გოლგაუშვებლად მოგიგებთო და საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია გაანადგურა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ჩრდილოეთი მაკედონია 3:0 დაამარცხა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩთან შედარებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა, სტრატეგია და ტაქტიკა კი იგივე დატოვა. გუნდებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, გამწვავებას ერიდებოდნენ. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ ძლიერი დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთს მეკარე დაეუფლა. აქედან მოყოლებული, უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და შემოგვიტიეს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდა. 31-ე წუთზე შორიდან დავითაშვილის დარტყმული ბურთი დიმიტრიევსკიმ მოიგერია და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ
მაკედონიელები ცოტა ხანი ისევ ფლობდნენ ინიციატივას. საქართველოს ნაკრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. ჯერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ხოჭოლავამ მცველებს დაასწრო და ბურთი თავურით მიზანს ოდნავ ააცილა, შემდეგ კი წიტაიშვილის გადაცემულ ბურთს ზივივაძემ მოწინააღმდეგის კარში მიუჩინა ადგილი. 62-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან თითქოს ზარბაზნიდან გაისროლა და ანგარიში გაზარდა. 84-ეზე უკვე კიტეიშვილმაც დალაშქრა დიმიტრიევსკის კარი, რომელიც გოლგაუშვებლად დამარცხებით გვემუქრებოდა და ისევ მოვიგეთ. ისევ დიდი ანგარიშით.

სანიოლის გუნდმა ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა (ბურთების შეფარდება 12:2), უშუალო კონკურენტი ჩრდილოეთი მაკედონია უკვე 5 ქულით ჩამოიტოვა, 12 ივნისს ბულგარეთს უმასპინძლებს და ამის და დარჩენილი კალენდრის გათვალისწინებით, მიზნის მიღწევისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

სკოპიე. „პროესკი არენა“
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 0:3
გოლები: 0:1 ზივზივაძე (52), 0:2 კვარაცხელია (62) 0:3 კიტეიშვილი (84)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ჩურლინოვი, დ. ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი (ტოდოროსკი 79), ელმასი, სპიროვსკი (მიოვსკი 71), ბარდი, აშკოვსკი, მ. რისტოვსკი (ბაბუნსკი 71), ტრაიკოვსკი (ნიკოლოვი 60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე (ყაზაიშვილი 83), აბურჯანია (კიტეიშვილი 61), კვეკვესკირი, წიტაიშვილი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი 71), კვარაცხელია (ლობჟანიძე 83), ზივზივაძე (მიქაუტაძე 71)

მკითხველის კომენტარები / 196 /
პირველი არხი ჩვენი ფულით იღებთ ხელფასებს და მაინც რეკლამაზე ხართ დაგეშილი!!! თამაში დამთავრებული არ არის რო წყვეტთ ტრანსლაციას, დატოვეთ ხოლმე კადრი კიდევ რამოდენიმე წუთი და ბოლომდე მიგვაღებინეთ ჩვენც მოგებით გამოწვეული სიამოვნება!!! დიდებული საღამო იყო!!! გილოცავთ ყველას!!!
abe
10 ივნისი 2022 01:03
1
ნახეთ ჩემი კომენტარები. 0:3 და 0:5 ვვარაუდობდი. მგონი ვერ გამოვიცანი:დდდ მადლობა ბიჭებს ამ თავდადებისთვის და ყოველი სანთიმეტრისთვის ბრძოლისთვის. მადლობა სანიოლს. ღმერთი ჩვენსკენ. ყველაზე რთული მატჩი 12 ში გველოდება და უნდა მოვიგოთ ყველაფრის ფასად.
roma bejanidze
10 ივნისი 2022 01:03
0
ძალიან ბედნიერი ვარ და რამდენია ჩემსავით ეხლა ვინ მოთვლის! მადლობა ჩვენს ბიჭებს ამ დიდი სიხარულისათვის და განსაკუთრებული მადლობა ვილი სანიოლს, კაცი რომელმაც გუნდი ერთ მუშტად შეკრა და ერთ ოჯახად გადააქცია.ბრავო!!!
თომა
10 ივნისი 2022 01:03
0
ყოჩაღ ბიჭებო.ესე ერთი და სხვა მრავალი.....
კახა ქ.
10 ივნისი 2022 01:02
0
თქვენი არ ვიცი და მე კაი 30 წლით გავახალგაზრდავდი... არადა, მეტითაც შეიძლებოდა...
დდდ
10 ივნისი 2022 01:02
0
დმიტრიევსკი გამოიძრეეეეეეეეეეეეეეე
შაკო
10 ივნისი 2022 01:01
0
არ ვართ ევროკავშირის კანდიდატობის ღირსი?
ამო
10 ივნისი 2022 01:01
0
გენაცვალეთ ბიჭებო!!! მადლობა ამ სიხარულისთვის!!! გვიყვარხართ მთელს საქართველოს!!!ვილი ჩვენია !!მადლბა!!
გიორგი
10 ივნისი 2022 01:00
1
ხვედელიდძე დაცვას მიხედე დაცვას
aleko
10 ივნისი 2022 01:00
1
კი ბიჭები ყველაფერს დებენ და თაობაც უკეთესია მაგრამ ესაა ძმებო მწვრტნელი. გუნდიც გაიცნო, ტაქტიკაც იპოვა, ფეხბურთელების მოტივირებასაც ახდენს. ცვლილებებიც იცის. რამდენი გოლი გაიტანეს სეცვლაზე შემოსულებმა?
მინდია
10 ივნისი 2022 01:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული