საქართველოს ნაკრები მაროკოსთან - ვის დაეყრდნობა და დაასვენებს სანიოლი?

AutoSharing Option
ამხანაგური მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქის შესახებ შევიტყვეთ - მაროკო. ახლა ვილი სანიოლის მიერ გამოცხადებულ შემადგენლობას ველით, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა გახმაურდეს. მას შემდეგ, რაც ევროპული ნაკრებების უახლოეს გეგმებს დეტალურად გავეცანით, ლოგიკური გახდა, რომ სხვა კონტინენტის წარმომადგენელს დავუპირისპირდებოდით. "ჯვაროსნები" აფრიკულ ნაკრებებს 6-ჯერ დაუპირისპირდა - 2 გამარჯვება, 3 ფრე და 1 მარცხი. წაგება 1994 წელს ძალიან ძლიერ ნიგერიასთან (1:5) დაფიქსირდა. 2012 წელს ჯერ კიდევ არავარსკვლავის სტატუსის მქონე მოჰამედ სალაჰის ეგვიპტეს (0:0) დავუზავდით. ახლანდელი სიტუაციის მსგავსად, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის წინ სამხრეთი აფრიკა
დიდი ანგარიშით (4:1) დავამარცხეთ...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ შორეული მგზავრობა სხვადასხვა სირთულესთან იყო დაკავშირებული, თუმცა, თუკი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილესთან ძალების გამოცდა გვსურდა, სხვაგვარად არ გამოვიდოდა. ეგაა, კიდევ ერთ მეტოქესთან შეთანხმება იდეალური იქნებ(ოდ)ა. მომავალი მუნდიალის წარმომადგენლები მხოლოდ ერთ მატჩს ატარებენ, ჩვენი სტატუსის მქონე ნაკრებების უმრავლესობას კი ამ პერიოდში 2 დაპირისპირება აქვს.

Sportall.Ge

როგორი მეტოქეა მაროკო?

მაროკოს ნაკრები საკმაოდ ლამაზ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს. მსოფლიოს გასულ ჩემპიონატზე ისინი ძლიერ ჯგუფში (პორტუგალიასთან და ესპანეთთან) მოხვდნენ, მაგრამ თავი არ შეურცხვენიათ.

მაროკოს ნაკრებში საინტერესო ფეხბურთელებია, რამდენიმე მათგანი კი ფართო გულშემატკივრებისთვისაა ცნობილი. ერთ-ერთი ასეთი ჰაკიმ ზიეჩია, ამჟამად ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი. მიმდინარე სეზონში ის ცოტას თამაშობს და ამხანაგური შეხვედრა ფორმაში შესასვლელად უნდა გამოიყენოს.

მუნირ ელ ჰადიდი ერთ დროს "ბარსელონას" ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა. მისი კარიერა სათანადოდ ვერ განვითარდა, თუმცა 27 წლის შემტევისგან მუდმივად თამაშის გამწვავების მოლოდინი აქვთ.

დაცვის ხაზში გამორჩეულ ფეხბურთელებს ვაწყდებით, თუმცა საქმე უნივერსალურ მოთამაშეებთან გვაქვს. ასეთები "ბაიერნისა" და პსჟ-ის ფლანგელები, ნუსაინ მაზრაუი და აშრაფ ჰაკიმი არიან.

რა უნდა მოგვცეს შეხვედრამ?

მწვრთველები ამხანაგურ მეტოქეებს ხშირად მომავალი მოწინააღმდეგის მიხედვით ირჩევენ, თუმცა მხოლოდ ამ ფაქტორით განსაზღვრა მარტივი არაა. საქართველოს ნაკრების სურვილი, ერთი მხრივ, წაუგებელი სერიის გაგრძელება, კარგი თამაში და მომავალი წლის წინ პოზიტიური განწყობის შექმნა უნდა იყოს, ამავდროულად კი, ვილი სანიოლს ახალი მოთამაშეებისა თუ ტაქტიკური სქემის გამოცდის ამაზე უკეთესი შანსი არ ექნება.

მოწინააღმდეგეს თავისი ინტერესი აქვს: მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკლები ტრავმითა და სირთულეებით მივიდნენ, მოსამზადებლად მცირე დროში კი შეთამაშება მაქსიმალურად მოესწროს.

თუკი ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს, ამ დონის ფეხბურთელის წინააღმდეგ გამოსვლა მათთვის მშვენიერი გენერალური რეპეტიცია გამოვა. ჯგუფურ ეტაპზე მაროკოელთა მეტოქეები ბელგია, ხორვატია და კანადა იქნებიან.

Sportall.Ge

საკადრო ამბები

შემადგენლობის შესახებ ჯერ არ ვიცით. შესაბამისად, არც ის, რამდენად გადაწყვეტს ფრანგი მთავარი მწვრთნელი ზოგიერთი მოთამაშის დასვენებას, რომელთაც დატვირთული საკლუბო პერიოდი აქვთ.

არიან ფეხბურთელები, რომლებიც ბოლო სანაკრებო მატჩებში არ იყვნენ, თუმცა ახლა შანსის მოლოდინში არიან. ერთ-ერთი ასეთი "ანკარაგიუჯუს" შემტევი გიორგი ბერიძეა. 25 წლის ფეხბურთელს უკვე 4 გოლი აქვს გატანილი. ახალი მოთამაშეების გამოძახება ეროვნული ლიგიდანაც შესაძლებელია.

მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს მომავალი წლის მარტიდან ვიწყებთ, 1-ელ შეხვედრაში ნორვეგიას ვუმასპინძლებთ, მაროკოსთან ამხანაგური მატჩი კი ერთგვარი გენერალური რეპეტიცია გამოდის - მანამდე შეხვედრას ვერ გავმართავთ.

altსაქართველოს ნაკრების მეტოქე ამხანაგურ შეხვედრაში ცნობილია

altმოულოდნელი პრობლემა საქართველოს ნაკრებში - ვის გამოიძახებს სანიოლი?

altვის შეხვდება საქართველოს ნაკრები ნოემბერში? - ექსპერიმენტების საშუალება სანიოლისთვის

მკითხველის კომენტარები / 16 /
მსოფლიო რეიტინგში მაროკო ოცდამეორეა ჩვენ კი ამ მხრივ პულსი არ გვესინჯება. წერილის ავტორი კი წერს: იმიტომ ვხვდებით მარიკოს, რომ მოგების სერიის გაგრძელება გვინდაო, პარადოქსია არა?
ჟორა
21:16 04-11-2022
4
მაროკო 22-ეა მსოფლიო რეიტინგში, შესაბამისად მათთან მოგება ყველანაირად წაგვადგება, მარტო სკაუტებისგან ინტერესი ერთი ათად გაიზრდება, რეიტინგს გავიუმჯობესებთ... მაროკოსთან თავის გამოჩენის ჩინებული შანსი ეძლევა თითოეულ ფეხბურთელს დიდი საფეხბურთო ქვეყნების კლუბთა ინტერესის სფეროში მოსაქცევად.
Lasha
16:29 04-11-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული