სანიოლი: ჩემი ფეხბურთელები უშიშრად თამაშობენ და შედეგიც სახეზეა

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ბულგარეთთან მეოთხე ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ჩვენი ნაკრები მხარდაჭერას უცხადებს ბულგარეთის ნაკრებს და დაშავებულ ფეხბურთელს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

იშვიათი შემთხვევაა, როცა საქართველოს ნაკრებს ასეთი წარმატებული სერია აქვს. ფეხბურთელებმა რთული 2-წლიანი პერიოდი გადაიტანეს - გავიხსენოთ პლეი-ოფის ფინალი მაკედონიასთან, 1:4 მარცხი ბულგარეთთან.

29 მოთამაშიდან საკმაოდ ბევრი გამოვიყენეთ და მათ დავალებები ზედმიწევნით კარგად შეასრულეს. ვარჯიშების დროს სტანდარტული სიტუაციების გამოყენებაზე ვივარჯიშეთ. უნდა აღვნიშნო ფეხბურთელების თავდადება, ისინი უშიშრად თამაშობენ და შედეგიც სახეზეა.

წიტაიშვილით ძალიან კმაყოფილი ვარ, ის
მარცხენა ფლანგზე კარგად თამაშობს, ისევე როგორც აზაროვი და გიორბელიძე - თავის გამოჩენის შესაძლებლობა მათაც მიეცათ.

საკმაოდ დიდი არჩევნი გვაქვს და ეს მახარებს, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ოთარ კიტეიშვილის მაგალითი რომ ავიღოთ, მას ბევრი არ უთამაშია, მაგრამ კარგად გამოიყურებოდა. ჩვენი მთავარი მიზანია, გუნდში არსებული ეს მენტალობა შევინარჩუნოთ.

ადრეც არაერთხელ აღვნიშნე, რომ 3 შესანიშნავი მეკარე გვყავს. მამარდაშვილი "ვალენსიაში" თამაშობს და მისი სასტარტოში დაყენება არანაირ რისკს არ წარმოადგენდა.

აზაროვი ბულგარეთში კარგად გამოიყურებოდა, ჩვენი მთავარი მიზანი ძალების გადანაწილებაა და ირაკლიმ ჩრდ. მაკედონიაში ამის გამო არ ითამაშა.

ყოველთვის ვცდილობ, სამართლიანად მოვიქცე. როცა ასე ხდება, ფეხბურთელებს ჩემი გადაწყვეტილების ესმით. ის ფეხბურთელები, რომლებიც სამივე შეხვედრაში ტრიბუნაზე ისხდნენ, ამ გადაწყვეტილებას გაგებით ეკიდებიან და მონდომება არ აკლიათ. ჩაკვეტაძე მუდმივად იღიმოდა.

რაც შეეხება მიქელთაძეს - ზივზივაძე და მიქაუტაძე კარგ ფორმაში არიან და მას შემადგენლობაში მოხვედრა ამის გამო უჭირს".

მკითხველის კომენტარები / 15 /
სამართლიანობა არის ყველა წარმატების საწინდარი. ვცდილობ სამართლიანი ვიყოო, რადგან ეს გუნდზე დადებითად აისახებაო. ამიტომაც დაიწყო გუნდმა თამაში. იყო სამართლიანობა ვაისას დროს? ან მანამდე? როცა ფეხბურთელს დამსახურების მიხედვით იძახებ და არა საახლობლოთი, ბიჭები აფასებენ ამას, ხვდებიან რომ თუ ითამაშებენ შანსი მიეცემათ, ასე განვითარდა ევროპა და კი ვხედავთ რა ფეხბურთსაც თამაშობენ, რა ქვეყნები აქვთ აშენებული. ესაა განვითარების საფუძველი. ყოჩაღ სანიოლ
ლევან მაღლაკელიძე
00:00 12-06-2022
1
ისე მოდით რა ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ საბჭოთა კავშირობა. ძალიან გული მეტკინა რაც შეემთხვათ. გამოვხატოთ მწუხარება და სურვილი რო მომავალში ესეთი რამე არ განმეორდეს. ეგ ავტოავარია არ უნდა აისახებოდეს ანგარიშზე. გადარჩა კაცი და ძაან კაი. მახსოვს ტაშკენტის ფახთაქორი რო დაიღუპა თვითმფრინავის ავიარიის გამო. მთელი გუნდი დაიღუპა მაშინ. ხოდა ისიც მახსოვს მოსკოვის გუნდები მერე რო 3-0 ლებს რო უგებდენ . მგონი სპარტაკმა 5-0 მოუგო. ჩვენები ჩავიდენ და განგებ წააგეს . მიუხედავად იმისა რო იმ სეზონში იმ გუნდს მიცეს შეღავათი და არ გავარდა ბოლო ადგილიდანაც კი მაგრამ ის იყო საბჭოთა კავშირი და ჩვენების ღირსეული საქციელი. აგერ უკრაინაში ომია და უელსს თამაში არ უჩუქებია. ასე რომ ბიჭებო. მოიხსენით კომპლექსები. პატივისცემა და თანაგძნობა მოედნის გარეთ. არავისთან ვალში არა ვართ. ღმერთმა არ ქნას და ჩვენ რო იგივე შეგვემთხვეს სხვა ქვეყანაში, გვაჩუქებენ თამაშს.? რაღაც არა მგონია
ვალენსია რუსთავი
22:02 11-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული