გოლგაუშვებლად მოგიგებთო და საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია გაანადგურა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ჩრდილოეთი მაკედონია 3:0 დაამარცხა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩთან შედარებით სასტარტოში ორი ცვლილება განახორციელა, სტრატეგია და ტაქტიკა კი იგივე დატოვა. გუნდებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, გამწვავებას ერიდებოდნენ. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ ძლიერი დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთს მეკარე დაეუფლა. აქედან მოყოლებული, უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და შემოგვიტიეს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდა. 31-ე წუთზე შორიდან დავითაშვილის დარტყმული ბურთი დიმიტრიევსკიმ მოიგერია და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ
მაკედონიელები ცოტა ხანი ისევ ფლობდნენ ინიციატივას. საქართველოს ნაკრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. ჯერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ხოჭოლავამ მცველებს დაასწრო და ბურთი თავურით მიზანს ოდნავ ააცილა, შემდეგ კი წიტაიშვილის გადაცემულ ბურთს ზივივაძემ მოწინააღმდეგის კარში მიუჩინა ადგილი. 62-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან თითქოს ზარბაზნიდან გაისროლა და ანგარიში გაზარდა. 84-ეზე უკვე კიტეიშვილმაც დალაშქრა დიმიტრიევსკის კარი, რომელიც გოლგაუშვებლად დამარცხებით გვემუქრებოდა და ისევ მოვიგეთ. ისევ დიდი ანგარიშით.

სანიოლის გუნდმა ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა (ბურთების შეფარდება 12:2), უშუალო კონკურენტი ჩრდილოეთი მაკედონია უკვე 5 ქულით ჩამოიტოვა, 12 ივნისს ბულგარეთს უმასპინძლებს და ამის და დარჩენილი კალენდრის გათვალისწინებით, მიზნის მიღწევისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

სკოპიე. „პროესკი არენა“
ჩრდ. მაკედონია - საქართველო 0:3
გოლები: 0:1 ზივზივაძე (52), 0:2 კვარაცხელია (62) 0:3 კიტეიშვილი (84)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ჩურლინოვი, დ. ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი (ტოდოროსკი 79), ელმასი, სპიროვსკი (მიოვსკი 71), ბარდი, აშკოვსკი, მ. რისტოვსკი (ბაბუნსკი 71), ტრაიკოვსკი (ნიკოლოვი 60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე (ყაზაიშვილი 83), აბურჯანია (კიტეიშვილი 61), კვეკვესკირი, წიტაიშვილი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი 71), კვარაცხელია (ლობჟანიძე 83), ზივზივაძე (მიქაუტაძე 71)

მკითხველის კომენტარები / 196 /
ახლა მართლა მაკე დონიაა
დააორსულეს!
გურჯი
10 ივნისი 2022 03:12
2
ყველას გილოცავთ გამარჯვებას!!
რამდენი ვინერვიულე, სანამ არ დამთავრდა კიდე არ მჯეროდა. მეგონა დაგვიქამბექებდნენ. რა ბედნიერებაა ასე მოგება, უშანსოდ, მშრალად.
ხვიჩას გოლი იყო სასწაული.
ვინც ამ ბიჭზე ამბობდა ნაკრებში ჩამოსვლა არ უნდაო, ან ომის დაწყებისას სრულიად უაზრობებს უწერდა და გულს ტკენდა, იმ ხალხის მაგივრად მცხვენია.
არასოდეს ვინანებ სულ მარტო რომ ვიცავდი და მეც მიმაყოლეს ბევრჯერ.
ამისთანა ადამიანებს ხელისგულზე უნდა ატარებდეს მთელი ერი.
წარმოიდგინეთ იმ თამაშზე რომ გვყოლოდა, 100% ით გასული ვიყავით. მაშინ 19 წლის იყო და მაინც უდიდესი ძალა იყო გუნდისთვის.
ხალხო სიზმარი მგონია, მართლა ზედიზედ მოვიგეთ, თან გასვლები.
ის ხალხი სადაა, გიბრალტართან მოგების მერე რომ ღლიცინებდნენ.
რამდენი ელოდებოდა და ელოება როდის დაუცდებათ ფეხი.
არ მინდა ახლა ასეთ ხალხზე ვიფიქრო.
ამ გვერდზე სულ კაი ხალხი აკომენტარებს.
ხოდა გილოცავთ ყველას!!
Skeleton
10 ივნისი 2022 02:45
1
ეგეთი ბრიყვების არასოდეს შეგრცხვეს, ხელმოცარული გოიმები, თან საფეხბურთო კომენტატორები რომ სისულეელეებს იძახდნენ ხვიჩაზე ეგ არასდროს დამავიწყდება.
semi
10 ივნისი 2022 11:31
0
- ელჩი გაათრიეთ.
Bidzia.
10 ივნისი 2022 02:44
2
ეჭვიც არ მეპარებოდა,ყველას რომ მოვუგებდით და ასეც იქნება აწიც!მადლობა მართლაც ყველას თან წაყოლილ ქომაგებთან ერთად!რაგბშიც ფრანგმა დაგვაწყებინა წარმატებულად თამაშები.ვილი,ასე გააგრძელე და ყველა ქართველისთვის გახდები საქართველოს საამაყო შ-ვილი!წარმატებები საქართველოს ყველა გუნდს ყველა შეჯიბრებებში და ჩვენს საქართველოს ყველაგან და ყოველთვის!
თამაზი
10 ივნისი 2022 02:33
1
იმათი მეკარე - ფოტიგა თამაშის წინ ამბობდა გოლს არ გავუშვებთო, ხოლო მწვრთნელი ვიოლა კრამონი მაინც თავშეკავებული იყო. დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია! :)
გელსონი
10 ივნისი 2022 02:30
13
ამას რას მოვესწარით, უჯანსაღესს კონკურენციაში, სამ თამაშში, სხვადასხვა შემადგენლობებით, 12 გოლი გავიტანეთ, ბევრად მეტი შეგვეძლო, როესმე რომელიმე ფეხბურთელმა არა სთქვას, რომ ვერ მოვიგეთ მაგრებთანო. საუკეთესო გუნდი გვყავს, ოღონდ როცა ვილის უჯერებენ. მადლობა დიდი ვილი, ფეხბურთის ქვეყანას, ფეხბურთი რომ დაუბრუნე, ბიჭებს ვენაცვალე ჯიგარში...............
???????????????
10 ივნისი 2022 02:29
1
ვაშა!ჩვენ უკვე ფეხბურთს ვთამაშობთ და ესაა მთავარი.გამარჯვებები,კარგ თამაშს მოაქვს და არა ეხბურთელების ტანჯვას,მოედანზე.კი,იგრძნობოდა,რომ მაკედონიელები გულებს იმაგრებდნენ,მაგრამ შეფიქრიანებულები იყვნენ და ეს,თამაშშიც იგრძნობოდა.წლინახევრის წინ,თბილისში რომ წავაგეთ,ჩვენ ვერ გავუძელით ფიზიკურად,დღეს კი,თვითონვე აღიარებენ,ვერ გავუძელითო.მართლაც,ჩვენი მხრიდან,არავინ დაღლილა ისე,რომ ფეხის კრუნჩხვა დასწყებოდა,რაც წინა გათამაშებებიდან კარგად გვახსოვს და რაც მთავარია,შეტევაში დავიწყეთ თამაშის დალაგება,სტანდარტულებიდანაც გავიტანეთ გოლები.ეს ყველაფერი,არველაძეების შემდეგ,მგონი აღარც გვქონია.კიდევ ერთი დიდი სიხარული კვირკველიას თამაშია.დღეს ისეთი იყო,როგორიც მოსკოვის ლოკომოტივში საუკეთესოდ თამაშის პერიოდიდან მახსოვდა.მობილიზებული,სწრაფი და თავგანწირული.მადლობა სანიოლს და გული მეუბნება,რომ ბათუმელებმა სასწრაფოდ უნდა დაიწყონ გუნდისათვის ახალი ფეხბურთელების მოძიება,რადგან ამ ბიჭებს,დიდხანს არავინ დაურჩენთ.დარწმუნებული ვარ,ამ ციკლის შემდეგ,ხვიჩას და მამარდას,კიდევ მიჰყვებიან ძლიერ ლიგებში სხვა ფეხბურთელები.შეუძლებელია, არ შეამჩნიონ მათი პროგრესი.
სოსო
10 ივნისი 2022 02:29
0
რუსები სად არიან არავინ რო არ ეთამაშებათ არ უნდათ დახმარების თითი გავუწოდოთ მოწუწნონ ხვიჩას რო ლანძღავდნენ რამხელა პრეტენზიები ქონდათ არავითარი იტალიაო ეგ არის საქართველოს ჩემპიონატის დონის ფეხბურთელიო ბათუმის ნაპოლიო გრუზინმა ქურდებმა უყიდესო რუსეთის საუკეთესო ახალგაზრდის ტიტული რუბინ მოიკაზე სუფთა ნეიმარს გავსო პროფილშიო და ჯერ კიდე აზრზე არა ხართ რეებს წერდნენ კომენტარებში
Xishti_.
10 ივნისი 2022 02:13
6
რაც ეს ბიჭები დაგვიბრუნდნენ,სხვებიც ისე მაგრად ათამაშდნენ,სულაც აღარ მგონია,რომ საქართველოს დღევანდელი ჩემპიონატი,სუსტია.
სოსო
10 ივნისი 2022 17:07
0
რატომ გამოსახავთ წმინდა გიორგს უკუღმა? ბოლო დროს სულ ასეა... მერამდენედ ვხვდები უკვე მსგავს შემთხვევას... ვინ აკეთებს ამას და რატომ?????
???
10 ივნისი 2022 02:08
17
საქართველოს გერბში როგორცაა, მასეა ამ ლოგოზეც.
Burton
10 ივნისი 2022 02:45
0
მიშას გერბიდან არის დაკოპირებული
.
10 ივნისი 2022 02:35
17
თქვენ გენაცვალეთ, ბიჭებო, დიდი მადლობა ამ სიხარულისთვის. ყოჩაღ, ვილი, რა შეუსრულა... პირველი ტაიმი დაუთმო, ცოტათი დაღალა, ყურადღებაც მოადუნებინა და მეორე ტაიმში გაუხსნა თამაში და შეუსრულა ბოლომდე. ღმერთო რა სიხარული მოგვანიჭეთ, ბიჭებო, ძველი დრო გამახსენდა, დინამო რომ გრგვინავდა და ქუხდა. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას.
ძველი გულშემატკივარი
10 ივნისი 2022 02:03
2
კი !+
100%
10 ივნისი 2022 10:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული