"მთავარი გუნდის წარმატებაა, შემდეგაა ინდივიდუალური" - ხვიჩა კვარაცხელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაპირისპირების წინ ხვიჩა კვარაცხელიამ სხვადასხვა თემაზე ისაუბრა:

"როცა ეროვნულ ნაკრებში ხვდები, ისეთი სიხარულით ვხვდები... მართლა ძალიან მიხარია, ისეთი მეგობრული და ოჯახური გარემო არის, რომ არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მოედნის გარეთაც ყველაფერი უნდა დადო ამ ბიჭებისთვის და ამ გულშემატკივრებისთვის. ალბათ გარედანაც ამჩნევენ, რომ გუნდში ერთსულოვნებაა, ერთი დიდი ოჯახი ვართ, რომელიც ჩვენი მიზნისთვის ყველაფერს აკეთებს.

რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად კარგია, როცა რაღაც კარგს აკეთებ, მაგრამ ჩემი აზრით, პრიორიტეტული გუნდთან ერთად წარმატებაა, იმიტომ, რომ გუნდის გარეშე შენ ინდივიდუალური ფეხბურთელი
ვერ იქნები, ვერაფერს ვერ მიაღწევ. მეც ვცდილობ, რომ რაც თვისებები მაქვს, გუნდს მოვარგო, მოვახმარო ისევ.

გუნდის წარმატება ჩემთვის პირველია, შემდეგაა ინდივიდუალური".

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის დარჩენილ 2 მატჩს ხვალ, 23 სექტემბერს, მაკედონიასთან გამართავს, 26-ში კი გიბრალტარს ესტუმრება.

Nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
კარგი შვილი ხარ,შემოგევლე. ერთს გთხოვ, გიო ქინქლაძესავით არ გაფლანგო ის დიდი ტალანტი,რაც გაგაჩნია. ამის უფლება არ გაქვს. შენ საქართველო უნდა აზარი მუდამ!!!
გიორგი
22 სექტემბერი 2022 19:54
0
კარგია თუ ასეა, ერთი დიდი ოჯახი. გვახსოვს, ზოგს ჩამოსვლა არ უნდოდა ხოლმე, ვინც ჩამოდიოდა კიდევ, პატკატის გამო, თავის გუნდელს დედას აგინებდნენ: ეს ფეხები იცი რამდენი ღირსო. შეგნება უნდა შეიცვალოს, მგონი უკვე წამოვიდა სხვა თაობა.
დიდება საქართველოს!
ლევანი
22 სექტემბერი 2022 14:18
0
შეეშვით რა ამ უაზრო 'ერთი ოჯახი' და ბლა ბლა ბლას, რაღაც კომკავშირულს მახსენებს, როცა კლასი თითქოს ერთი ოჯახი იყო და მსგავსი სისულელეები. მოჭიდავეებმა იმდენი იძახეს ოჯახი, ოჯახი, მანამ სროლა არ დაუწყეს ერთმანეთს. ოჯახი კი არა საქართველოსთვის გვიხარია თამაში-თქო და მორჩა. საკმარისი მიზეზია თავი დადო.
odala
22 სექტემბერი 2022 13:56
27
სქანჲ გურუშჲ გოლუაფირო ჩქინჲ ჯიმაია✊❤️❤️
emigrant
22 სექტემბერი 2022 13:05
6
სქანიჲ გურუშჲ გოლუაფირო ჩქინჲ ჯიმაია✊❤️❤️
emigrant
22 სექტემბერი 2022 13:05
5
გვეამაყები, გვიყვარხარ, გვაგიჟებ....
გიო
22 სექტემბერი 2022 12:30
1
წარმატება ხვიჩას, ყველა ქართველს და საქართველოს მოყვარულს...
rable
22 სექტემბერი 2022 10:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული