გოლგაუშვებლად მოგიგებთო და საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია გაანადგურა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ჩრდილოეთი მაკედონია 3:0 დაამარცხა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩთან შედარებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა, სტრატეგია და ტაქტიკა კი იგივე დატოვა. გუნდებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, გამწვავებას ერიდებოდნენ. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ ძლიერი დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთს მეკარე დაეუფლა. აქედან მოყოლებული, უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და შემოგვიტიეს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდა. 31-ე წუთზე შორიდან დავითაშვილის დარტყმული ბურთი დიმიტრიევსკიმ მოიგერია და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ
მაკედონიელები ცოტა ხანი ისევ ფლობდნენ ინიციატივას. საქართველოს ნაკრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. ჯერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ხოჭოლავამ მცველებს დაასწრო და ბურთი თავურით მიზანს ოდნავ ააცილა, შემდეგ კი წიტაიშვილის გადაცემულ ბურთს ზივივაძემ მოწინააღმდეგის კარში მიუჩინა ადგილი. 62-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან თითქოს ზარბაზნიდან გაისროლა და ანგარიში გაზარდა. 84-ეზე უკვე კიტეიშვილმაც დალაშქრა დიმიტრიევსკის კარი, რომელიც გოლგაუშვებლად დამარცხებით გვემუქრებოდა და ისევ მოვიგეთ. ისევ დიდი ანგარიშით.

სანიოლის გუნდმა ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა (ბურთების შეფარდება 12:2), უშუალო კონკურენტი ჩრდილოეთი მაკედონია უკვე 5 ქულით ჩამოიტოვა, 12 ივნისს ბულგარეთს უმასპინძლებს და ამის და დარჩენილი კალენდრის გათვალისწინებით, მიზნის მიღწევისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

სკოპიე. „პროესკი არენა“
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 0:3
გოლები: 0:1 ზივზივაძე (52), 0:2 კვარაცხელია (62) 0:3 კიტეიშვილი (84)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ჩურლინოვი, დ. ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი (ტოდოროსკი 79), ელმასი, სპიროვსკი (მიოვსკი 71), ბარდი, აშკოვსკი, მ. რისტოვსკი (ბაბუნსკი 71), ტრაიკოვსკი (ნიკოლოვი 60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე (ყაზაიშვილი 83), აბურჯანია (კიტეიშვილი 61), კვეკვესკირი, წიტაიშვილი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი 71), კვარაცხელია (ლობჟანიძე 83), ზივზივაძე (მიქაუტაძე 71)

მკითხველის კომენტარები / 196 /
მოსაწონი და აღსანიშნავია, რომ შეტევისას არ ხარბობენ (ფეხბურთის ენაზე ღორობას რომ ქვია). ძალიან სასიამოვნო საყურებელია როგორ აწვდიან ბურთს უკეთეს პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს. ამ მომენტში პასის მიმცემს უფრო მეტი ქება ეკუთვნის, ვიდრე გამტანს. ყველანი საუკეთესოები ხართ, სულ გამარჯვებით გევლოთ!
ნიკოლოზი
10 ივნისი 2022 12:16
0
წარმატებები საქართვე;ლოს ნაკრებს. საუკეთესო ნაკრებია დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში.დისლაიქებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. როგორც კი უარყოფითად მოიხსენირს ფედერაცია, გამოხტა და დაწერა 40 დისლაიქი. რა ქნას საწყალმა, აპრავებს უფროსობას, მაგაში უხდიან ფულს. ირონიით შეხედეთ.
საქართველო
10 ივნისი 2022 11:59
5
მაშინ არ გვყავდა კიტეიშვილი, კვარაცხალია... და წავაგეთ მათთან საქართველოში...
ეხლა გვყავდა კიტეიშვილი, კვარაცხელია... და გავანადგურეთ ისინი მათსავე მოედანზე...
მადლობა საქართველოს ნაკრებს, მადლობა თითოეულს!!! რომ არა თქვენ თითოეული: ვერც კიტე და ვერც კვარა თამაშს მარტო ვერ მოიგებდა!
იქნებ თქვენი შემხედვარე: საქმისადმი სწორი და "ეროვნული" მიდგომით საქართველოსაც ეშველოს)! დავფიქრდეთ ამაზეც!!!



თემური
10 ივნისი 2022 11:44
1
ბევრმა გამაკრიტიკა და "გურული"-მ ეიფორიაში ვარდებიო.რაც ვთქვი ყველაფერი ისე ახდა. ანგარიშიც და შემადგენლობაც, მეკარე პირველ რიგში. ბევრს ეგონა ,ლორია იქნებოდა. ვილი პროფესიონალურად უდგება საქმეს, აქ დამსახურებით ხვდება ხალხი, ნუ ცოტა შეიძლება ვაპატიოთ, მაგრამ მხოლოდ უმნიშვნელო. მხოლოდ მამუჩაშვილის თამაში და ჩაკვეს არ დაყენება ვერ გავთვალე. გამაოცა კვერკველიას კარგმა თამაშმა, ფაქტიურად შეცდომა არ დაუშვია. დიდი სამუშაო გასწია კვეკვესკირმა, ძალიან დიდი. თვალშისაცემი იყო დავითაშვილი და წიტაიშვილი. აბუმ მაგარი პირველი ტაიმი ჩაატარა, ძალიან მომატებული აქვს, მაგრამ დაღლა დაეტყო. მან დიდი ენერგია შეალია წინა თამაშებს. ხოჭოლავას ყოჩაღ, დიდი სამუშაო გასწია. ბუდუ კარგია, მაგრამ ფიზიკა აშკარად არ ყოფნის, არც სისწრაფე და ამაზე მაგრად უნდა იმუშაოს,, წონა დააგდოს და ივარჯიშოს, კროსები და რამე. ვილიმ გამაოცა, საბას და აზაროვს, ან ლობჟანას თუ არ ათამაშებდა, ნამდვილად არ მეგონა, მაგრამ მაგით მოიგო სწორედ, დააბნია მეტოქე. ესაა ტაქტიკა სტრატეგია. და წიტაიშვილი, კვეკვესკირი და დავითაშვილი დაცვას უზადოდ ეხმარებოდნენ, ცენტრმცველებიც მაგრა იდგნენ. კაკაბაძემ მემგონი, შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშა და საბედნიეროდ შეცდომა არ დაუშვია, თუმცა ამის შეგრძნება იყო. სწორედ მის ფლანგზე იო მთავარი შეტევა. ყოჩაღ, თუმცა საბაც კარგად აზღვევდა. და მაინც დაცვას რაღაც აკლია. მამარდამ დაამტკიცა მისი მაღალი კლასი და ის, რომ დღეს ისაა მთავარი მეკარე.ხვიჩაზე არც ვისაუბრებ, მან ნაპოლიში გადასვლით თქვა სათქმელი. ესაა მწვრთნელი. აი, რა ხდება ,როცა გუნდში, გვარსახელები კი არა, არამედ სათამასო პრაქტიკის მქონე ბიჭები თამაშობენ. ასევე, ეს მოგებები იმის დიდი დამსახურებაცაა, რომ გუნდში ყველა რგოლი დაკომპლექტებულია შემქმნელი ფეხბურთელებით. ვინ წარმოადგენდა ვაისის ბირთვს და მთავარ კაცს? ჯაბა, რომელიც აფერხებდა ყველაფერს და მხოლოდ მის სტილს კარნახობდა გუნდს, ოქრიც იგივე, დაცვაც მხოლოდ ჩამშლელები იყვნენ, ამიტომ იყო გუნდი დანაწევრებული და გაწყვეტილი. ნუთუ ასე ძნელი მისახვედრი იყო ეს. გახარებული ვარ ნამდვილად. ყოჩაღ ვილი და ყოჩარ ფედერაციას, რომ დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიხვდა, რომ ბოლობოლო, გუნდში დამსახურებით უნდა მოხვდნენ და არა სხვა სენტიმენტებით და ან უსახური ვითომ მაფიოზობით. მადლობა ყველას ამ სიამოვნებისთვის. გაიხარეთ და გამახარეთ. ახლა ჩვენი დროა.
ლევან მაღლაკელიძე
10 ივნისი 2022 11:40
1
როცა ჩვენს ნაკრებში დაცვაში სტაბილურად ვთამაშობთ, ის თამაშები საუკეთესოდ გამოგვდის. ყურადღება მიაქციეთ კვირკველია როცა თამაშობს ყველა თამაში კარგად გამოგვდის შეუცვლელია დღეს ნაკრებში. მადლობა ბიჭებს ამ თამაშებისთვის.
semi
10 ივნისი 2022 11:27
1
"გივი" ვაი შენს პატრონს გახსოვს ის დრო როცა ეგეთ წასისინებას ვერ გაბედავდი და ვერც იოცნებებდი რადგან არავინ დაობდა რომ კვერკველია რუსეთში საუკეთესო იყო ჩემპიონიც ხდებოდა ყველაფერი მოიგო და ინგლისის პრემიერლიგის კლუბებიდან წინადადებებს იღებდა როცა ტრამვის მერე უსამართლოდ ამოაგდეს ძირითადიდან გუნდიდან გააგდეს და ასეთ ფეხბურთელზე ასეთ პიროვნებაზე ცინიკოსობას ბედავ საცოდავიო იძახი თან იმის მერე რაც ნაკრებში მაგარი თამაში ჩაატარა შენ ქართველი ხარ მაგას პრიმატი რუსის გარდა არავინ დაწერს ეხლა თან ესეთი სუფთა სწერვა რუსული მანერით სტF წატი შ**** ით თქვენი მენტალიტეტის ტყVN@ ეხლა იწყება
Stf
10 ივნისი 2022 13:28
2
საცოდავი კვირკველია როგორც კი მივიდა ხარკოვის "მეტალისტ 1925"-ში მის მერე ყველა მატჩი წააგო მეტალისტმა, აქედან ყოველი მეორე საბას სინდისზე იყო , ეს ისე, ცნობისათვის,,,,
გივი
10 ივნისი 2022 11:42
38
ნამდვილად კარგი იყო, ვულოცავ ბიჭებს! იგრძნობა გუნდურობა და მოედნი უკეთესი ხედვადა ფიზიკაც მომატებულია აშკარად, ასე გააგრძელეთ!
კობა
10 ივნისი 2022 11:25
1
წლების განმავლობაში ასე ჩვენ გვიგებდნენ, თითქოს ბურთს ვაგორავებდით მთელი თამაში, მაგრამ ერთი-ორი შეტევა და 3-0 ვაგებდით. თურმე რა სასიამოვნო ყოფილა, შენი ნაკრები როცა თამაშობს ასე. არ ვიცი ზოგადად მაკედონიასა და ჩვენს შორის მართლა ამხელა სხვაობაა თუ არა, მაგრამ ობიექტურ მაყურებელს რომ ენახა გუშინ თამაში, დაასკვნიდა, რომ გაცილებით მაღალი კლასის გუნდმა მარტივად და კლასიკურ სტილში მოუგო მეორე გუნდს. მაკედონიელების მწვრთნელი კი იძახის, გოლი უნდა გაგვეტანაო, მაგრამ რეალურად არავითარი შანსი არ ჰქონიათ გუშინ, უბრალოდ დაათრევდნენ ბურთს.
დავითი
10 ივნისი 2022 11:05
0
როცა გუნდში კვარაცხელიაა მოწინააღმდეგე დაბნეულია და ამ ნაკრებს დამატებული ფორმაში მყოფი ჩაკვე ნუ მაგის თქმაც არ მინდა .
dato
10 ივნისი 2022 11:04
0
გთხოვთ ამიხსნათ, რა ფორმატი აქვს წელს ერთა ლიგას? დავუშვათ ჯგუფში გავედით პირველ ადგლზე (რაშიც ეჭვი არ მეპარება), მერე რა ხდება? წინასწარ გიხდით მადლობას.
არცოდნა არცოდვაა
10 ივნისი 2022 11:04
0
მერე ის ხდება რომ კიდევ ორი თამაში გვექნება მოსაგები. ჩატარდება წილისყრა და ამას მოჰყვება პლეიოფები (ნახევარფინალი და ფინალი). თუ ვიმარჯვებთ ორივეგან, მაშინ გავალთ ევროპაზე
Fani
10 ივნისი 2022 12:02
0
რა ვთქვა, აღარც კი ვიცი. ბრავოო, ბრავოო და ბრავოო ჩვენს ბიჭებს და ვილის, თავის შტაბთან ერთად! გადაუჭარბებლად ვიტყვი რომ ასე მოთამაშე საქართველოსთან არცერთ წამყვან ნაკრებს არ ელოდება იოლი მატჩი. უფრო მეტიც, მადა ჭამაში მოდისო და უკვე ევროპის შესარჩევშიც მსურს რომ ვაჩვენოთ ჩვენი კლასი! ამ ეტაპზე გრანდებს თუ ვერ ვაჯობებთ, უარეს შემთხვევაში 3-ე ადგილი აუცილებლად უნდა დავიკავოთ.
წარმატებები ჩვენებს და ბოლოს ასე ვიტყვი: აი, რა შეუძლია მის უდიდებულესობა ფეხბურთს - ერის გამთლიანება, სიხარულისა და ბედნიერების მინიჭება
patrioti
10 ივნისი 2022 10:31
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული