ვის შეხვდება საქართველოს ნაკრები ნოემბერში? - ექსპერიმენტების საშუალება სანიოლისთვის

AutoSharing Option
მთელი ყურადღება ახლა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის წილისყრისკენაა მიმართული, რომელსაც 2023 წელს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. ამავდროულად, არ გვავიწყდება ისიც, რომ ნოემბერი მოახლოვდა, როცა საკლუბო ფეხბურთი შეისვენებს, ნაკრებები ამხანაგურ შეხვედრებს ჩაატარებენ, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები კი მისთვის მოემზადებიან.

ჯერჯერობით ამხანაგური დაპირისპირებებისათვის ვილი სანიოლის გუნდის მეტოქეები უცნობია. მომავალი წლის მარტამდე, როცა ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის მატჩები დაიწყება (ნორვეგიასთან თბილისში), ეს ბოლო შესაძლებლობა იქნება, როცა "ჯვაროსნები" შეხვედრებს ჩაატარებს. ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი ისაა, რის გამოც ჩვენთან თამაშის სურვილი გრანდებსაც უნდა გააჩნდეთ და არა მხოლოდ ევროპულ, არამედ
თუნდაც, სამხრეთამერიკულ ნაკრებებს, თუმცა მათი არჩევისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, ალბათ, მომავალ მოწინააღმდეგეებთან (ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, კვიპროსი) სათამაშო სტილით მსგავსება უნდა იყოს.

Sportall.Ge

დიდი მოლოდინით ველით, გიორგი ჩაკვეტაძის კარგი სათამაშო ფორმა ეროვნულ ნაკრებშიც ვიხილოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოთარ კიტეიშვილი ჩვეულ კონდიციებს დაუბრუნდეს. ჩვენი ნაკრების ფრანგ დამრიგებელს იმის საშუალებაც ექნება, ახალი ფეხბურთელებიც გამოსცადოს და გარკვეულ ექსპერიმენტებსაც მიმართოს.

ამასობაში, ცნობილია, თუ ჩვენი ჯგუფის წევრები ვის დაუპირისპირდებიან. თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებით დავიწყოთ, რომელიც ნოემბრის მატჩებს ბულგარეთისა (შინ) და ისრაელის (სტუმრად) ნაკრებებთან ჩაატარებს. ქეცბაიამ განაცხადა, რომ ქართველებთან ამხანაგური სურდა, თუმცა ახლა შეხვედრა უკვე ოფიციალური იქნება.

Sportall.Ge

რაც შეეხებათ ნორვეგიელებს, ერლინ ჰოლანი და მისი თანაგუნდელები 17 ნოემბერს ირლანდიაში ითამაშებენ, სამი დღის შემდეგ კი ფინეთს უმასპინძლებენ.

მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა უკრაინასთან პლეი-ოფში დარჩენილი შოტლანდიის ნაკრების სპარინგ-პარტნიორი თურქები იქნებიან, რომლებიც სანიოლის გუნდის მსგავსად, "ერთა ლიგის" C დივიზიონის ჯგუფის გამარჯვებულები გახდნენ. მათი სხვა მეტოქის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.

ესპანეთის ნაკრები მუნდიალისთვის სამზადისში იქნება და მოწინააღმდეგეს უფრო განწყობის შესაქმნელად შეარჩევს. ლუის ენრიკეს გუნდი 17 ნოემბერს იორდანიას შეხვდება. კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე "ფურია როხა" პირველ მატჩს 23 ნოემბერს, კოსტა რიკის წინააღმდეგ ჩაატარებს, რასაც გერმანიისა და იაპონიის ნაკრებებთან დაპირისპირებები მოჰყვება.

საკლუბო ფეხბურთი 13 ნოემბრის შემდეგ შეისვენებს, მსოფლიო ჩემპიონატი კი 20 ნოემბერს, კატარისა და ეკვადორის დაპირისპირებით გაიხსნება. დაველოდოთ, საქართველოს ნაკრების ნახვა თბილისში წელსვე თუ შეგვეძლება. ეს მალე უნდა გაირკვეს.

alt"არ მინდოდა საქართველოს ნაკრები ჩვენ ქვეჯგუფში ყოფილიყო, მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოს ნაკრების მაისურით ვითამაშე" - თემურ ქეცბაიას ინტერვიუ

altსაქართველოს ნაკრების შანსები, უპირატესობები და პრობლემები - მომავლის ვარსკვლავები ერთ ჯგუფში

altვიწყებთ ნორვეგიით - ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 12 /
ამდენ ხანს ვერ მოაგვარებს და ვერ მოძებნეს სპარინგ პარტნიორები მოვიდა ნოემბერი
ლევანი
09:50 19-10-2022
1
ხალხნო არ გაინტერესებთ რას წარმოადგენს ნაკრები და თვითონ სანიოლი ხვიჩას გარეშე …?!?!რატომღაც მეეჭვება რამე შეძლოს…მაგარი იღბალა მწვრთნელია ( და თან მშიშარა)….ქეცბამ 7 ქულა უნდა ავიღოთო ესე იგი ჩვენ 3 ქულაც გაგვიჭირდება !!!
მდაა
19:42 18-10-2022
26

სიახლეები პოპულარული