდე გაითავისა. "ჯვაროსნებს" წვრთნის სპეციალისტი, რომელსაც დასამტკიცებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს და ევროპის ჩემპიონატზე გასვლით სერიოზული შედეგის შესრულება შეუძლია, ეს კი ჩვენი ნაკრებისთვის დამატებითი ფაქტორია.

4. როტაცია

ასეთი კალენდრის პირობებში, თითოეულ პოზიციაზე 2 ფეხბურთელის მოაზრება მნიშვნელოვანია. საქართველოს ნაკრებში ახლა, ფაქტობრივად, ყველა ის მოთამაშეა, რომლებიც მთავარ მწვრთნელს სურდა და ეს კონკურენცია გუნდს მხოლოდ აძლიერებს და გარკვეული ქვედინებები, რაც აურას გააუარესებს, გამორიცხულია.

Sportall.Ge

5. ხვიჩა კვარაცხელია

საქარველოს ნაკრების ლიდერი ახლა ძალიან კარგ ფორმაშია და ამავდროულად, მოტივირებულია. ხვიჩას მიმართ დიდი ინტერესია, განსაკუთრებით, იტალიაში და ეს მისთვის დამატებითი მოტივაციაა, ისევე, როგორც ზემოხსენებულ ფინალში (სადაც ვერ მონაწილეობდა) მარცხი.

გასული "ერთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე მაკედონიელებმა კარგად ნახეს, ხვიჩას რა შეუძლია, როცა მათ კარში მშვენიერი გოლი გაიტანა და სიფრთხილეს ახლაც გამოიჩენენ. კვარაცხელიას გაჩერება რთულია, ამავდროულად კი, სივრცეები სხვა მოთამაშეებსაც ეხსნებათ.

Sportall.Ge

6. მოტივაცია

მართალია, სანიოლმა თქვა, რომ ის დრამატული ფინალი მისი ხელმძღვანელობით არ ყოფილა, მაგრამ ფეხბურთელებს, მით უმეტეს მათ, ვინც მაშინ თამაშობდა, განსაკუთრებული მოტივაცია ექნებათ. ნიკა კვეკვესკირის ცრემლების დავიწყება შეუძლებელია.

შესაბამისად, მეტოქის მისსავე მოედანზე დამარცხება და ამით მომავალ ევროპირველობასთან დაახლოება მნიშვნელოვანი მოტივაციის წყაროა.


7. წარმატებული "ერთა ლიგაზე"

ფაქტია, საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირზე თამაში ეხერხება. ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთ შეხვედრაში, სომხეთის ნაკრებთან (1:2) დავმარცხდით. მომავალ მეტოქესთან წაგებულ ფინალს შევეხეთ, გასულ ტურნირზე კი ჩრდ. მაკედონიასთან ორივე მატჩში ფრედ (1:1) ვითამაშეთ. თბილისში, ძლიერი წვიმის თანხლებით, მათ გაუმართლათ და ქულა ჩვენი უპატიებელი შეცდომით მოიპოვეს.

"ჯვაროსნებს" შეუძლია, "ერთა ლიგა" კიდევ უფრო "საჩვენო" ტურნირად აქციოს.

Sportall.Ge

8. ფორვარდები კარგ ფორმაში

მაკედონიელებმა გიბრალტარს მხოლოდ 2 გოლი გაუტანეს, ბულგარეთს კი - 1. ამ დროს ვილი სანიოლის გუნდის ანგარიშზე 9 შედეგიანი დარტყმაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შეტევები ახლა მეტოქეზე მეტად სახიფათოა და გოლის გატანის გზებს საქართველოს ნაკრები უფრო მარტივად პოულობს.

9. პანდევის წასვლა

წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ჩრდ. მაკედონიის ნაკრებში უმნიშვნელოვანესი საკადრო ცვლილება მოხდა - გორან პანდევმა სანაკრებო კარიერა დაასრულა და ჩვენ წინააღმდეგ აღარ ითამაშებს, ეს კი საქართველოს ნაკრების შანსებს ზრდის - გამოცდილი ფეხბურთელი მათი წამყვანი ძალა იყო როგორც ფინალში, ასევე მომდევნო დაპირისპირებებში.

altმატჩის დღე - კარგ ფორმაში მყოფ საქართველოს უნდა სწამდეს!

მკითხველის კომენტარები / 43 /
ახლა დაწერეთ 12 მიზეზი, თუ რატომაც უნდა დავამარცხოთ 12-ში ბულგარეთი :-))))))
buba
10 ივნისი 2022 20:00
1
1. ის რო ყველამ დაინახოს ეს შემთხვევითობა არაა და ძალიან კარგ ფორმაში ვართ.
2. ის რო მწრვთნელმა შეძლო დაბალანსება ძალიან კარგად ნაკრების.
3. ის რო არავის უსმენს მწვრთნელი და შემადგენლობას თავად აყენებს და პრიორიტეტი არაა არავინ.
4. ის რო ხვიყას არსებობამ და ენთუზიაზმა სხვა სტიმული შემატა ნაკრებს.
5. ის რო კაშია აბალანსებს ძალიან კარგად დაცვას და სტაბილურს ხდის.
6. ის რო ტაქტიკა სწორად იყო შერჩეული ყველა თამაშზე.
7. ის რო მეკარის პრობლემა აღარ გვაქვს და შეგვიძლია ერთს კი არა ორ ძალიან კარგი მეკარის იმედზე ვიყოთ.
8. ის რო ძალების გადანაწილება სწორად მოვახერხეთ.
9. ის რო სანიოლმა ყველა დაარწმუნა თავის ძალებში და მნიშვნელობაში, რომ საჭიროა ქვეყნისთვის და გუნდისთვის.
10. ის რო ასეთი წარმატებული ჩვენი თამაში უკვე შიშს გვრის მოწინააღმდეგეს და გვიფრთხის ყველა.
11. ის რო ქართველ ხალხს ძალიან უყვარს ფეხბურთი და 12 მოთამაშე ვართ.
12. ის რო სტადიონი სულ სავსე დახვდებათ ჩვენს დასაფასებელ ფეხბურთელებს და სტუმრადაც კი ქართველი ხალხის ყიჟინი უფრო ისმის ვიდრე ადგილობრივის. წარმატება და წინსვლა ბიჭებო!!!
დათო
11 ივნისი 2022 02:22
0
არასოდეს შეგვეშინდეს სახელოვანი გუნდების და არასოდეს ავიგდოთ სუსტი გუნდები.ოქრო წესია-ყოველთვის უნდა ვიყოთ თავდაჯერებულები და არასოდეს გაბღენძილები!
თამაზი
10 ივნისი 2022 02:51
0
მთავარი მიზეზი გუნდში არსებული ერთსულოვანი ატმოსფეროა ასეთი შეკრული ნაკრები არსდროს ყოფილა და მენტალიტეტი დამთვრდა ის გაბინძღვები და ზემოდან ყურება ყველაზე მაგარ ის არი რომ გუნდის ლიდერი ალალი პატიოსანი სუფთა გულის ბიჭია და თავშიც არ აუვარდება ისეთი ოჯახიდან მოდის( საერთოდ არ ვიცნობ არცერთ ოჯახის წევრს მხოლოდდამხოლოდ საქციელებიდან გამომდინარე ვასკვნი) ყველას დიდი მადლობა თითოეულ ფეხბურთეკს უმთავრესი გაითავისეთ რამხელა ბედნიერებაა საკუთარ ერს წარმოადგენდე და ხალხს უანგაროდ უყვარდე უფალი გფარავდეთ ყველას. წარმატებები
კახა
10 ივნისი 2022 01:48
0
რა მაგარი ბიჭი ხარ კვარა!
!!
10 ივნისი 2022 00:30
0
https://m.youtube.com/watch?v=ak1lY-s8lp0
Haaland
09 ივნისი 2022 22:10
0
რამდენი ვეძებე მაივიდეოზე, პირველ არხზე, ფბ ზე((( იუტუბი არ ვიცოდი
რეზო
09 ივნისი 2022 20:59
1
ლინკი ჩააგდეთ YouTube, გთხოვთ
American
09 ივნისი 2022 20:46
0
მათ ვინც საზღვარგარეთაა Youtube_ზე პირველი არხი მოძებნე და იქ იქნება ლაივი სადაც შეძლებთ მაკედონიის წაგების ნახვას))
შავი კაცი
09 ივნისი 2022 20:18
0
Yutub -ზე ,გადის პირდაპირი ტრანსლაცია
დავითი
09 ივნისი 2022 20:11
0
ბოლომდე იბრძოლეთ და აუცილებლად დაგიფასებთ გულშემატკივარი!
რა ნელა გადის დრო
Winter
09 ივნისი 2022 20:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული