სანიოლი: ამ გუნდს დიდი ამბიციები აქვს - ხვიჩა იტალიაში ტოპი გახდება!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურში გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიას 3:0 სძლია და ჯგუფს 9 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს. ნამატჩევს პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ვიცოდი, ზოგიერთი ფეხბურთელი შეიძლებოდა დაღლილიყო, თუმცა, ბულგარეთთან მატჩთან შედარებით, ბევრი ცვლილება არ განვახორციელე. შესვენებაზე გადავწყვიტე, რომ რაღაცის შეცვლა იყო საჭირო. ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს. მიხარია, რომ 3:0 მოვიგეთ. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ეს ჩინებული შედეგია. მეორე ტაიმში ჩემი ფეხბურთელების თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენმა გულშემატკივრებმა ამოცანის შესრულება გაგვიადვილეს და მათი ძალიან მადლობელი ვარ.

თუ გასულ
წელს გადახედავთ, გვქონდა კარგი და ცუდი პერიოდები. სექტემბერში საშინელი პერიოდი გვქონდა. ძნელი სათქმელია, მაშინ რა შეგვეძლო. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა თავად გადაწყვიტეს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ბრძოლა. ჩემი საქმე მათი მომზადებაა, რათა მოედანზე უკეთესები იყვნენ. ამ გუნდს დიდი ამბიციები აქვს და მჯერა, მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავად იშრომებენ.

კვარაცხელიას შეძენა "ნაპოლიმ" გადაწყვიტა, რაც ნიშნავს, რომ ხარისხი აქვს. ძალიან კარგად თამაშობს და მის გვერდით ასევე კარგი ფეხბურთელები არიან. გუნდში ყველას თავისი ფუნქცია გააჩნია. ვეთანხმები იმ აზრს, რომ ხვიჩა რაღაც განსაკუთრებულია. თქვენ მისი ნამდვილი კლასი არ გინახავთ, ის იტალიაში ტოპ-ფეხბურთელი გახდება.

ძნელი სათქმელია, რა იქნება მომავალში. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ ფორმაში იქნებიან მოთამაშეები. მე შემიძლია ტაქტიკური დავალებები მივცე, თუმცა მათ მაგივრად ვერ ვირბენ და გოლს ვერ გავიტან. ერთი რამ შემიძლია ვთქვა - შემდეგი ნაბიჯის გადადგმა მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი".

მკითხველის კომენტარები / 29 /
ეს გუნდი ნამდვილად იმსახურებს ევროზე თამაშს. მაშინ კი გაგვიჩნდა შანსი, მაგრამ რეალურად ის გუნდი ევროსთვის არ იყო მზად და რაც მოხდა მგონი მარგებელი ჭირივით გვადგება. ეს გუნდი კი უკვე მზადაა კარგ გუნდებთან სათამაშოდ და მოსაგებად. ვილიმ და ახალმა ტაქტიკამ სხვა სიმაღლეზე აიყვანა გუნდი. ახალი ტაქტიკით აღფრთოვანებული ვარ.
გიორგი
10 ივნისი 2022 16:44
0
ასეთი სიამოვნება ყველაფერს ღირს. მოკლედ ბოლომდე რო გჯერა და ბიჭების ამართლებენ. მაგარი კონკურენციაცაა და ეს უფრო მახარებს. ხვიჩა გვყვავს მარგალიტი.
ხაშურა
10 ივნისი 2022 15:40
3
ველოდები ხვიჩას გოლს სტადიო მარადონაზე და ნაპოლის განთქმული კომენტატორი ქომაგის რუპორში ჩაძAხილს ხვიჩააა და ფანების ერთხმად:კვარაცხელიაა
Bacho
10 ივნისი 2022 13:55
1
ნამდვილად არ მჯეროდა სანიოლის როგორც მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელის, ძალიან მიხარია რომ ვცდებოდი!!! გუნდს ნამდვილად დაეტყო მწვრთნრლის ხელი!!! წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
პაატა
10 ივნისი 2022 13:29
1
მეც ეგრე ვიყავი და მეგონა რომ ფედერაცია ძაან ჩაერეოდა სასტავის დალაგებაში, მაგრამ პრინციპული ჩანს, ნუ რაც მთავარია გუნდი გამართულია და სიტუაცია კარგია, მე მგონი ჩვენი ბიჭებიც ნელნელა გავლენ ტოპ ლიგებში სათამაშოდ.
იქნებ წელს ბათუმი ევრო ტურნირების ჯგუფში მოხვდეს.
ზურა
10 ივნისი 2022 15:36
0
echvi aravis shegeparot imashi ro xvicha top pegburtelia da amas daamtkicebs kidevac italiashi.
BARSA
10 ივნისი 2022 12:28
0
41 წლის წინ თამაშიდან-თამაშამდე აღვიქვამდით დროს და გვჯეროდა, რომ "დინამო" გაგვახარებდა, მიუხედავად იმისა თუ ვინ იყო მოწინააღმდეგე, ან ვის მოედანზე იყო თამაში.
ახლაც იგივეს მოლოდინი გაჩნდა და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეს რეალობა გვაჩუქა!
Guja Kakhadze
10 ივნისი 2022 12:20
1
თამაში წიტაიშვილის ზუსტმა გამოზომილმა პასმა გააკეთა.მეორეც გაიმეორა მაგრამ დავითაშვილმა ვერ გაიტანა.ამიტომ საუკეთესო არა კვარა არამედ წიტაიშვილია.
ასეა ეს
10 ივნისი 2022 11:48
5
ხოჭოს პასიც კარგი იყო წიტაიშვილზე.
რრრ
10 ივნისი 2022 12:27
0
კი ტოპ სკამის ფორმას მიიღებს..
სანიოლ-ს
10 ივნისი 2022 11:43
60
მაკედონიის მეკარე გამოდი გიცანე კვერცხო
ბექა
10 ივნისი 2022 17:57
0
მხითარიანს მაინც აჯობებს
mameda
10 ივნისი 2022 15:53
1
ყველა გამოხმაურება
ეს თამაშები არც ნაკრების და არც ხვიჩას მაქსიმუმი არ არის. სანიოლთან ერთად ნაკრებიც იზრდება. გაბღენძილები არ უნდა ვიყოთ, მარა თვითდაჯერებულობის საბაბი ნამდვილად გვაქვს. მჯერა ყველა თამაშს მოვიგებთ ჯგუფში და რა ვქნა დიდ ანგარიშებით მოგებას რომ მივეჩვიე? DDD
G.LA
10 ივნისი 2022 10:54
2
12 ში შენს სახელს ვსკანდირებთ მონ ამი: ვიილი,ვიიილი
გურჯი
10 ივნისი 2022 10:45
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული