დიდი უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფში, მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები პირთამდე სავსე „დინამო არენაზე“ ბულგარეთთან ფრეს დასჯერდა - 0:0.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა წინა შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში 7 ცვლილება განახორციელა. შეხვედრა „ჯვაროსნების“ შეტევებით დაიწყო, კრაევმა საჯარიმოში კვარაცხელია წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მეტოქემ ტემპის დაგდება სცადა, თუმცა ბურთი მალევე დავიბრუნეთ და მთელი გუნდით ისევ იერიშების ორივე ფლანგიდან მიტანა დავიწყეთ, 8 კუთხური ჩავაწოდეთ, მაგრამ ბულგარელები თავს კარგად იცავდნენ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მიუხედავად დიდი უპირატესობისა, საქართველოს ნაკრები მოწინააღმდეგის დაცვის
გარღვევას ვერ ახერხებდა, მომენტები თითქმის არ იქმნებოდა, რაღაც სიახლის შეტანა იყო საჭირო და სანიოლმა ყაზაიშვილი წიტაიშვილით შეცვალა. შემდეგ კვარაცხელია ორ მეურვეს გაექცა, მიქაუტაძეს გადაცემა გაუკეთა და მან შანსი ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა, მორიგი შეტევისას კი მიქაუტაძეს გატანა მიხაილოვმა არ დაანება. სანიოლმა მექვაბიშვილისა და აზაროვის ნაცვლად მოედანზე დავითაშვილი და კიტეიშვილი შეუშვა და შეტევის ხაზი კიდევ უფრო გააძლიერა. მერე წიტაიშვილის ჩაწოდებულ ბურთზე შეცვლაზე შესულმა ზივზივაძემ მეურვეს დაასწრო, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი მეორე მცველს მოხვდა და საბოლოოდ ფრით დაკმყოფილება მოგვიწია.

საქართველოს ნაკრები 10 ქულით ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ ჩრდილოეთ მაკედონიას 3 ქულით უსწრებს, რომელმაც დღეს გიბრალტარი სახლში 4:0 დაამარცხა. ჩვენი გუნდი 23 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, ხოლო 26 სექტემბერს გასვლაზე გიბრალტარს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ბულგარეთი 0:0

საქართველო: ლორია, დვალი, კაშია, ხოჭოლავა, ლობჟანიძე, მექვაბიშვილი (დავითაშვილი 63), კვეკვესკირი, აზაროვი (კიტეიშვილი 63), ყაზაიშვილი (წიტაიშვილი 52), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 80)

ბულგარეთი: მიხაილოვი, ნედიალკოვი, ჩალაბოვი, ჩორბაძისკი, ტურიცოვი, კრაევი, მილანოვი, კოსტადინოვი, მ. მინჩევი (ჩოჩევი 85), სტეფანოვი (მალინოვი 65), ა. ილიევი (გ. მინჩევი 51)

მკითხველის კომენტარები / 111 /
ლობჟანიძე ძალიან ყოჩაღია, მაგრამ საფეხბურთო ინტელექტი და კრეატივი არ გააჩნია სამწუხაროდ. ყაზაიშვილი ბურთს კარგად ფლობს, მაგრამ ძალიან მავნეა გუნდურ ასპექტში. კვეკვესკირი უფრო მეტს იღებს თავზე, ვიდრე სინამდვილეში შეუძლია. ვფიქრობ მწვრთნელმა ამ თამაშზე საჭიროზე ნაკლები შემომქმედი ფეხბურთელი დააყენა სასტარტოში. ფრე ალბათ არაა აღსასრული, მაგრამ გოლი წესით უნდა გაეტანათ ჩვენებს.
ეეე
22:28 12-06-2022
2
აი მარილის მოყრა რო დააკლდება ისეთი გრძნობა მაქვს. თან ძაან გამიტყდა როვერ მოვიგეთ მარა თან უმადურიც ვერიქნები მაგარი ივნისი გამოვიდა. მადლობა და სექტემბრიდან ახალი შემართებით.
ქართველი
22:17 12-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული