"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს" - U21 ნაკრების მთავარი მწვრთნელი

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები სექტემბრის სანაკრებო პაუზის პერიოდში 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი 24 სექტემბერს ქალაქ კუვლიანში პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 27 სექტემბერს სტამბოლში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის ქასიმფაშას სტადიონზე, თურქეთს შეხვდება.

პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრებთან მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეზობელი თურქეთის ახალგაზრდულ გუნდთან - 21:00 საათზე. მატჩების შესახებ სხვა დამატებითი სახის ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აღნიშნული მატჩებისთვის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთ-ერთი, თელავის 19 წლის შემტევი გიორგი კვერნაძე, ახალგაზრდულ
ნაკრებში პირველად არის გამოძახებული.

U21 | შემადგენლობა
მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო, თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (შუქურა, ქობულეთი).

მცველები: ივა გელაშვილი (სიონი, ბოლნისი), სანდრო კალანდაძე (დინამო, თბილისი), დავით სამსონია (შუქურა, ქობულეთი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ლევან ხარაბაძე (პაფოსი, კვიპროსი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი), ბექა ხარაიშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), მათე აბულაძე (ტორპედო, ქუთაისი).

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (უმრანიესპორი, თურქეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ლუკა გაგნიძე (დინამო, მოსკოვი), ლუკა ხორხელი (სიონი, ბოლნისი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო, თბილისი), ოთარ ფარულავა (გაგრა), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო, თბილისი), ნიკა ხორხელი (სიონი, ბოლნისი).

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (თელავი).

მოახლოებული მატჩების, სასელექციო პროცესის და ახალგაზრდული ნაკრების გარშემო მიმდინარე პროცესების შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ვრცლად ისაუბრა.

რამაზ სვანაძე (21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "დიდი დრო აღარ დარჩა ევროპის ჩემპიონატამდე და ვცდილობთ, რომ ის რესურსი, რაც ჩვენს ხელშია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ. წინ ორი რთული, თუმცა, ამავე დროს, საინტერესო თამაში გველოდება. პირველი მატჩი გვაქვს პორტუგალიის ნაკრებთან, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ბოლო გათამაშების ფინალისტი და კონტინენტზე ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. ძალიან კარგია, რომ ასეთ გუნდებთან ვთამაშობთ, რადგან ასეთ მატჩებში ჩანს ის, თუ რეალურად სად ვიმყოფებით, ჩანს ჩვენი ძალა და ის მინუსები, რომლებზეც შემდგომ გვექნება სამუშაო. ასევე რთულ თამაშს ველოდებით თურქეთში, თუმცა, ვფიქრობ, რომ ჯერ აქცენტი უნდა გვქონდეს პორტუგალიასთან მატჩზე.

რაც შეეხება მზადების პროცესს, ის, რაც აქამდე დავგეგმეთ, ნორმალურად შესრულდა ყველაფერი და ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩვენ წარსულში არ ვიყურებით და მუდამ მზად უნდა ვიყოთ ახალი გამოწვევებისთვის. დღეს გუნდში გვყავს ახალწვეული - გიორგი კვერნაძის სახით, რომელსაც ჯერ კიდევ 19-წლამდელთა ნაკრებიდან ვადევნებთ თვალს. მას აქვს პროგრესი და ნამდვილად დაიმსახურა ის შანსი, რომელსაც მიიღებს. დანარჩენი უკვე მასზე იქნება დამოკიდებული.

სელექციის კუთხით გვაქვს პრობლემები რამდენიმე პოზიციაზე. ვისურვებდი მეტ კონკურენციას და ვისურვებდი, რომ რამდენიმე ფეხბურთელს კლუბში უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. ზოგადად სელექციის კუთხით ცოტა განსხვავებულ სიტუაციაში ვართ, რადგან ეს არ არის მზადება მხოლოდ ერთი კონკრეტული მატჩისთვის, ჩვენ ვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის და არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ამ ტურნირის ჭრილში აღვიქვამთ და როდესაც სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას ვახსენებ, სწორედ მათ მოვიაზრებ. რადგან მომავალში მათი გვეიმედება, სწორედ ამიტომ ისინი ამ შეკრებაზე ჩვენთან ერთად იქნებიან, მაგრამ ეს ვერ გაგრძელდება დიდხანს. ნებისმიერმა ფეხბურთელმა პირველ რიგში უნდა იფიქროს იმაზე, რომ კლუბში ჰქონდეს პრაქტიკა და შეხვდეს ევროპის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში.

ასევე, მინდა შევეხო ლუკა გაგნიძის თემას. პირველი და რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია, ჩვენი, ამ შემთხვევაში პირადად ჩემი და მთლიანად ფეხბურთის ფედერაციის, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, არა მარტო ლუკა, არამედ ნებისმიერი ფეხბურთელი, რუსეთის ჩემპიონატში არ უნდა თამაშობდეს, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს დღეს ჩვენ. ეს არის ჩვენი მყარი და ურყევი პოზიცია. თვითონ სპორტულ მიმართულებას რაც შეეხება, იგივე ლუკასთან მიმართებით, ის არის ჩვენთვის ერთ-ერთი იმედის მომცემი ფეხბურთელი, რომელიც მომავალში არა მარტო საქართველოს ნაკრებს, არამედ მთლიანად ქართულ ფეხბურთს უნდა გამოადგეს. ჩვენ გვქონდა მასთან კომუნიკაცია, ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებსაც ჰქონდათ მასთან კომუნიკაცია. ამიტომ მან იცის ჩვენი პოზიცია, მან იცის ჩვენი მიდგომის შესახებ ამ საკითხის მიმართ, ჩვენ მოვისმინეთ ფეხბურთელის პოზიციაც და საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ამ შეკრებაზე ჩვენთან ერთად იქნება და პირველი მოტივი, ის, რის გამოც ლუკა დღეს ჩვენთან ერთად იქნება, არის ის, რომ მან რაც შეიძლება მალე იპოვოს ის მომავალი, რომელიც უკავშირდება ევროპას და რომელიც ასე საჭიროა მისი განვითარებისთვის".

წყარო: nakrebi.ge


მკითხველის კომენტარები / 32 /
გეთანხმები არუნდა თამაშობდეს,მაგრამ უკრაინის ომამდე რატო არამბობდი იგივეს პრესკონფერენციაზე? აფხაზეთში რო საჯიშე ბიჭები დაგვიხოცეს,2008 ში რო აგვიწიეს ქვეყანა ჰაერში და საერთოდ ბოლო 200 წელია დანას გვირტყამენ ეგ არიყო საკმარისი? მაინდამაინც უკრაინაში უნდა ეომათ ეს როგეთქვათ? ჯერ თქვენი დაასაფეთ და გაითავისეთ უკეთესიიქნება
ქართველი
16 სექტემბერი 2022 16:01
6
100 %-ით მართალი ხარ! იცით რა არის კიდევ საოცარი? მამუკა ჯუღელი და სხვები ადრე ცდილობდნენ ვინმე თუ ოდნავ გაფხაკურდებოდა ეგრევე რუსეთის გზას გაუყენებდნენ, იგივე ასათიანი და სხვ. ნიჭიერი ფეხბურთელი, ახლა ომი დაიწყო და სხვა გზა აღარ აქვთ... კი მაგრამ, ქინქლაძე, კობიაშვილი, არველაძე ვინც წაიყვანა, იგივე იაშვილი, ხიზანიშვილი, მათ შემდეგ დავიჯერო კონტაქტები გაწყვიტეს და მხოლოდ რუსული პრემიერლიგა იყო იდეაფიქსი? ჩემპიონატი კარგი, დაბალი დონის გვქონდა ყოველთვის, მაგრამ აგენტები რატომ მხოლოდ რუსეთისკენ იყურებოდნენ? დავიჯერო ტალანტები არ მოდიოდნენ, მაგრამ რუსეთი და მხოლოდ რუსეთი, სადაც ფეხბურთელი სასურველ დონეს რათქმაუნდა ვერასდროს ვერ მიაღწევს და ტექნიკური ფეხბურთელისთვის არც ინგლისის პრემიერლიგა მგონია საუკეთესო არჩევანი.
ქართველს
16 სექტემბერი 2022 17:22
5
ყოჩაღ რამაზ სვანაძე! აი ასე მკაფიოდ და გარკვევით უნდა იყოს ჩამოყალიბებული პოზიცია! კაი და მართალი კაცი ხარ!
ვენეციის კომისია
15 სექტემბერი 2022 15:32
12
ის 1 დისლაიქი ალბათ ვიქტორ ონოპკომ დამიწერა...
ვენეციის კომისია
16 სექტემბერი 2022 13:19
11
არც წავიკითხავს ამ სტატიას. ერთი დისლაიქი ჩემია. რუსეთში თამაშობდა კვარაც, დავითაშვილიც და უამრავი ქართველი ფეხბურტელი და ათი თავით მაღლაა ეს ჩემპიონატი თურქეთისაზეც და პოლონურ- უნგრულზეც და ასე.შ რაც შეეხება პოლიტიკას, სუპერმარკეტში რომ შევდივარ ვცდილობ უკვე წლებია რუსული ნაწარმი არ ვიყიდო, ან ძალიან იშვიათად. პირადად ჩემი საქმით რუსეთში არ დავდივარ, ესეც პროტესტის ნიშნად, მარა ეს ფეხბურთია და სხვა ხალხის არჩევანია, ყველამ თავად გადაწყვიტოს რა და როგორ. ნუ მოუწოდებთ ამ რაღაც ვაიპატრიოტული სულისკვეთებით ვითომ სხვებს რა უნდა ქნან! რუსი ხალხის ცხოველებად გამოცხადება და შეურაცხყოფა არ მიმაჩნია სწორად. უამრავი ღირსეული და გადასარევი ადამიანია რუსეთში, თუნდაც იგივე სიომინი ფეხბურთში და ასე.შ რომელი პუტუნის მაქებარი სიომინი ნახეთ. ასე რომ რომელიმე ფეხბურთელს თავზე თუ ყვებიან, დავუფასოთ ეს და ნუ ვიქნებით დაუნახავი ტლუები. ხოლო როცა რამეა მართლა პრინციპული დასაცავი აი იქ ნუ შევრცხვებით! ნუ გავიყიდებით თხებივით! და ნუ ვიქნებით გაუნათლებელი მონები და ვეცადოთ ერთმანეთს მივეხმაროთ მეტი, ნაცვლად ამ ხმამაღალი კვირილისა
კაპიტან გარდენბურგი
16 სექტემბერი 2022 15:55
20
ღირსეულმა რუსებმა კაი ხანია დატოვეს რუსეთი, ან ციხეში ზიან,ან მიწაში არიან. სწორედ კეთროვანივით უნდა მოექცე, რომ მიხვდნენ რას და ვის უჭერენ მხარს. არსებობს კოლექტიური პასუხისმგებლობის ცნება. თან პუტინს ირჩევდე, ეგუებოდა, ხმას არ იღებდე და თან პატივისცემას ითხოვდე, ეგრე სად არის?!
მართალია ეს კაცი. 1992-93 წლის მერე, რაც აფხაზეთში გაგვიკეთეს, ქართველი ფეხბურთელი მანდ მართლა არ უნდა თამაშობდეს. ვინც ითამაშა, მაგრად მიქარა. რომ არა უკრაინის ომი და ევროტურნირებზე ბანი, კვარაც რუბინში იქნებოდა.
ციციკორე
16 სექტემბერი 2022 16:34
9
მართალი ხარ
Kkkk
16 სექტემბერი 2022 16:34
2
რამაზ სვანაძე - ნიმუში როგორი უნდა იყოს თავმოყვარე ქართველი. მე დავამატებდი რომ არამარტო ფეხბურთში, არამედ არცერთ სპორტში არ უნდა იყოს ქართველი, იმ საქათმე ქვე ყანაში.
დააT
16 სექტემბერი 2022 14:56
13
მართალს ბრძანებთ და არა მარტო სპორტში, საერთოდ ყველაფერში უნდა გავემიჯნოთ მაგ ქვე ყანას.
G.LA
16 სექტემბერი 2022 15:16
12
მწვრთნელი უნდა არჩევდეს ფეხბურთელს მისი ფორმის მიხედვით და დირექტივებს არ უნდა იძლეოდეს ვინ სად ითამაშოს,რუსთში დღეს ბევრი უცხოელი თამაშობს ფრანგიც, ხორვატიც, ჰოლანდიელიც, ალბანელიც, გერმანელიც, ლიტველიც და თვითონ უკრაინელიც,რაღა ქართველზეა ამხელა გართულება,მეტსაც გეტყვით რუსეთს ცალი ხელით ვითომ ებრძვიან და ცალი ხელით მასთან თანამშრომლობენ მაგალითისთვის, ამერიკა დღემდე რუსეთიდან სასუქს და სხვა სამეურნეო ნივთიერებებს ყიდულობს და ამავე დროს სხვას ასწავლიან ჭკუას რო რუსეთთან არ ითანამშრომლოთო,ასე რომ გაგნიძეს თავი დაანებეთ და ამ პატარა ბიჭს აცადეთ ნორმალური განვითარება,მწვრთნელმა კი თავის საქმეს უნდა მიხედოს და თავი დაანებოს პოლიტიკურ განცხადებებს,უკრაინაში ომის პროვოცირებას ვინც ხელი შეუწყო იმან უნდა იდარდოს და იგრძნოს პასუხისმგებლობა,აქ გაგნიძე არაფერ შუაშია.არ დაბლოკოთ ეს კომენტარი თავისუფალო მედიავ, არ დაბლოკოთ.
qomagi
16 სექტემბერი 2022 15:41
12
მხოლოდ ფაქტები:
- ეროვნული ნაკრები მხოლოდ სპორტი არ არის.
- აბსოლუტურად ყველა (!!!) ნაკრებისათვის მეტ-ნაკლებად გამოსადეგი ქართველი ფეხბურთელი დროზე ადრე ჩაქრა რუსეთში.
- რუსეთს არც ამერიკის და არც ევროპის ტერირორიები აქვს ოკუპირებული და იქ სელექციური (შერჩევითი) ეთნოწმენდა ჩატარებული.
გიო
16 სექტემბერი 2022 19:30
10
ყველასთან შეგვიძლია ტოლ-სწორად თამაში და გამარჯვება.მწამს,რომ ქართული ფეხბურთის აღმავლობის ხანა დგება!!!
მერაბი
15 სექტემბერი 2022 16:34
1
ეს ნაცპოლიტიკოსია? მიხოს დავალებებს ასრულებ?რაო სვანაძე შენმა ბელადმა მიხომ?
simartle
16 სექტემბერი 2022 17:36
8
იმის გამო რომ რუსეთს უკრაინასთან ომი აქვს ჩვენ პერსპექტიულ ფეხბურთელებზე რომელიც რუსეთში თამაშობენ უარი უნდა ვთქვათ? თუ ამ პოლიტიკის გატარება გვინდოდა მაშინ უნდა გაგვეტარებინა როცა რუსეთმა წერიტორიები წაგვართო. უკრაინის გამო არავის არ უნდა დავუპირისპირდეთ. და კიდევ: პოლონეთში და კვიპროსში თამაშს რუსეთის სანქცირებულ ჩემპიონატში სჯობია თამაში კლასის დასახვეწად. ნეტა ჩაკვეტაძეც ბელგიის ნაცვლად რომელიმე რუსულ კლუბში გადასულიყო 2-3 წლით და დარწმუნებული ვარ დღეს ტოპ ლიგაში იქნებოდა მაჩანჩალა სლოვანის ნაცვლად
იაგო
16 სექტემბერი 2022 21:09
21
ყოჩაღ რამაზ, კაცი ხარ!
Zura
16 სექტემბერი 2022 15:38
12
მე მოვუსმინე ამ კომენტარს და სიმართლე გითხრათ სასიამოვნოდ გამიკვირდა, რომ ეს მხოლოდ მისი აზრი კი არაა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოზიციაცაა, ესე იგი სწორ გზაზე დგას ფედერაცია და არ იზიარებს ზოგ-ზოგიერთების აზრს.
16 სექტემბერი 2022 14:28
9
ჰოდა და ნუღარ იძახებთ.
ჯონდო
16 სექტემბერი 2022 13:54
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული