ვილი სანიოლის გუნდს ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია არ ეყოლება, რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შეტევების წარმართვა ახლებურად უნდა მოხდეს და მასში ის ნაწილი, რომელიც სწრაფი
იერიშების "ნაპოლის" ფეხბურთელის ძალისხმევით განხორციელებაა, შეიცვლება. ასეთ ვითარებაში გიორგი ჩაკვეტაძის თამაშის მიმართ იყო განსაკუთრებული მოლოდინი, თუმცა ის მატჩისთვის ბოლომდე მზად არაა და სავარაუდოდ, საამიროებში ჩასატარებელ შეხვედრაში ცოტა
მაინც უნდა ვივარაუდოდ, რომ ფრანგი სპეციალისტი
საბაზისო ტატქიკურ სქემას დაეყრდნობა - 3-4-3 ან 3-5-2. შემადგენლობიდან ისე ჩანს, რომ მარცხენა ფლანგის მთელი კონტროლი გიორგი წიტაიშვილს უნდა დაევალოს, კვარაცხელიასა და ჩაკვეტაძის არყოფნაში კი ყველაზე რეალურია, გიორგი ბერიძემ შეუტიოს. 25 წლის ფეხბურთელს თურქეთის სუპერლიგაში გააქვს.
არსებულ ვითარებაში, ახლადაბრუნებული ოთარ კიტეიშვილის ფუნქციები და დატვირთვა კიდევ უფრო გაიზრდება. "შტურმის" ნახევარმცველი შემოქმედებითი უნარებით გამორჩეულია, მას ტემპის კონტროლი და ის შეუძლია, რაც "ჯვაროსნებს" ბოლო თამაშებში აკლდა - მინდვრის შუაში სიტუაციის მართვა. ამ შემთხვევაში მხოლოდ მოწინააღმდეგის ნახევარზე სწრაფად გადასვლის იმედად არ ვიქნებით და მაროკოელებს საკუთარ დღის წესრიგს შევთავაზებთ.
სანიოლმა აღნიშნა, რომ თავის გამოჩენის საშუალება ყველას ექნება და სიაც აშკარად ამის გათვალისწინებითაა შედგენილი. ფაქტობრივად, უკვე ვიცით, რომ ლუკა ლოჩოშვილი სასტარტოში იქნება. დაცვიდან ზუსტი პასებით ამოსვლა და არა ბურთის მხოლოდ ცენტრალური მცველების ერთმანეთში გათამაშება ის ასპექტია, რაზეც ჩვენ გუნდს მუდმივად სამუშაო აქვს. ვნახოთ, ამ კუთხით ლოჩოშვილი, რომელსაც უკვე სერია ა-ს გამოცდილება აქვს, თავს როგორ წარმოაჩენს.
დებიუტანტსაც ველით - გიორგი გოჩოლეიშვილი. არსებულ ტაქტიკურ სქემაში, სადაც მას მთელ ფლანგზე თამაში დაევალება, დონეცკის "შახტარის" გზაზე მდგარ ფეხბურთელს ბევრი საქმე ექნება. მაროკოს მარცხნივ ისეთი მოთამაშე ჰყავს, როგორიც პსჟ-ს ფლანგელი, აჩრაფ ჰაკიმია, რომელთანაც ყურადღებას დაცვაშიც ვერ მოადუნებ, ამავდროულად, შეტევა თავად უნდა სცადო და მოწინააღმდეგე აიძულო, შენს ნახევარზე გადმოსვლაზე ნაკლებად იფიქროს.
თუკი წინა ხაზზე დავით ვოლკოვს ან გიორგი ქვილითაიას ვიხილავთ, რისი შანსიც საკმაოდ დიდია, მაშინ ფლანგებიდან ჩაწოდებები ჩვენი ერთ-ერთი მთავარი იარაღი უნდა იყოს და მატჩისთვის შესაბამის მომზადებას ამ კუთხითაც ველით.
რა თქმა უნდა, შედეგი უმნიშვნელო არასდროსაა(წაუგებელი სერია გვაქვს), თუმცა მარიკოელთა მთავარი მიზანი ახლა მაინც ამ მოკლე დროში მსოფლიო ჩემპიონატისთვის მშვიდად მომზადებაა. ისინი 23 ნოემბერს ხორვატიას შეხვდებიან და იქნებ, ჯგუფშიდან გასვლისთვის ბრძოლაში ეს მათი მთავარი მატჩიც კი იყოს. არსებული საკადრო დეფიციტის პირობებში (ხოჭოლავა, ზივზივაძე, კაკაბაძე და მიქაუტაძე), ჩვენმა გუნდმა, დებიუტანტებმა თუ ისეთმა მოთამაშეებმა, "ჯვაროსნების" რიგებში დიდი ხანია რომ არ გამოჩენილან (თუნდაც, ლევან შენგელია), უნდა დაამტკიცონ, რომ მთავარი მწვრთნელის დავალებების შესრულება და ძლიერ მეტოქესთან შესაბამისი წინააღმდეგობის გაწევა ხვიჩა კვარაცხელიას გარეშეც შეუძლიათ, ამავდროულად კი, მარტში გამოსაძახებელ სიაში მოხვედრაზე პრეტენზია განაცხადონ.
დაველოდოთ, სამწვრთველო შტაბი რა ცვლილებებს შემოგვთავაზებს. შეგახსენებთ, ამხანაგური მატჩი 17 ნომებერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება არასრული შემადგენლობით დაიწყო
სანიოლმა ჩაკვეტაძისა და კვარაცხელიას მდგომარეობასა და ყაზაიშვილის არგამოძახებაზე ისაუბრა
ტრავმის გამო ხვიჩა ნაკრებს ვერ დაეხმარება - მორიგი შანსი ალთუნაშვილს
კვერკვე კაშია ლოჩო
წიტა
გოჩო
ზურიკო(შენგელია) კიტე აბურჯანია(კვეკვე) ბერიძე
ვოლკოვი