სანიოლმა ჩაკვეტაძისა და კვარაცხელიას მდგომარეობასა და ყაზაიშვილის არგამოძახებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გამგზავრებამდე პრესკონფერენცია გამართა. მოგეხსენებათ, 17 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე მაროკოს ნაკრებს ამხანაგურად გავეჯიბრებით. სამწუხაროდ, ტრავმის გამო, ხვიჩა კვარაცხელია "ჯვაროსნებს" ვერ დაეხმარება.

ვილი სანიოლი:

"ერთა ლიგის" პირველ ადგილზე დასრულებით კმაყოფილი ვართ. ეს შედეგებზე ითქმის და ნაკლებად თამაშის ხარისხზე, განსაკუთრებით, გიბრალტართან. ეს ყველაზე ცუდი მატჩი იყო, რაც ბოლო დროს ვაჩვენეთ. ამის მიზეზი სხვადასხვაა, მათ შორის, მინდვრის საფარი...

პროგრესი სახეზეა და ჩვენი მიზანია ეს საკვალიფიკაციო ეტაპზე გაგრძელდეს. იმედი მაქვს, ხვიჩა კვარაცხელია ტრავმას მოირჩენს
და მალე დაბრუნდება. მას ბოლოს გასულ კვირას ვესაუბრე.

ესპანეთის ნაკრები ჯგუფის ფავორიტია, დანარჩენებთან კი ბრძოლა შეგვიძლია. არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ 2-3 ნაბიჯით წინ ვართ,  პროგრესი უნდა გავაგრძელოთ და დასახულ მიზანს მივაღწიოთ...

ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატამდე საკმაოდ დიდი დროა, ეროვნული ნაკრების რომელი ფეხბურთელები ითამაშებენ აქ, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ეს ტურნირი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობისაა, ისევე, როგორც შესარჩევი ეტაპი.

საკმაოდ უჩვეულოა, როცა მსოფლიო ჩემპიონატი ნოემბერში ტარდება. გადავწყვიტე არა მხოლოდ გამოცდილი მოთამაშეები, არამედ დებიუტანტებიც გამომეძახებინა. აქ დაბრუნდნენ შენგელია და ბერიძე. ისინი მაროკოს წინააღმდეგ ითამაშებენ, მხოლოდ ვარჯიშისთვის არ გამომიძახებია. მაროკო ძალიან კარგი გუნდია და ყველას ექნება საშუალება, თავი გამოიჩინოს...

გიორგი ჩაკვეტაძეს 2-3 დღე სჭირდება, რათა დაისვენოს. ვერ გეტყვით, ის ითამაშებს თუ არა მაროკოსთან, არ ვიცი, თუმცა აუცილებელია, გუნდთან ერთად იყოს და თავი მის ნაწილად იგრძნოს.

ნებისმიერი სერია აუცილებლად სრულდება. გვსურს გაგრძელდეს, თუმცა ამაზე არ ვფიქრობთ. ისინი ითამაშებენ, ბოლოს ცოტა დრო რომ ეძლეოდათ, თუმცა, კლუბში გამოირჩევიან, მაგალითად, ლუკა ლოჩოშვილი. მესმის, რომ ბევრი ცვლილების დროს ხარისხი იკარგება, თუმცა მთავარი არა მაროკოსთან შედეგის მიღწევა, არამედ ნორვეგიის ნაკრებზე ფიქრია და ამ მიზნით ახალ ფეხბურთელებს გამოვცდით...

ირაკლი აზაროვს კლუბში ბევრი გაუცდა, ბოლოს ითამაშა და იმედია, თავს დაიმკვიდრებს. გიორბელიძის არგამოძახება ჩემი არჩევანი იყო. მარცხენა ფლანგზე დიდი კონკურენციაა. გურამი მომწონს, როგორც ფეხბურთელი. 

რაც შეეხება ყაზაიშვილს, ცნობილი მიზეზების გამო ახლა მისი გამოძახება მიზანშეწონილი არ იქნებოდა, ვიმსჯელეთ და გუნდური ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, არ გამოვიძახეთ.

რაც შეეხება მესამე მეკარეს, ადრე კუპატაძეს ვეყრდნობოდი. კერესელიძის გამოცდა მსურდა, თუმცა ტრავმა მიიღო. ამ ეტაპზე, მესამე მეკარის გამოძახება საჭიროდ არ ჩავთვალე. ისე, არის რამდენიმე ვარიანტი, რომელთაც ამ სტატუსისთვის გავითვალისწინებ, მაგალითად, შოვნაძე და გუგეშაშვილი.

მიხარია, რომ ჩვენი ფეხბურთელები ტოპლიგებში წარმატებით ასპარეზობენ. მახარებს, რომ ღირებულება იზრდება. ეს იმ წინსვლის შედეგია, რომელსაც მივაღწიეთ.

ნორვეგიის ნაკრებს, ჰოლანის გარდა, სხვა ძლიერი ფეხბურთელებიც ჰყავს. მათ თამაშს უნდა ვუყურო, რათა უკეთესი შთაბეჭდილება შემექმნას.

მსოფლიო ჩემპიონატს ოჯახთან ერთად ვუყურებ, თუმცა ამ დროსაც საქართველოს ნაკრებზე ვიფიქრებ."

altტრავმის გამო ხვიჩა ნაკრებს ვერ დაეხმარება - მორიგი შანსი ალთუნაშვილს

მკითხველის კომენტარები / 14 /
მაროკო ძლიერი, ტექნიკურად, ტაქტიკურად და ფიზიკურად კარგად მომზადებული გუნდია.სწორედ ასეთ გუნდებთან, თან ამხანაურშია სწორედ შესაძლებელი ახალი სახეების აღმოჩენა.პრაქტიკულად მეორე შემადგენლობაა და სწორიცაა. კვარამ, ჩაკვემ, მიქაუტაძემ, კაკაბაძემ მძიმე სეზონი ჩაათავეს და ახლა ტრამვის მიღების რისკი ნამდვილად არსებობდა. დაე დაისვენონ, დაიმსახურეს. ეხლა აუცელებლადაა სანახავი უახლოესი ალტერნატივა, რადგან ტფუ-ტფუ, ტრამვის შემთხვევაში, უშანსოდ არ უნდა დავრჩეთ, რადგან თუ დიდ ფორუმზე გასვლა გვსურს, მხოლოდ გრძელი და სრულფასოვანი სკამითაა ეს მხოლოდ შესაძლებელი. ეგრეა ნაპოლი დღეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ, მინიმუმ 2 ფეხბურთელს გამოავლენს ეს თამაში, თუნდაც ოქროს ერთი ფეხბურთელი რომ გამოვლინდეს, მიღწევაა. ასეთი ფეხბურთელების აღმოჩენა კი, მეორე შემადგენლობით, ძლიერი გუნდების წინააღმდეგ თამაშითაა შესაძლებელი. აი ამ სიტუაციაში რომ ფეხბურთელი გამოიკვეთება და თვალში მოგხვდება, ანუ თამაშს რომ წარმართავს, ისაა სწორედ სრულფასოვანი რეზერვი და არააქვს მნიშვნელი, ტუ რომელ პოზიციაზე მოხდება ეს. დღეს ნაკრები ისეთ სტადიაზეა, რომ დარწმუნებული ვარ, ბიჭები მისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ, მაქსიმალური მონდომებით,. ვნახოთ, ვინ გამოიკვეთება. სწორედ ამიტომ არააქვს ანგარიშს მნიშვნელობა, თუმცა ვნახოთ. სანიოლი კი მწვრთნელია.
ლევან მაღლაკელიძე
16 ნოემბერი 2022 20:44
1
ბიჭებმა გამოცდის ჩაბარებაზე კი არ უნდა იფიქრონ თამაშის დროს არამედ გამარჯვებაზე უნდა იფიქრონ და ინდა გაიმარჯვონ ისინი ჩვენ ქვეყანას წარმოადგენენ . წარმატებები ჩვენს ეროვნულ ნაკრებს
gio9
16 ნოემბერი 2022 17:05
0
ყაზაიშვილის და გიორბელიძის გამოძახება რატომ არ შეიძლებოდა ვითომ? ბიჭები მშვენიერ ფორმაში არიან და რა მოტივზეც ჩაკვეს შემთხვევაში საუბრობ, იმავე მოტივით ყოფილიყვნენ გუნდთან, თუნდაც სათადარიგოში. სხვა ყველაფერში კარგად მუშაობ ჯერჯერობით და იმედია შენი და ჩვენი ნაკრების სახელები ერთად დაიქუხებენ. ბიჭები ისეთი გყავს, დღემდე რომ არ დასიზმრებია ჩვენს ნაკრებს! ბევრი ტოპნაკრები ინატრებდა ასეთ ბიჭებს თავიანთ რიგებში და აბა შენ იცი ფრანგო, აალაპარაკე ერთი მსოფლიო! :)
გურული
16 ნოემბერი 2022 15:24
1
ამხანაგურ თამაშებში გარისკვა არ არის გამართლებული. სჯობს ტრამვირებულებმა დაისვენონ და სხვები გამოვცადოთ!!!
tngh
15 ნოემბერი 2022 12:11
0
ბონდო რატომ არ გამოიძახეს მოსკოვებიდან?
ვაი-ფედერაცია
15 ნოემბერი 2022 09:22
16
ბონდო რომელი, დოლაბერიძე? :)
გურული
16 ნოემბერი 2022 15:14
0
არაფერი ცუდი არ მინდა ვთქვა, სანიოლი ძალიან მომწონს როგორც მწვრთნელიც და როგორც ადამიანიც. მადლობა ამ კარგ კაცს. უბრალოდ ამ თამაშს დიდი ალბათობით მაგრად წავაგებთ. ამის საფუძველს მაძლევს 3 გარემოება: 1. არ გვეყოლება ხვიჩა კვარაცხელია ( ამით ნაკრების ძალა 70% მცირდება) 2. არ გვეყოლება, ჩაკვეტაძე, ზივზივაძე, მიქაუტაძე, რაც ნიშნავს, რომ არ იქნება მოედანზე სხარტი აზროვნების შემტევი ტენიკური ფეხბურთელი 3. ბევრი ცვლილებების დროს გუნდი ირევა, ისედაც დაბალი ტემპით ვთამაშობთ და ეხლა ბურთის დამჭერიც არ გვეყოლება, ეს ნიშნავს რომ ცენტრს წაგვართმევენ და ამის გარეშე ჩვენ ნაკრებს შანსი არ ექნება. წიტაიშვილთან და ლობძჟანიძესთან დიდი პატივისცემის მიუხედავად , ამათ ფალნგებიდან შეტევას დამგვირგვინებელი სჭირდება. ძალიან სამწუხაროა რომ ჩაკვეტაძე ვერ ითამაშებს, როგორც ჩანს, ეს თამაში სწორედ მისთვის უნდა ყოფილიყო საერთოდ ჩატარებული მე თუ მკითხავთ. დანარჩენი წარმატებები ჩვენ ბიჭებს, სულაც 7:0 მოგვეგოს :)
კაპიტან გარდენბურგი
15 ნოემბერი 2022 04:12
10
ამხანაგურია ოქრო ამხანაგური....
ავჭალიდან
15 ნოემბერი 2022 07:56
1
მოდი ერთი რამე ეხლავე ვთქვათ რომ თუ დუბაიში რამე ისე არ დამთავრდა როგორც ჩვენ გვინდა ნუ გავგიჟდებით და რაღაც არა არგუმენტირებულ ლანძღვა გინებას ნუ დავიწყებთ საინტერესო მეტოქეა მისი დონის გუნდები გვყავს შესარჩევში ჯგუფში და ვნახავთ პროგრესირებულ ჩვენ გუნდს რადა როგორ შეუძლია ეს მაროკო ჩვენ სისუსტეებს კარგად დაგვანახებს. წარმატებები ბიჭებსაც და ვილისაც ეხლა ყველა შედეგი მისაღებია ჩემთვის პირადად.
T.q
15 ნოემბერი 2022 00:47
0
Kvaras nacvlad miqautadze unda chamoekvanat 3 goli sheagdo 2 dgis win,altunashvils ras awvaleben mainc ar atamasheben ucxoetshi mainc wavides iqneb miagwios rames da mere nakrebsac gamoadgeba.
Givi
14 ნოემბერი 2022 23:32
3
კიმაგრამ მიქაუტაძე თუ მოდის?
მგონი გამოძახებულთა შორის არაა...
ლაშა
14 ნოემბერი 2022 18:32
6
მიქაუტაძეს 19-ში თამაში აქვს საფრანგეთის თასზე





ლ17
15 ნოემბერი 2022 03:36
0
სასტარტო ცოტათი გამოიკვეთა
სანიოლი და ლიზარაზუ
14 ნოემბერი 2022 16:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული