პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიას 1:0 ამარცხებს

AutoSharing Option
ერთა ლიგის მე-5 ტურის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონიას 1:0 ამარცხებს.

С4 ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად საქართველოს ეროვნულ გუნდს 1 ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში უკეთესი პოზიციის დასაკავებლად ქულათა მაქსიმუმი და ბურთების საუკეთესო შეფარდება სჭირდება. მეტოქე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გვესტუმრა, მაგრამ ცხადი იყო, თეორიული შანსის გამოსაყენებლად თავს არ დაზოგავდა, მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში ვერ ჩადგებოდა და იმისათვის, რათა ის არ განმეორებულიყო, რაც გასულ ტურში თბილისში ბულგარეთთან მოხდა (0:0), სასურველი დებიუტშივე
დაწინაურება გახლდათ.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა 3-4-2-1 ტაქტიკა აირჩია, კარში მამარდაშვილი ჩააყენა, ჩაკვეტაძეს კი სიცხე ჰქონდა და ამ მიზეზით არ იყო განაცხადში. შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მეტოქე სივრცეებს გვიკეტავდა, იერიშების მიტანა გვიჭირდა. პირველი მომენტი მოწინააღმდეგემ შექმნა, როდესაც შორიდან სპიროვსკის ძლიერად დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ აბურჯანიას გატანა მეკარემ არ დაანება, მორიგი შეტევისას კი კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში მიოვსკიმ ჩაჭრა. მერე ზივზივაძემ ვერ უწია მიზანს და პირველი ტიმი 1:0 მოვიგეთ.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - ჩრდ. მაკედონია
გოლები: 1:0 მიოვსკი (35, საკ. კარში)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია, წიტაიშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი, ზივზივაძე

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ალიოსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ზაიკოვი, აშკოვსკი, სპიროვსკი, ბარდი, ელმასი, რისტოვსკი, მიოვსკი

მკითხველის კომენტარები / 31 /
ვინმე დაწერეთ სად ვუყურო,არა ვარ საქართველოში
გიუშა
23 სექტემბერი 2022 20:53
1
televizia.org
aq naxe
23 სექტემბერი 2022 20:57
0
Fox Sport ზე შედი არი, უკიდურეს შემთხვევაში livetv.sx
new york
23 სექტემბერი 2022 21:01
0
ყველა გამოხმაურება
რა გახდა დინამო არენაზე ნორმალური საფარის დაგება.
ტტტ
23 სექტემბერი 2022 22:14
2
გუნდი კი არა საბავშვო ბაღი მაგრამ ვიგებთ. როდემდე გაგრძელდება ასე
1
23 სექტემბერი 2022 21:59
2
რაიყოთ ცოტა გაიღიმეთ ცოტა გაიხარეთ მეტი პოზიტივი ხო შეიძლება
Vakho Chkheidze
23 სექტემბერი 2022 21:51
2
როგორი სირცხვილია ნაკრებში ნემსაძე ჯამარაულის შემდეგ კვეკესკირი აბურჯანიას ყურება
alexsis
23 სექტემბერი 2022 21:13
3
პირველ არხზეა, მაგრამ უნამუსოდ ჭედავს. პროვაიდერებს ერთხელაც ავულესავ სიფათებს. ტარიფებს ზრდიან, ხარისხი იგივეა ან უარესი.
ლევანი
23 სექტემბერი 2022 21:04
1
საზგვარგარეთ რო შევძლოთ ყურება. რაგაცა გააკეთეთ სირცხვილია
15252
23 სექტემბერი 2022 21:57
1
80 წუთია 2:0 ვიგებთ და ბუდუმ მაგარი გამაზა
roma bejanidze
23 სექტემბერი 2022 21:41
0
liveball გუგლიში ჩაწერე და აქ შეგიძლია უყურო არ დაბლოკოთ ყურება უნდა ადამიანს გთხოვთ ❤
ემიგრანტი
23 სექტემბერი 2022 21:02
0
Betcity-ზე ვუყურებდი დაგლიჯა ნერვები,ჭედავს საშინლად მაგრამ ერთი აზრი მაინც გამოვიტანე-ჟორჟიკა გვჭირდება სასწრაფოდ)
გიუშა
23 სექტემბერი 2022 20:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული