საქართველოს ნაკრების უკრაინასთან უშანსო მარცხი და ბაგაცკისის უკადრებელი საქციელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რიგაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები, რომელსაც ტრავმის გამო ბითაძე ვერ დაეხმარა, უკრაინასთან 66:79 დამარცხდა.

უკრაინელთა მწვრთნელი ბაგაცკისი შესანიშნავად იცნობს ჩვენს ეროვნულ გუნდს და მატჩის წინ განაცხადა, რომ გეგმა აქვთ, რომელსაც მთელი თვე ამუშავებდნენ და აუცილებელი იყო მეტოქეს მაღალი ტემპით დაპირისპირებოდნენ. უკრაინელთა ფორვარდმა ბობროვმა კი აღნიშნა, რომ მთავარი შენგელიას ფოლებზე პროვოცირება და განეიტრალება გახლდათ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თამაში თავიდან ქულა-ქულაში წავიდა, პუსტოვოი ყურადღებით მეურვეობდა შერმადინს, გასაქანს არ
აძლევდა, აქტიურობდა შენგელია და პირველი მეოთხედი 20:23 წავაგეთ. მეორე მეოთხედი ზუროსმა ცენტრის გარეშე დაიწყო და მეტოქე, რომელიც დაცვაში კარგად თამაშობდა, 16 ქულით გაგვექცა. მაკფადენსაც არ წაუვიდა სროლები, საერთოდ შეტევაშიც ვერ გამოვიყურებოდით კარგად, თან ბევრი საჯარიმოები ვერ გამოვიყენეთ და პირველი ტაიმი 34:47 დავთმეთ.

თამაშის სურათი არც მესამე მეოთხედში შეიცვალა, ჩვენი ნაკრები ვერც პერიმეტრიდან ისროდა კარგად, ფარსაც ვერ იგებდა, გუნდურადაც ვერ თამაშობდა, უამრავ შეცდომას უშვებდა, დაცვაში მოწინააღმდეგეს ადგილად ატარებდა და ბევრი წუნი ჰქონდა. მესამე მეოთხედში მაკფადენის ორი სამქულიანის და შენგელიას ძალისხმევის წყალობით ანგარიშის 10 ქულამდე შემცირება მოხერხდა, თუმცა საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა, რომელიც უფრო მობილიზებული იყო. სამწუხაროდ, საფინალო სირენის შემდეგ ბაგაცკისმა ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამისკენ უხამსი ჟესტით დატოვა მოედანი.

საქართველოს ნაკრებიდან 22 ქულა მაკფადენმა ჩააგდო, 21 შენგელიამ, 8 სანაძემ, 7 შერმადინმა (11 მოხსნა), 4 ანდრონიკაშვილმა, 2 ჯინჭარაძემ, თითო-თითო კი ბურჯანაძემ და ბერიშვილმა. უკრაინელთაგან 17 ქულით ყველაზე შედეგიანი ბობროვი იყო, ხოლო მიხალიუკმა 16 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 4 ივლისს თბილისში ესპანეთთან გამართავს და იმედია უკეთ იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 152 /
უყურეთ თავიდან თამაშს და დარწმუნდებით იმაში , რომ სპექტაკლი იყო . შერმადინის საჯარიმოები , საუკეთესო სტატისტიკა აქვს რეალიზაციის ევროპაში და ზედიზედ ოთხი ჯარიმა დაამოკლა , სამწამიანი სულ ცარიელი გვქონდა დაცვაში თამაშის დროს , არ პრესინგი , არ პასი , არა კომბინაცია , უაზრო დაკარგვები , არა ზონა , რა ვიცი , მეტი რაღა უნდა მომხდარიყო .
ATP 16
01 ივლისი 2022 23:43
1
რა ხალხი აკომენტარებს აქ რა იყო აულებში გაიყვანეს ინტერნეტი? მწვრთნელი რატომ არ დაიცავითო ვიღაცამ... დაცვაში რას გულისხმობთ ბაბაჩკა უნდა დაერტყათ? ვისაც რუსები გევასებათ ხო იცით რომ რუსები მესამე ხარისხოვან ადამიანებად გთვლიან..გრუზინი ლუძი ვასტოჩნიე .ნოსატიე,უსატიე. რატო უძვრებით რუსებს?
Kkk
01 ივლისი 2022 23:07
26
ჩვენებურად, ჩვეულად, უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი. ხალხს რისთვისღა უხეთქავთ გულებს?
დინამოელი
02 ივლისი 2022 13:37
2
ბექა ბურჯანაძეს რომ ათამაშებ მთელ 17 წუთს
ლაშა
02 ივლისი 2022 02:51
1
წუთშესვენება რომ აიღო ბოლო 9 წამზე იმ ნაგავმა, მაქედან დაიწყო მისი არაკაცური საქციელი, ზუროსი ამიტომ ყველანაირად მართალია, ბითაძემ შეუტია მარტო........
სტალინი
02 ივლისი 2022 00:07
7
აბა თუ მიხვდები რატომ აიღო წუთ შესვენება
სტალინი არაა იხვის ტოლმა
02 ივლისი 2022 00:34
11
რა ვიცი რა ვთქვა, ასეთი უსახური თამაში ბევრი ხანია არ მინახავს, ამ შერმადინს რა დაემართა, რაც ამ თამაშში გააცუდა საჯარიმოები იმდენი ალბათ ესპანეთში მთლიან სეზონში არ გაუცუდებია, მარტო შენგელიას იმედზე ყოფნა ძნელია, ერთ დროს ისიც წავა და მერე ვთქვათ რა გვეშველება
Nukri
01 ივლისი 2022 23:28
2
რამდენჯერ გავუხარებივართ ამ გუნდს და ერთი წაგების გამო ნუ კადრულობთ ზოგიერთები, ნაკრებისგან სულ მოგებას რომ ითხოვთ გულშემატკივრობა აქვს ბევრს სასწავლი!
sormona
01 ივლისი 2022 23:08
6
მეტის ღირსები ვართ.
ეჰჰ
01 ივლისი 2022 22:56
4
Ობიექტურად ყველაფერში გვაჯობეს, წაგებაც უნდა ვიცოდეთ ღირსეული!
Დარწმუმებული ვარ ესპანეთზე ვიყრით ჯავრს! Გაუმარჯოს საქართველოს!
Irakli
01 ივლისი 2022 22:39
10
რავი თამაშამდე ისე იჭიმებოდნენ მეგონა დაანგრევდნენ და უშანსოდ წააგეს!! მაკფადენი შენგელიას და შერმადინის გარეშე დანარჩენი კალათბურთელები აშკარად დაბალი კლასის არიან.
zaza
01 ივლისი 2022 22:28
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული