საბერძნეთმა ჩრდ. ირლანდია დაამარცხა - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალში ყაზახეთს უმასპინძლებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
С2 ლიგის დასკვნით ტურში საბერძნეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიას 3:1 სძლია და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი გუნდების პლეი-ოფში С დივიზიონში მეორე ადგილზე გავიდა. ასე და ამგვარად, დივიზიონის ყველაზე მაღალრეიტინგული გუნდი საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალში ყაზახეთს უმასპინძლებს. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საბერძნეთი და თურქეთი დაუპირისპირდებიან.

С დივიზიონიდან პლეი-ოფში გასული გუნდების საბოლოო მაჩვენებლები

საქართველო - 6 მატჩში 16 ქულა (ბურთების შეფარდება 16:3).
საბერძნეთი - 6 მატჩში 15 ქულა (10:2).
თურქეთი - 6 მატჩში 13 ქულა (18:5).
ყაზახეთი - 6 მატჩში 13 ქულა (8:6).

ათენი. "გეორგიოს კამარასი"

საბერძნეთი -ჩრდ. ირლანდია 3:1
გოლები: 1:0 პელკასი (14), 1:1 ლეივერი (18), 2:1 მასურასი (55), 3:1 მანტალოსი (80)

მკითხველის კომენტარები / 27 /
შოუ ეხლა იწყებაა. ყაზახეთს დინამოზე ვეჯახებით თავით. იქით ბერძნები და თურქები დაკლავენ ერთმანეთს წარმოუდგენელი ამბავი მოხდება ათენში. ღმერთი ჩვენსკენ. რაღაცნაირად მგონია რო დადგა ეს ისტორიული დრო. გულშემატკივარი მზადვართ და ყაზახეთთან პირველი წამიდანვე ნახავთ 60 ათასს გაგიჟებულ ქართველს. სასწაული ელოდებათ ყაზახებს
ქართველი
02:25 28-09-2022
0
კარგად დაჯდა მომწონს. ახლა შესარჩევს მივაწვეთ იქედან ვცადოთ გასვლა იმედია ნორმალური ჯგუფი იქნება
რაბუ
00:47 28-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული