"ერთი რამ ნათელია... ჩვენს სიტყვას ვიტყვით!" - სანიოლმა წილისყრა შეაფასა

AutoSharing Option
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა:

"ვფიქრობ, ესპანეთის ნაკრებს უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ. ნათელია, რომ ეს ჯგუფის პირველი გუნდი იქნება.

ფეხბურთში რთულია რაღაცის წინასწარ დაგეგმვა, თუმცა ვიცი, რომ ნორვეგიასთან, შოტლანდიასთან და კვიპროსთან ჩვენს სიტყვას ვიტყვით. მეტოქეებზე ფიქრისას ყოველთვის გამოარჩევ შედარებით ძლიერს ან სუსტს, თუმცა ერთი რამ ნათელია - ჩვენი ჯგუფის ოთხივე მეტოქე არ არის ბედნიერი საქართველოს წინააღმდეგ თამაშით და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

როდესაც ნორვეგიაზე ფიქრობ, ერლინგ ჰოლანდი გახსენდება. დარმწუნებული ვარ, ჩვენი
კაპიტანი ძალიან ბედნიერია, რადგან მის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა. ჩვენი მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანია როგორც დიდი გუნდების, ისე დიდი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში.

შოტლანდიაში ყოველთვის განსაკუთრებული საფეხბურთო ატმოსფეროა და ეს გამორჩეული მატჩი იქნება, ხოლო კვიპროსის და თემურ ქეცბაიას წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებული იქნება", - ამბობს სანიოლი.

altნორვეგიელთა მწვრთნელი: საქართველოს ჯგუფში ყველა ნაკრების დამარცხება შეუძლია

altროგორი იყო ქეცბაიას რეაქცია, როდესაც გაიგო, რომ მისი გუნდის მეტოქე საქართველოს ნაკრები იქნება [VIDEO]

altქეცბაიას წინააღმდეგ - ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 9 /
რა მაზალო იქნება, ჯგუფიდან საქართველო და კვიპროსი რომ გავიდეთ! :-)
6
მომწონს შეფასება
giorgi
17:48 09-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული