სანიოლი: ჩემი ფეხბურთელები უშიშრად თამაშობენ და შედეგიც სახეზეა

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ბულგარეთთან მეოთხე ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ჩვენი ნაკრები მხარდაჭერას უცხადებს ბულგარეთის ნაკრებს და დაშავებულ ფეხბურთელს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

იშვიათი შემთხვევაა, როცა საქართველოს ნაკრებს ასეთი წარმატებული სერია აქვს. ფეხბურთელებმა რთული 2-წლიანი პერიოდი გადაიტანეს - გავიხსენოთ პლეი-ოფის ფინალი მაკედონიასთან, 1:4 მარცხი ბულგარეთთან.

29 მოთამაშიდან საკმაოდ ბევრი გამოვიყენეთ და მათ დავალებები ზედმიწევნით კარგად შეასრულეს. ვარჯიშების დროს სტანდარტული სიტუაციების გამოყენებაზე ვივარჯიშეთ. უნდა აღვნიშნო ფეხბურთელების თავდადება, ისინი უშიშრად თამაშობენ და შედეგიც სახეზეა.

წიტაიშვილით ძალიან კმაყოფილი ვარ, ის
მარცხენა ფლანგზე კარგად თამაშობს, ისევე როგორც აზაროვი და გიორბელიძე - თავის გამოჩენის შესაძლებლობა მათაც მიეცათ.

საკმაოდ დიდი არჩევნი გვაქვს და ეს მახარებს, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ოთარ კიტეიშვილის მაგალითი რომ ავიღოთ, მას ბევრი არ უთამაშია, მაგრამ კარგად გამოიყურებოდა. ჩვენი მთავარი მიზანია, გუნდში არსებული ეს მენტალობა შევინარჩუნოთ.

ადრეც არაერთხელ აღვნიშნე, რომ 3 შესანიშნავი მეკარე გვყავს. მამარდაშვილი "ვალენსიაში" თამაშობს და მისი სასტარტოში დაყენება არანაირ რისკს არ წარმოადგენდა.

აზაროვი ბულგარეთში კარგად გამოიყურებოდა, ჩვენი მთავარი მიზანი ძალების გადანაწილებაა და ირაკლიმ ჩრდ. მაკედონიაში ამის გამო არ ითამაშა.

ყოველთვის ვცდილობ, სამართლიანად მოვიქცე. როცა ასე ხდება, ფეხბურთელებს ჩემი გადაწყვეტილების ესმით. ის ფეხბურთელები, რომლებიც სამივე შეხვედრაში ტრიბუნაზე ისხდნენ, ამ გადაწყვეტილებას გაგებით ეკიდებიან და მონდომება არ აკლიათ. ჩაკვეტაძე მუდმივად იღიმოდა.

რაც შეეხება მიქელთაძეს - ზივზივაძე და მიქაუტაძე კარგ ფორმაში არიან და მას შემადგენლობაში მოხვედრა ამის გამო უჭირს".

მკითხველის კომენტარები / 15 /
ბირთვი უკვე გამოიკვეთა და ამ ფეხბურთელების გარშემო უნდა გაგრძელდეს შენება. არის კიდე რამდენიმე ფეხბურთელი ვინც კიდევ უფრო გაზრდის კონკურენციას. ბერიძე რომ არ გამოიძახა გასაკვირია და მიქელთაძე როგორც ვიცი გამოიძახა ქვილითაიამ რომ ტრავმა მიიღო და ჩამოვიდა ავსტრალიიდან მაგრამ განაცხადში არაა რატომღაც. ძალიან დასაფასებელია რაც ოქრიმ ნაკრებისთვის გააკეთა. ერთ ერთი ყველაზე მიმწოლი და შედეგიანი ფეხბურთელია ვისაც ნაკრებში უთამაშია და ორი მოსაზრებაა:1) მისი გამოცდილება კიდევ დაგვეხმარება შედეგის მიღწევაში და 2) ამ ახალ ნაკრებში ძირითად შემადგენლობაში მისი ადგილი მომავლის პერსპექტივის გათვალისწინებით აღარ არის და ახალი გუნდის შენება ახალგაზრდა ფეხბურთელებით უნდა მოხდეს. შეტევაში მაღალი კონკურენციაა და შესაძლოა მისმა ძირითადში გამოჩენამ დისბალანსი გამოიწვიოს მისი ავტორიტეტის გათვალისწინებით.მაგალითად ეპიზოდში თავის თავზე თამაში ვერ აიღოს დავითაშვილმა, ლობჟანიძემ ან სხვამ ვინმემ. ვაკომ უკვე გადაინაცვლა სკამზე და მშვენივრად ერთვება სკამიდან. ქვილითაიაზე და კაჭარავაზე ვერაფერს დავამატებ გარდა იმისა რომ იმედია თავიანთი ბოლო თამაშები უკვე ითამაშეს ნაკრებში. ჩაკვეტაძის ძველ ფორმას და გამარჯვებას გისურვებთ.
საქართველო - ბულგარეთი 3-0
გოლები: ჩაკვეტაძე, აბურჯანია, მიქაუტაძე
Bacho
09:16 12-06-2022
5
მე ვფ იქრობ რომ ჩვენი ფეღბურთელები უშიშრად ნამდვილად არ თამაშობენ.
ლუკა
07:50 12-06-2022
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული