საბერძნეთმა ჩრდ. ირლანდია დაამარცხა - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალში ყაზახეთს უმასპინძლებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
С2 ლიგის დასკვნით ტურში საბერძნეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიას 3:1 სძლია და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი გუნდების პლეი-ოფში С დივიზიონში მეორე ადგილზე გავიდა. ასე და ამგვარად, დივიზიონის ყველაზე მაღალრეიტინგული გუნდი საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალში ყაზახეთს უმასპინძლებს. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საბერძნეთი და თურქეთი დაუპირისპირდებიან.

С დივიზიონიდან პლეი-ოფში გასული გუნდების საბოლოო მაჩვენებლები

საქართველო - 6 მატჩში 16 ქულა (ბურთების შეფარდება 16:3).
საბერძნეთი - 6 მატჩში 15 ქულა (10:2).
თურქეთი - 6 მატჩში 13 ქულა (18:5).
ყაზახეთი - 6 მატჩში 13 ქულა (8:6).

ათენი. "გეორგიოს კამარასი"

საბერძნეთი -ჩრდ. ირლანდია 3:1
გოლები: 1:0 პელკასი (14), 1:1 ლეივერი (18), 2:1 მასურასი (55), 3:1 მანტალოსი (80)

მკითხველის კომენტარები / 27 /
გავალთ უეჭველი.
ლევანი .
28 სექტემბერი 2022 01:25
5
საბერძნეთი-თურქეთისგან განსხვავებით, საქართველო-ყაზახეთი ის შემთხვევა როცა ორივეს აწყობს, ალბად ყაზახებიც აირჩევდნენ ჩვენთან შეხვედრას, ბოლო ბოლო შესაძლო რევანშის მოტივაციითაც, ამ შემადგენლობით მეეჭვება ფინალის მოგება თუ ახალი სახეები არ დაგვემატა, ბევრის პიკი გადავლილია და ქვემოთ ეშვებიან, ყველაზე მყარად მეკარეს პოზიციაა, მერე თავდასხმა, დაცვას სერიოზული ჩავარდნები აქვს, პენსიონერების ფონზე, აი შუა ხაზი უნდა ითქვას არ გვყავს საერთოდ, ფლანგები კიდევ არაუშავს, დავითაშვილის და წიტაიშვილის პროგრესის იმედად... იქნებ ლუკა გაგნიძე გაიზარდოს სამაგისოდ? მაინტერესებს საზონოვი საქმეში, და კარგი იქნება თუ მარადიშვილს დავიბრუნებთ, ფიზიკა გამოკვეთილად უკეთესი აქვს ვიდრე კვეკვესკირი+აბურჯანია+გვილიას ერთად აღებულს...
გუსანი
28 სექტემბერი 2022 09:24
3
ერთი ცნობილი მწვრთნელი ამბობდა, ერთი ფეხბურთელი მომცა რომ გოლს გაიტანსო და მერე თუ გინდ ტყუილად იდგეს მოედანზე მთელი თამაშიო. ჩვენ ხვიჩას გოლიც გააქვს. საგოლე პასსაც აკეთებს, სანახაობასაც ქმნის და მთელი ტამაშიც მიყავს. მეტი რა ქნას ამ პატარა ბიჭმა. ხვიჩა გვყავდეს ჯანმრთელად და ყაზახეთი რომ დამარცხებულია ორი აზრი არ არსებობს.
gio
28 სექტემბერი 2022 10:13
0
Პირველ რიგში ყველა გულშემატკივარს ვულოცავ საქართველოს შედეგს, რომელიც აქამდე ასე გვაკლდა. Პრობლემები არის რა თქმა უნდა და ყოველთვის იქნება, რომ არ იყოს მსოფლოოს მოგებაზეც გვექნებოდა პრეტენზია. Ასე რომ ახლა შევირგოთ ეს გამარჯვენები და ყველანაირად გვერდში დავუდგეთ ბიჭებს!
Irakli
28 სექტემბერი 2022 10:13
0
ანდორას და მალტას ისე უნდა მიუდგე როგორც არგენტინას და ბრაზილიას და საფრანგეთს დ ა.შ. ესააა პროფესინალიზმი უნდა დაიხარჯო ბოლომდე. რა აზრი აქ ვის ეთამაშები მითუმეტეს ოფიცილურ შეხვედრაში. წარმატებები ჩვენს ბიჭებს
ქომაგი
28 სექტემბერი 2022 10:04
0
ხოლო თუკი თურქეთი ძირითადი შესარჩევიდან გავა ევროზე, მაშინ ლუქსემბურგი ამოიწევს მაღლა და გამოდის რომ
საქართველო-ლუქსემბურგი
საბერძნეთი-ყაზახეთი
იქნება ნახევარფინალები.
ირაკლი
28 სექტემბერი 2022 00:48
19
ბულგარეთი როგორ იქნება როდესაც 9 ქულა დააგროვა, ლუქსემბურგმა კი 11. არაფერი პირადული, უბრალოდ არითმეტიკა.
ირაკლი
28 სექტემბერი 2022 08:26
0
და რატომ არ ფიქრობ რომ საბერძნეთი ბულგარეთი და თურქეთი ყაზახეთი იქნება? 9 ოქტომბერს უნდა მივხვდეთ დაახლოებით რა მოხდება.
roma bejanidze
28 სექტემბერი 2022 02:09
5
სიმართლე ვთქვათ მეგონა რომ საბერძნეთი ჩვენთან თამაშს აირჩევდა და არ მოიგებდა ბოლო მატჩს.მაგრამ მოედნის უპირატესობა და თურქეთი არჩიეს.სპორტულმა პრინციპმა იმარჯვა,კარგია.წარმატებები ჩვენს ბიჭებს,იმაზე უკეთესი ვარიანტი რაც გათამაშდა,უბრალოდ აღარ არსებობს.
ალექსი
28 სექტემბერი 2022 10:32
0
მოკლედ სულ გვიმართლებს ერთა ლიგაზე.ერთხელ მაინც შევირგოთ უეფას საჩუქარი.
Master
28 სექტემბერი 2022 10:09
0
მთავრი ყაზახეთს მოვუგოთ და მერე თურქეთი და საბერძნეთი შეიძლება შესარჩევიდანაც გავიდეს ეროპაზე რაც შანსებს უფრო ზრდის.პლიუს მე იმედი მაქ შესარჩევიდანც გავალთ
მოსეხონელი
28 სექტემბერი 2022 05:27
1
მოვლენები ჩვენთვის საუკეთესოდ აეწყო. იღბალი გვაქვს, დანარჩენი ჩვენზეა.
გიორგი
28 სექტემბერი 2022 16:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული