"ხვიჩა სკამის ფორმას მიიღებს, ნაკრები ვერაფერს მიაღწევს" - არის ასეთი "კადრები", უკადრებელის მკადრები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წარმატებულ ასპარეზობაზე იმდენი დაიწერა და იმდენი ითქვა, რამის დამატება უბრალოდ საჭიროდ არ ჩავთვალე, მაგრამ "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის წინ ისევ დაიწყეს ვაიგულშემატკივრებმა ბოღმიანი კომენტარების გამოგზავნა (რომელთაც არ ვაქვეყნებთ), გულმა არ მომითმინა და თქვენის ნებართვით, პასუხს გავცემ.

ადამიანის, თუკი შეიძლება ზოგიერთი ასე მოიხსენიო, ყველაზე დიდი ნაკლი დაუნახაობა და დაუფასებლობაა, კიდევ უფრო დიდი, როდესაც ჩასაფრებულთა მთელი ჯგუფი ჩვენი ეროვნული გუნდის ფეხის დაცდენას ელის და პირველივე ასეთი შემთხვევისას შეურაცხყოფის მიყენებას იწყებს - სრულიად დაუმსახურებლად და უსაფუძვლოდ. ძლივს გამოსწორდა საქმე, ბიჭებმა თამაში
დაიწყეს, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, კვარაცხელია მალე "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება, იმედია, სხვებიც უკეთეს გუნდებში გადავლენ, ნაკრები ბოლო 9 მატჩში არ დამარცხებულა, ერთა ლიგაზე ჯგუფი ფაქტობრივად მოვიგეთ, B დივიზიონში გადავალთ, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად პლეი-ოფში ვიბრძოლებთ, თუმცა ეს ყველას როდი ახარებს. გუშინ ერთმა მოკლე კომენტარი გამოგზავნა - "ხვიჩა "ნაპოლიში" სკამის ფორმას მიიღებს“. ეს ერთეული შემთხვევა რომ იყოს, იფიქრებდი, რა მოხდა მერე, საზოგადოებაში რა დალევს ზიზღიანსა და ბოროტსო, მაგრამ მთელი უბედურებაც ისაა, ასეთები ცოტანი რომ არ არიან. ისე, არცთუ ბევრნი, ვინაიდან საუბედუროდ, როგორც წესი, ისინი სოციალურ ქსელებში უფრო აქტიურობენ და სპორტულ საიტებზეც.

"ჯვაროსნების" მატჩების ყურება უკვე ერთი სიამოვნებაა. მუდამ დაუძლურებული და მარცხისთვის განწირული გუნდი გარდაისახა. ერთ მუშტად შეკრულ ფეხბურთელებს თამაში უხარიათ, იბრძვიან, არავის არაფერს უთმობენ. მეტიც, სხვებს სჯაბნიან, პროგრესირებენ, წინ მიიწევენ. შემადგენლობის სიღრმეც გამოჩნდა, ერთ და ორ შემსრულებელზე აღარ ვართ დამოკიდებული, რაც მწვრთნელ ვილი სანიოლს როტაციისა და ტაქტიკური ცვლილებების საშუალებას აძლევს. გასვლით შეხვედრებში თამაშის ერთგვარი სინდრომიც აღარ არსებობს, აღარც შიში, გაცილებით უფრო თვითდაჯერებულები გახდნენ, იგრძნეს საკუთარი ძალა და ის, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. ბულგარეთთან ფრედ დასრულებულმა შეხვედრამ კი ზოგიერთი ისე განარისხა, გეგონებათ, რაიმე დიდი ფიასკო განიცადეს. საქართველოს ნაკრებზე უფრო ძლიერ გუნდებს უჭირთ 11 კაცით საკუთარ კარში ჩამდგარი მოწინააღმდეგის ძლევა. ხდება ხოლმე, როცა ბურთსაც ცოცხალი თავით არ უნდა კარში შესვლა. ასეთია ფეხბურთი, რამეთუ ყოველთვის ვერ მოიგებ. ამ დროს ერთა ლიგაზე 4 ტურის მერე მოპოვებული 10 ქულა (ბურთების შეფარდება 12:2), საშინაო მატჩის წინ უახლოესი მდევრის, ჩრდილოეთ მაკედონიის 3 ქულით ჩამოტოვება, მშვენიერი შედეგია, რაზეც ცოტა ხნის წინ ვერც ვიოცნებებდით.

Sportall.Ge

სანიოლმა მიაგნო გამარჯვების "ფორმულას", რომელიც კარგად ორგანიზებულ დაცვასა და ფლანგებიდან სწრაფ კონტრიერიშებზეა აგებული. ამისათვის სათანადო შემსრულებლებიც ჰყავს და მის ხელთ არსებულ კონტინგენტს ძალიან პრაგმატულად იყენებს. რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული გუნდი უნაკლო არაა, ჯერჯერობით თითქოს უჭირს პირველ ნომრად თამაში, რასაც თავისი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ამისათვის საჭირო კი არა, აუცილებელია ნახევარდაცვის ცენტრში ბურთის დამჭერი ფეხბურთელი, რომელიც ტემპს დაარეგულირებს, პარტნიორებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. ასეთად ყველაზე მეტად ჯანო ანანიძე მოიაზრებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას ტრავმის გამო კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწია. ვფიქრობ, ამ როლის შესრულება ზურიკო დავითაშვილსა და ოთარ კიტეიშვილს შეუძლიათ და თუ ეს მოხერხდა, შეტევები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და ეს შედეგზეც უთუოდ აისახება.

ერთი სიტყვით, წინ პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ძალიან დიდი, მაგრამ არა გადამწყვეტი. ეს ერთგვარი ბლიცკრიგი მომავალი წარმატებების საწინდარი უნდა გახდეს, რათა ქართულმა ფეხბურთმა თვისობრივად ახალ სიმაღლეზე გასვლა შეძლოს. ამისათვის აუცილებელია მამარდაშვილისა და კვარაცხელიას ევროპის ტოპ 5-ის ლიგებში გაკვალულ გზას სხვებიც გაჰყვნენ და რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით ხვიჩას "ნაპოლიში" წარამატებულ დებიუტს. მოლოდინი დიდია და არცთუ უსაფუძვლო. მან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ფორმა დაიბრუნა, ფსიქოლოგიური მდგომარეობაც, თამაში უხარია, ხან ერთი ფრთიდან უტევს, ხან მეორიდან, ყველა კუთხურს აწვდის, ბურთის დაკარგვისთანავე უკან ბრუნდება და დაცვას ეხმარება. მოდით, ვიყოთ ობიექტურები, განა ბევრია თანამედროვე ფეხბურთში ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც საოცარი ტექნიკა აქვს, ბრძოლის ჟინი, მოედნის ხედვა, კარგი და გრძელი პასი, კარში დარტყმა და სისწრაფე, განსაკუთრებით, სასტარტო. ხანდახან ზედმეტსაც მოვითხოვთ ხოლმე მისგან, მაგრამ თამასა იმხელა სიმაღლეზე ასწია, ეს, ალბათ, მოსალოდნელიც იყო.

ძნელი სათქმელია, როგორ წარიმართება მისი კარიერა მეტად რთულ სერია A-ში. ნუ დაგვავიწყდება, რომ "სკუადრა აძურაში" არიგო საკი თვით რობერტო ბაჯოს არ ათამაშებდა. არ ვიცით, "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი როგორ მიუდგება, რა ფუნქციებით დატვირთავს და როგორ ნდობას გამოუცხადებს, მაგრამ შეუძლებელია ასეთი ტალანტი არ გამოიყენოს. მით უმეტეს, იტალიურ პრესაში ლამის ყოველდღე ქვეყნდება მის შესახებ წერილები, რომ ლორენცო ინსინიეს ღირსეული შემცვლელი იქნება. იმ ვაიგულშემატკივრისგან განსხვავებით, რომელმაც ხვიჩას სკამის ფორმის მიღება უწინასწარმეტყველა, ყველა ჭეშმარიტ ქართველ ქომაგთან ერთად წარმატებას ვუსურვებთ - ხვიჩა, ჩენ გვჯერა შენი, შენ ეს შეგიძლია, შენ ეს უნდა გააკეთო, აუცილებლად უნდა გააკეთო!

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 90 /
საქართველოს წარმატება ვისაც არ უხარია, ის ქართველი არ არის.
სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ხარახურა ხალხი ჩამოვიდა საქართველოში წინა საუკუნეებში და დღესაც ჩამოდიან ისეთები, ვისაც ჩვენი წარმატება ნერვებზე შლის.
ქ. გ.
24 ივნისი 2022 03:21
1
როცა ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ ხვიჩა ტოპ ფეხბურთელი გახდეს, რატომ უნდა უსურვო მას სკამის ფორმის მიღება? გარანტირებული არავის არაფერი აქვს, მაგრამ იმ პოტენციალით, რაც კვარაცხელიას აქვს, 50%-ზე გაცილებით მეტი ალბათობით გახდება ვარსკვლავი. ვუსურვოთ წარმატებები ხვიჩას, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრჯერ გაგვახარებს!
ნიკო
24 ივნისი 2022 02:24
1
პირველ რიგში მადლობა სპორტალს. ხოლო არსებები რომლებიც ოდიდგანვე იყო საქართველოში სამწუხაროდ.. რომლებიც გაიძახოდნენ და გაიძახიან მეფე ერეკლეს მეზარბაზნები აღარ ყავსო, მათზე პასუხი გაცემულია.. ეს პასუხი სწორედ ამ ბიჭებმა გასცა, ესენი არიან ჩვენი მეზარბაზნეები ვენაცვალე ჯიგარში! ბულგარეთს 5 გოლი შეუგდეს მაკედონიას 3 გოლი, ოთხ თამაშში 10 ქულა გვაქვს, მეზარბაზნეებიც ასეთი უნდა, მადლობა კვარას თამადობით ყველა ფეხბურთელს! ამ თავდადებისთვის და სიხარულის!
ირაკლი
23 ივნისი 2022 20:18
1
მაგარი ნათქვამია.
100%
23 ივნისი 2022 23:26
1
დღითი დღე უფრო და უფრო საშკარაოზე გამოდიან მოღალატე ქართველები არაფერი არ უხარიათ რაც კაი ხდება ამ ქვეყანაში. აატალახეს ევროპა უარი როეთქვათ.
იოსებ
23 ივნისი 2022 21:14
3
მადლობა სპორტალს,რომ ასეთი ხერხით ზრუნავს ქართულ ფეხბურთზე და დადებით განწყობაზე
მადლობა
23 ივნისი 2022 19:06
3
არაა გასაკვირი. პირადად ვიცნობ ნაცსექტის რამოდენიმე წარმომადგენელს. რომლებიც, თუ მიშა არ იქნება სათავეში, საქართველოს არანაირი წარმატება არ უხარიათ. არც სპორტში არც კულტურაში, არც ეკონომიკაში. უფრო იბოღმებიან.
სუხია
24 ივნისი 2022 09:46
18
მე ისეთ ხალხსაც ვიცნობ,ოლიგარქს თუ დაგვისანქცირებენ და არც ევროპა გვინდა და არც განვითარებაო რომ იძახიან.
ნუ იქნებით მიკერძოებული.
სექტა ყველგან სექტაა და სამწუხაროდ ქართველ ერს აქვს ამისკენ მიდრეკილება...
!!
24 ივნისი 2022 11:20
11
ქოცნახირს რომ ყველგან ნაცები გელანდებათ იმიტომაა ქვეყნის საქმე კარგად. 10 წელი ნაცეეებიიი ,ნაცეეებიიი იძახით, პარანოიაში გადაგდით უკვე. ბოღმა და გაბოროტებული, არშემდგარი ხალხი ქოცებში რომ არის ეგეთი უნდა.
რაც შეეხება ფეხბურთს. ზედმეტი არაფერი ვარგა- რატომ უნდა აკრიტიკო ( ლანძღვაზე აღარც ბლაპარაკობ)ფეხბურთელი იქცსადაც არაა საკრიტიკებელი? ან რატომ უნდა აიყვანო ცაში ავანსად, ჯერ აცადე , დაამტკიცოს რომ ძლიერ ჩემპიონატში შეუძლია თავის დამკვიდრება.მერე დაწერე. არ არის ეს წინასწარ აჟიტირება და აცუნდრუკება კარგი.
ქოცნახირს
24 ივნისი 2022 16:24
6
ერთი მაგათი ვისაც ჩვენი კარგი არ უხარია.
T.q
24 ივნისი 2022 01:18
1
არ გინდა შენ ისტორიულ სამშობლოზე ისაუბრო,ერევანი მოინახულე..ცენზურის გამო ვერ მოგიკითხავ..ისე მაშტაბურად…
T.q-s
24 ივნისი 2022 09:48
1
რეალურად არანაირი ანტი ხვიჩასეული განწყობა არ არებობს, ეს პრობლემა არ დგას, არავის ვიცნობ რომ ხვიჩას არ გულშემატკივრობდეს.
არიან რუსეთუმე ტროლები, რომლებსაც ეს მისია აქვთ, რომ საქართველოს და ქართველის (საქართველოს მოქალაქის) ყველა წარმატება დააკნინონ და გვამყოფონ სრულ უიმედობაში. შესაბამისად კარგია რომ ასეთ კომენტარებს არ აქვეყნებთ და მადლობა ამისათვის სპორტალს.
Irakli
23 ივნისი 2022 18:42
9
ეს რა თქმა უნდა ყველას არ ეხება, მაგრამ რასაც პირადად შევესწარი იმას ვწერ, ნაციონალების გარკვეულ ნაწილს ჩვენი ნაკრების წარმატება არ უხარიათ და ამას არც მალავენ
მამუკა
24 ივნისი 2022 16:10
14
მოკლედ ადამიანი არის თავისთვის, არც პოსტებს წერს, არც ვინმეზე ცუდს ამბობს, არც პოლიტიკაში ერევა, ერთადერთი რასაც აკეთებს არის ფეხბურთის თამაში ბოლომდე მონდომებით
რანაირად უნდა ჰყავდეს ასეთ ადამიანს ჰეითერი?
კარგის მეტი ამ ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია. შრომობს და იხარჯება ბოლომდე, სადმე გინახავთ უპასუხისმგებლოდ მოკიდებოდეს რომელიმე სანაკრებო თამაშს? ან ეროვნულ ლიგაში ნებისმიერ ტურს? კი იძახდით ბევრი, თელავებთან და ბოლნისებთან გაისეირნებსო მაგრამ აბა ერთ მაგალითს თუ დაასახელებთ სადაც ბოლომდე არ იბრძოლა და რომელიმე გუნდს ზემოდან გადმოხედა?
იმდენი დაუმსახურებელი ჰეითი მიიღო თქვენგან თუნდაც კოვიდის დროს, თუნდაც ტრავმის გამო, თუნდაც რუსეთის ეგრევე ვერ დატოვების გამო, არ გიტყდებათ ამ ადამიანის მიმართ ეგ დამოკიდებულება?
.
23 ივნისი 2022 23:38
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული