უმნიშვნელოვანეს წილისყრამდე საათები რჩება - დღეს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა

AutoSharing Option
დღეს თბილისის დროით 14:00 საათზე გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დაიწყება, სადაც სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა.

ჩვენი გუნდი მე-4 კალათაშია, გთავაზობთ სავარაუდო მეტოქეთა ჩამონათვალსა და კალათებს:

ერთა ლიგის კალათა: ხორვატია, ნიდერლანდები, იტალია, ესპანეთი I კალათა: ბელგია, დანია, პოლონეთი, პორტუგალია, შვეიცარია, უნგრეთი

II კალათა: საფრანგეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი, ისრაელი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთი, შოტლანდია, ფინეთი.

III კალათა: უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია, სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, შვედეთი, სომხეთი.

IV კალათა: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი, კოსოვო, ბულგარეთი, ფარერები,
ჩრდ. მაკედონია.

V კალათა: სლოვაკეთი, ჩრდ. ირლანდია, კვიპროსი, ბელარუსი, ლიეტუვა, გიბრალტარი, ესტონეთი, ლატვია, მოლდოვა, მალტა.

VI კალათა: ანდორა, ლიხტენშტაინი, სან მარინო.

აქვე გეტყვით, რომ 53 ნაკრები 10 ჯგუფში გადანაწილდება. 7 ჯგუფში 5 გუნდს ვიხილავთ, 3 ჯგუფში კი - ექვსს. ჯგუფში ორი საუკეთესო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს პირდაპირ მოიპოვებს, მათ სამი გუნდი ერთა ლიგიდან და პლუს, მასპინძელი გერმანია დაემატება.

უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 23 მარტს დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 47 /
პოლონეთი
უელსი
სომხეთი
საქართველო
მალტა
სან მარინო
სულ1ა
22:30 07-10-2022
3
რუსეთი რომ მონაწილეობდეს, უეჭველი უნგრეთს შეახვედრებდა პირველი კალათიდან უეფა პუტინის ხათრით.
მიშა
15:38 07-10-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული