"პროვოკაცია, ორგანიზაციული კოლაფსი თუ სოფლის კოოპერატივი თბილისში" - მაკედონიელები სტადიონზე დაგვიანებით მიყვანის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ

AutoSharing Option
23 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, მეტოქე გუნდი კი თბილისში საცობების გამო "დინამო არენაზე" სავარჯიშოდ 45 წუთის დაგვიანებით მივიდა. ეს უკვე პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სტუმართა ნაკრების დანიშნულების ადგილზე დროულად და უხიფათოდ მიყვანა ვერ ხერხდება. 11 ივნისს ჩამოსული ბულგარეთის ეროვნული გუნდი ავტოავარიაში მოყვა, მათი ნახევარმცველი ტოდორ ნედელევი სერიოზულად დაშავდა და ოპერაცია გაუკეთეს. შეგახსენებთ, საცობების გამო ევრობასკეტისას "თბილისი არენაზე" დაგვიანებით მისვლაზე ჩიოდა თურქეთის კალათბურთელთა ნაკრებიც.

ამასთან დაკავშირებით ჩრდილომაკედონიურმა sportmedia.mk-მ წერილი გამოაქვეყნა სათაურით - "პროვოკაცია თუ ორგანიზაციული კოლაფსი"

"ეს
მასპინძელთა მხრიდან პროვოკაციაა თუ უბრალოდ ორგანიზაციული მხარე არ უვარგათ - ეს იმის გათვალისწინებით, რომ მილიონიან ქალაქში გზებზე უზარმაზარი საცობებია და გუნდის სტადიონზე მისვლა პრობლემა გახდა. ეს ჩვენთვის გამოცანაა.

ჩვენს ავტობუსს თან არ ახლდა პოლიციის კორტეჟი, რომელიც გზას გაუთავისუფლებდა, რაც სოფლის კოოპერატივს მოგვაგონებს", - წერს გამოცემა.

მკითხველის კომენტარები / 54 /
ალბათ მართლაც პოლიცია უნდა აცილებდეს,მაგრამ ეს უშველიდათ?
სოსო
22 სექტემბერი 2022 22:48
1
ამათ ვერაფერი/არაფერი უშველით!
ლაშა
22 სექტემბერი 2022 22:58
1
ᲛივეციᲗ რა სალაპარაკო და წაგების მიზეზები მაკედონიას.
რომა
22 სექტემბერი 2022 23:18
1
დღეს გაჩვენებთ ვინაა სოფლის კოოპერატივი
ბადრი
23 სექტემბერი 2022 07:51
25
ეგენი ისეთი პროვოკატორები არიან მინდორზეც დაიწქყებენ ათასნაირ მაიმუნობას
მიხო
23 სექტემბერი 2022 11:10
5
ეგრევე დაგვისვეს დიაგნოზი :( ორგანიზაციული საკითხები რომ ჩვენი ძლიერი მხარე არ არის, საიდუმლოა?
odala
23 სექტემბერი 2022 09:45
7
არაა დღეს აღდგომა, თორემ 5 წუთში მიგიყვანდით! უნდა გვაპატიოთ. ხვალ თუ გინდათ ფორას მოგცემთ და ისე მოგიგებთ))
დავით 67
23 სექტემბერი 2022 01:10
14
100%
კობა
23 სექტემბერი 2022 15:32
0
ნუ დავემსგავსებით ხიხო გაგრიებს. რაც სიმართლეა, უნდა აღნიშნო რომ სიმართლეა. რა მნიშვნელობა აქვს, მაკედონელი გეტყვის ამას, თუ გერმანელი?!
ციციკორე
23 სექტემბერი 2022 09:29
7
იდგებონდენ პოლიციის კორტეჟთან ერთად საცობში
Fft
22 სექტემბერი 2022 23:02
4
რა ჯანდაბა გჭირთ ჯერ იყოდა ბულგარელებს ტავები დაუტეხეთ ახლა ამათ აწვალებთ. ორი ცხვარი არ ჩაიბარება თქვენზე
mamuka
23 სექტემბერი 2022 10:25
9
ვისაც არ უყვარს სოფელი, იმას აუტყდა კანკალი
Nigerieli yvelis vachari.
23 სექტემბერი 2022 07:41
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული