ჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: მთავარია, ჯერჯერობით ჯგუფის მოგების შანსს ვინარჩუნებთ

AutoSharing Option
23 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს მეტოქე გუნდის მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ უპასუხა.

"ჩემი, როგორც მწვრთნელის ფოკუსირება მხოლოდ საკუთარ გუნდსა და შესაძლებლობებზეა. მოედანზე მაქსიმუმის გაღება გვსურს. ხვიჩა კვარაცხელია გამორჩეული ფეხბურთელია, თუმცა ჩემთვის მთავარი გუნდია და არა ცალკეული მოთამაშე. მოწინააღმდეგესაც ასე ვუყურებ.

ჩვენ მაშინ, როცა გავიმარჯვეთ და ევროფორუმზე გავედით და შემდეგ, როცა იტალია დავამარცხეთ, კარგად გამოვიყურებოდით. ახლა თაობათა ცვლაა, თუმცა, რაც მთავარია, ჯერჯერობით ჯგუფის მოგების შანსს ვინარჩუნებთ, რაც რთული იქნება, თუმცა ამისთვის ყველაფერს
გავაკეთებთ".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბიჭებმა მინიმუმ 3:0-ზე უფრო კარგი ანგარიშით უნდა მოიგონ იმის გათვალისწინებით, რომ შანსები თბილისში ნახევარფინალის ჩატარებისა გაიზარდა!
ლაშა
11:53 23-09-2022
0
ეს გავს ბეჭდების მბრძანებელში როა რა ქვია იმას სულ მაშინებს ამის ფოტო
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული