0:3 - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში მაროკოსთან 0:3 დამარცხდა.

პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა ჩვენი ეროვნული გუნდი თავისი ლიდერის, კვარაცხელიას გარეშე. მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და ენ-ნესირიმ თავისი გუნდი დააწინაურა. მაროკოელები უპირატესობას ფლობდნენ, ტექნიკურად თამაშობდნენ, ორივე ფლანგიდან გვიტევდნენ და ელ-ნესირს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. საპასუხო იერიშისას კი ვოლკოვმა კარის წინ ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა. მოწინააღმდეგე თავადაც თამაშობდა, „ჯვაროსნებსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას და შეხვედრა საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლდათ. 25-ე წუთზე ჰაკიმი ლოჩოშვილს გაექცა და ისევ მეკარემ
გადაგვარჩინა. მერე ზიეშმა წინ გამოსულ მამარდაშვილს მოედნის საკუთარი ნახევრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ვიზავი 2:0 გავიდა წინ. ცოტა ხანში აფრიკელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები აშკარად დაიჯაბნა, 0:2 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ მაროკოელთა მწვრთნელმა წამყვანი ფეხბურთელები ჰაკიმი და ენ-ნესირი შეცვალა. თამაში გათანაბრდა, მაგრამ სანიოლის შეგირდები სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ. 72-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში დარტყმული ბურთი ხელზე კვირკველიას მოხვდა და ბუფალმა პენალტით ანგარიში გაზარდა. ცხადი შეიქნა, რომ მოედანზე არ გვყავდა ლიდერი, რომელიც თამაშს დაალაგებდა და გაამწვავებდა, ჩვენი შეტევები ერთფეროვანი და უხიფათო იყო. მხოლოდ ერთხელ მიეცათ გატანის შესაძლებლობა და ბერიძის ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ბუნუ ადვილად დაეუფლა.

მოკლედ, ვაღიაროთ, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა უკეთესმა გუნდმა ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიმარჯვა, თან ძალებიც დაზოგა და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ მშვენიერი გენერალური რეპეტიცია გაიარა.

ამით შეწყდა საქართველოს ნაკრების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია და სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ კვარაცხელიასთან ერთად სხვა გუნდია და მის გარეშე - სულ სხვა.

შარჯა. „შარჯა სტადიუმი“
მაროკო - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 ენ-ნესირი (5), 2:0 ზიეში (30), 3:0 ბუფალი (72, პენ)

მაროკო: ბუნუ, საისი (ელ იამიგი 63), აგერდი, ჰაკიმი (მაზრაუი 46), ატიატ-ალა, ზიეში (ზაროური 69), ამალა (ჩაირი 63), ჟაბრანი, უნაი, ბუფალი, ენ-ნესირი (ჰამდალა 46)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია (საზონოვი 78), კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი (ბერიძე 78), აბურჯანია (მექვაბიშვილი 78), წიტაიშვილი (შენგელია 35), დავითაშვილი (ლობჟანიძე 62), კიტეიშვილი, ვოლკოვი (ქვილითაია 62)

მკითხველის კომენტარები / 164 /
საინტერესოა ხორვატიასთან პირველ ტურში რას იზავს მაროკო, მაგრამ ჩვენთან რაც ქნა გასაგებია. ისევ კლასის ნაკლებობა იყო თვალშისაცემი. პირველი გოლი კითხვის ნიშნებს სვამს, რადგან ვარზე არ გადამოწმდა და არსებობს ალბათობა იმისა, რომ თამაშგარე მდგომარეობა იყო. მეორე გოლი მეკარის შეცდომაა, მესამე კაპიტნის. სამწუხაროა, რომ როგორც წესი წამყვანი მოთამაშეები გვაკლდებიან ყოველთვის და მათი სრულფასოვანი ჩამნაცვლებელი არ გვყავს. არადა... სათქმელად ადვილია, მაგრამ ამ თამაშის არწაგება 2022 წელს მაჟორულ ნოტაზე დაასრულებდა. არ ვიცი, უბრალოდ ძირეული ცვლილებებია საჭირო ქართულ ფეხბურთში, კერძოდ ინფრასტრუქტურა, ეროვნული ჩემპიონატის დონის გაზრდა თუგინდ კლუბების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე, ბისნესმენების ჩართულობა და ბავშვთა აკადემიებმა უნდა შეიგნონ, რომ მათთან მომუშავე პერსონალი არ უნდა არჩინონ შეგირდებმა, არამედ ბავშვთა აკადემიებიდან სკაუტები უნდა დადიოდნენ სოფელ-სოფელ და ცდილობდნენ ფეოლას მსგავსად ნიჭიერი ფეხბურთელების მოზიდვას, თორემ ასე 30 წელიწადში ერთხელ გვეყოლება ერთი კვარა, როცა შეიძლება უამრავი გვყავდეს!
ლაშა
17 ნოემბერი 2022 22:40
5
არაფერი ახალი…
domenti
17 ნოემბერი 2022 22:05
0
ისევ ის ცირკია
შაპიტო
17 ნოემბერი 2022 22:14
1
ცირკი ზედმეტად კორექტული შედარებაა... ძალიან ზედმეტად
გოგა
17 ნოემბერი 2022 22:45
1
სანიოლმა ისეთი მიზეზი მოიყვანა, საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელიც რომ იყოს, მეორე დღესვე აახვევინებდნენ. რას ქვია მოტივაცია და მომზადებული არ არიან. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მთავარი მოტივაცია მოედანზე ნაკრების მაისურით გასვლაა, არა აქვს მნიშვნელობა თამაში ზამთარშია თუ ზაფხულში, წვიმაა თუ დარია, ამხანაგურია თუ შესარჩევი. მოედანზე სანამ გავა, მანამდე უნდა იყოს მზად, თუ მზად არ არის და ნაკრების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, ნურც მოიწვევთ და ნურც შემადგენლობაში ჩასვამთ.
მიზეზი სხვა რამეა. ხვიჩას გარეშე ნაკრები იგივეა, რაც ვაისის ფორმაციის ნაკრები ჩაკვეს გარეშე. ამ ორი კაცის გარეშე მნიშვნელობა არა აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი. როგორც აღმოჩნდა, ვილი არ არის ის მწვრთნელი, რომელიც საქართველოსთანა ნაკრებს წარმატებულ თამაშს ასწავლის. ჩვენი გუნდი გასული საუკუნის ჩამორჩენილ ფეხბურთს თამაშობს, არავითარი ორგანიზებულობა, ნელი, უნიათო მოძრაობები. ფეხბურთელებმა თითქოს არ იციაბ მოედანზე რა გააკეთონ და არის უაზრო პასები უკან და გვერდებზე, ბევრი კარგვები. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჩვენს ნაკრებს სპალეტის ნაირი მწვრთნელი ჭირდება, რომელიც ფეხბურთელებს გუნდურ მოქმედებებს, პოზიციების შერჩევას და კონტროლს ასწავლის, ტაქტიკურ აზროვნებას ასწავლის, მოედანზე (სად და როდის) გადაადგილებას და მოძრაობას ასწავლის, დროულ პასს ასწავლის. ამის გარეშე ჩვენი ნაკრები მაროკოსთანაც ისე უსუსურად გამოიყურება, თითქოს მსოფლიო გრანდს ვეთამაშებოდეთ.
იქნებ გავაგზავნოთ ნაპოლიში სტაჟირებაზე 1-2 პერსპექტიული ახალგაზრდა მწვრთნელი, რომლებიც სპალეტის მეთოდებს გაეცნობიან და საქართველოში დანერგავდნენ. ამაში ხვიჩა მოგვეხმარება.
თენგაბი
18 ნოემბერი 2022 12:15
1
გუნდს აკლდა ყველაზე ძლიერ, ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე ფეხბურთელები - კვარაცხელია და ხოჭოლავა. აბა „საბაჰში” და „ნეფჩიში” მოთამაშეს კლასი რომ დაუვარდება ეს 2X2 ოთხია...
პროფესიონალი
18 ნოემბერი 2022 08:23
2
რეალობას სეხედეტ ტვალსი ეს არის რეალობა
dato
18 ნოემბერი 2022 08:06
1
ყველაზე მთავარი არის მწვრთნელი
სანიოლი არ არის მწვრთნელი
18 ნოემბერი 2022 00:04
6
ამათ საერთოდ ერთად ივარჯიშეს? რას აკეთებს გუნდი ვარჯიშებზე ძალიან მაინტერესებს. გუნდური თამაში არ არის საერთოდ არანაირი. დაიწყება ახლა ფეხბურთელები არ გვყავს ეს არ გვყავდა ის არ გვყავდა. ვინც გვყავდა სწორად გამოვიყენეთ? საერთოდ არ მოძრაობს გუნდი. პასები მარტო უკან, წინ თუ წავიდნენ უკან არ ჩამოდიან , ტაქტიკა არანაირი. რა დავალება მისცა მწვრთნელმა არ ჩანს. ან არ ასრულებენ ან ვერ ასრულებენ. ორივე შემთხვევაში მწვრთნელის ბრალია. მოკლედ საშველი არ ჩანს . წაგება არაა ტრაგედია, ტრაგედიაა ასეთი მდარე ხარისხის თამაში.
ტტტ
17 ნოემბერი 2022 23:06
1
ნუ შევქმნით ტრაგედიას , მინუსების პოვნაც შედეგია და თან სასარგებლო შედეგი.
საბა
17 ნოემბერი 2022 22:34
4
ეხ,, ისევ დავეშვით დედამიწაზე, კიდე კარგი მალე დამთავრდა ეს კოშმარი, ეხლა არჩიეთ ვინ მტყუანი ვინ მართალი. 3-0
პაპა
17 ნოემბერი 2022 22:09
2
ძაღლი ქებაში წახდაო ნათქვამია
მაკ
17 ნოემბერი 2022 22:09
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული