"თქვენ მისი შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ გინახავთ..." - სანიოლი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თავკაცი ვილი სანიოლი ირწმუნება, რომ იტალიურმა "ნაპოლიმ" საქართველოში ბრილიანტი აღმოაჩინა.

"ის იტალიაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდება".

შეთანხმება რამდენიმე თვის წინ შედგა. შეგახსენებთ, კვარაცხელიამ "რუბინის" დატოვების შემდეგ კარიერა ბათუმის "დინამოში" გააგრძელა, საიდანაც უკვე ნეაპოლური შემოთავაზება მიიღო.

სატრანსფერო ფასი 10 მილიონ ევროს შეადგენს.

"რადგან "ნაპოლიმ" ხვიჩას გაფორმება გადაწყვიტა, ესე იგი, მათში რაღაც ზებუნებრივი დაინახეს. "კვარა" ძალიან ნიჭიერია, თქვენ მისი შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ გინახავთ" - განაცხადა ვილიმ.

მომზადებულია football-italia-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
მეგობრებო რატო მსჯელობთ თვალ დახუჭული?? სამწუხაროა როცა საუბრობთ ბათუმის დინამოს გულშემატკივრებზე უარყოფითად..
ხვიჩამ რა საღამოებიც გვაჩუქა მადლიერები ვართ ბათუმში მას დიდ პატივს ვცემთ მაგრამ თუ კარგად გადახედავთ ჩვენ გულშემატკივრობას ფეხბურთის მიმართ სიამაყის გრძნობით შეგახსენებთ რომ ჩვენ დინამოს ქომაგები ვართ და სტადიონი ხვიჩამდეც საკმაოდ დატვირთული იყო... დინამო ჩვენი გუნდია და ჩვენ ადგილობრივი ქომაგები მისი შემადგენელი ნაწილი ვართ რაც დინამოს განვითარების საშუალებას აძლევს ... ასე რომ ჯობს დინამო ბათუმის ქომაგებს ნაკლებად შეეხოთ იმ კუთხით რომ სტადიონი არ გაივსება ეგ ჩვენ არ გვადარდებს და ვერც მოგვწვდება ეგ სიტყვები..
დიდი სიყვარულით ბათუმიდან..
შავი კაცი
16:59 15-06-2022
3
გიუშას!
ეს იმ ადამიანებს არ ეხებათ, ვინც ყოველთვის დადიოდნენ ჩემო კარგო!
მაგრამ რამდენი დადიოდა და როდის ივსებოდა მოედნები მგონი კარგად გამოჩნდა. არ უნდა დაგვაკომპლქსოს კვარაცხელიას ფაქტორმა და იმის აღიარება, რომ მის გამო უფრო მეტი ხალხი მიდის, არავის დაკნინება არ მგონია.
ერთი მაგალითი რომ აიღო:
თბილისის დინამოს და ბათუმის დინამოს თამაშზე მაისში, სხვა დროს გახსოვთ ამდენი ხალხი? ბავშვები რომ შერბოდნენ ფოტოს გადასაღებად და ლამის თამაში ჩაშალეს, თამაშის დამთავრების მერე რომ ყველა შევარდა ოღონ იმ ერთთან გადაეღოთ ფოტო, აქამდე გახსენდებათ?
მე კი მინდა რომ ხვიჩას წასვლის შემდეგაც გაგრძელდეს მაგრამ ვერ ვხედავ ამის პოტენციალს, თუ შევცდები გამიხარდება!
Winter
16:53 15-06-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული