ბულგარელთა მწვრთნელი: სტრესის მიუხედავად გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ბულგარეთის ეროვნული გუნდის დროებითმა მწვრთნელმა გეორგი ივანოვმა ისაუბრა:

"ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი გუნდი მოედანზე უნდა გამოვიდეს და ეს შეხვედრა გამართოს.

რაც ბოლო მატჩებში ვნახეთ, საქართველოს ნაკრები კარგ ფორმაშია. ჩვენი რამდენიმე მოთამაშე სტრესშია და იოლი შეხვედრა ნამდვილად არ გველის, თუმცა ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ.

რაც მოხდა, ჩვენთვის ძალიან სტრესული იყო, თუმცა ყველანაირად შევეცდებით, გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ".

კომენტარი აგრეთვე ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ხრისტო ზაფრიანოვმა გააკეთა:

"ხსენებული მიზეზის გამო, მატჩისთვის მომზადება არატრადიციულად გვიწევს. იყო საუბრები, რომ შ
ესაძლოა, ეს შეხვედრა გადადებულიყო, მაგრამ მზად ვართ, ჩვენი ქვეყნის ღირსება დავიცვათ. ჩვენ გვქონდა საუბრები როგორც უეფასთან, ასევე ქართულ მხარესთან და მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, მოედანზე გავდივართ".

ბულგარეთის ნაკრების ექიმმა ტოდორ ნედელევის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა:

"ფეხბურთელი კომიდან უკვე გამოყვანილია, ჰერმოდინამიკა სტაბილურად მიმდინარეობს, კიდურებს ამოძრავებს და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ნედელევს ამნეზიის ნიშნები და თავიდან სისხლდენა ჰქონდა. უღრმესი მადლობა შოთა ინგოროყვას, რომელმაც მდგომარეობის სტაბილიზება შეძლო. ტოდორს ქირურგიული ჩარევა აუცილებლად სჭირდებოდა, სხვანაირად შეუძლებელი იყო.

ჩვენ ვესაუბრეთ მისი ოჯახის წევრებს და მათი თანხმობის შემდეგ, ქირურგიული ჩარევა მოხდა. იმედი მაქვს, ტოდორ ნედელევი გუნდს მალე შეუერთდება. 2 დღის შემდეგ, მისი ჩვეულებრივ სტაციონარში გადაყვანა მოხერხდება. ის საქართველოში დარჩება.

ტოდორი ფეხბურთს არ ჩამოშორება, თუმცა ძალების აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდება."

მკითხველის კომენტარები / 7 /
ყოჩაღ ბულგარელებს ! ბევრი სხვა დაიწყებდა წუწუნს ყვირილს რომ დაესაჯათ მასპინძელი ფედერაცია და გუნდი და თამაშის გაუქმებასაც და საქართველოს ნაკრების წაგების ჩათვლასაც მოითხოვდა @ ესენი კი პირიქით მადლობას გვიხდიან და თამაშსავ აპირებენ ! აი ამიტომ სტადიონზე აუცილებლად უნდა გამოეფინოს დიდი ბანერი ნედელევის და მთლიანად ბულგარეთის მხარდასაჭერად ! ამას პლიუს ჩვენი ფეხბურთელები უნდა გავიდნენ მატჩის გახსნის ცერემონიალზე ასევე მხარდამჭერი მაისურებით ! ასევე არანაირი სტვენა და ყვირილი ბულგარეთის ჰიმნის დროს პირიქით ჰიმნის მერე ტაში და ოვაციები ! მოკლედ ყველანაირი პატივი უნდა ვცეთ ისეთი რომ მერე ვინმემ არაფერი წამოგვაძახოს და გვისაყვედუროს !
zura222
20:33 11-06-2022
3
გამოჯანმრთელება ტოდორს
juve
00:20 12-06-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული