0:3 - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში მაროკოსთან 0:3 დამარცხდა.

პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა ჩვენი ეროვნული გუნდი თავისი ლიდერის, კვარაცხელიას გარეშე. მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და ენ-ნესირიმ თავისი გუნდი დააწინაურა. მაროკოელები უპირატესობას ფლობდნენ, ტექნიკურად თამაშობდნენ, ორივე ფლანგიდან გვიტევდნენ და ელ-ნესირს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. საპასუხო იერიშისას კი ვოლკოვმა კარის წინ ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა. მოწინააღმდეგე თავადაც თამაშობდა, „ჯვაროსნებსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას და შეხვედრა საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლდათ. 25-ე წუთზე ჰაკიმი ლოჩოშვილს გაექცა და ისევ მეკარემ
გადაგვარჩინა. მერე ზიეშმა წინ გამოსულ მამარდაშვილს მოედნის საკუთარი ნახევრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ვიზავი 2:0 გავიდა წინ. ცოტა ხანში აფრიკელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები აშკარად დაიჯაბნა, 0:2 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ მაროკოელთა მწვრთნელმა წამყვანი ფეხბურთელები ჰაკიმი და ენ-ნესირი შეცვალა. თამაში გათანაბრდა, მაგრამ სანიოლის შეგირდები სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ. 72-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში დარტყმული ბურთი ხელზე კვირკველიას მოხვდა და ბუფალმა პენალტით ანგარიში გაზარდა. ცხადი შეიქნა, რომ მოედანზე არ გვყავდა ლიდერი, რომელიც თამაშს დაალაგებდა და გაამწვავებდა, ჩვენი შეტევები ერთფეროვანი და უხიფათო იყო. მხოლოდ ერთხელ მიეცათ გატანის შესაძლებლობა და ბერიძის ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ბუნუ ადვილად დაეუფლა.

მოკლედ, ვაღიაროთ, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა უკეთესმა გუნდმა ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიმარჯვა, თან ძალებიც დაზოგა და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ მშვენიერი გენერალური რეპეტიცია გაიარა.

ამით შეწყდა საქართველოს ნაკრების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია და სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ კვარაცხელიასთან ერთად სხვა გუნდია და მის გარეშე - სულ სხვა.

შარჯა. „შარჯა სტადიუმი“
მაროკო - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 ენ-ნესირი (5), 2:0 ზიეში (30), 3:0 ბუფალი (72, პენ)

მაროკო: ბუნუ, საისი (ელ იამიგი 63), აგერდი, ჰაკიმი (მაზრაუი 46), ატიატ-ალა, ზიეში (ზაროური 69), ამალა (ჩაირი 63), ჟაბრანი, უნაი, ბუფალი, ენ-ნესირი (ჰამდალა 46)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია (საზონოვი 78), კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი (ბერიძე 78), აბურჯანია (მექვაბიშვილი 78), წიტაიშვილი (შენგელია 35), დავითაშვილი (ლობჟანიძე 62), კიტეიშვილი, ვოლკოვი (ქვილითაია 62)

მკითხველის კომენტარები / 164 /
სამწუხაროდ, მოტივაცია ნაკლები იყო. საერთოდ, წინააღმდეგი ვარ საქართველოს ნაკრების 3 მცველით თამაშით. იმედია, შემდეგისთვის გაითვალისწინებენ დაშვებულ შეცდომებსა და უყურადღებობებს. წარმატება საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
18 ნოემბერი 2022 11:58
0
ეს რა იხო გუშინ ერტმა ცარიელ კარში ბურტს ფეხი აცილა როცა ბურტზე ფეხის აცილება უფრო ცნელი იხო,მერე ტავის კარიდან გაგვიტანეს,ამ სასტავიდან 3-4 კაცს ტუ ატამაშებ დანარჩენს რა უნდა ნაკრებში,გუშინ ამატი ხურება იხო საცოდაობა
K
18 ნოემბერი 2022 11:46
0
მაროკო მე-20 ადგილზეა, საქართველო 78-ეზე. შეხვედრა მაროკოს მოედანზე ჩატარდა, გლოვა საჭირო არ არის.

მსოფლიო ფეხბურთში ყველაფერი ხდება. მაგალითად, ესპანეთმა გერმანიას 6:0 მოუგო, გერმანიამ იტალიას 5:2
ქიტესა
18 ნოემბერი 2022 11:38
5
ეს მაროკო ვინმეს სუსტი გუნდი თუ გონია ,ძალიან ცდება,ხორვატიას კუდით ქვას ასროლინებს,ვარის პირობებში პირველი გოლი თამასგარე იქნებოდა და პენალტიც არ დაინიშნებოდა (კაშიასგან ასხლეტილი მოხვდა ხელზე),აი მეორე გოლი თავიდან ბოლომდე მამარდას კისერზეა,გასაგებია რომ არ ელოდა კაშია თუ ასეთ ცუდ გადაცემას გააკეთებდა,მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო,ყოველშემთხვევისთვის...
kriala
18 ნოემბერი 2022 11:30
6
ყველა როგორი აღშფოთებული ხართ. მე არ გეთანხმებით. მართალია სანიოლი. ეს თამაშები უნდა ჩაიწეროს როგორც "ივნისის" მატჩები. ანუ დასვენების წინ. გახსოვთ, როგორ გვეშინოდა ივნისში თამაში - ყველაზე ცუდი სტატისტიკა მაგ თვეში გვაქვს. სანიოლმა შეძლო და იმ მატჩებისთვის განაწყო გუნდი და სასწაული შედეგი დავდეთ. ამ"ივნისისთვის" - ამხანაგური მატჩისთვის - კი ვერ შეძლო. ჰო და დავიწყეთ: ტაქტიკა არ მოგვწონს, სქემა უარესი, კვარაცხელიას ფაქტორი. კარგით რა!
წარმატებებს ვუსურვებ ნაკრებს, ვიცი, რა თქმა უნდა თქვენც! მინდა ბიჭებმა გული არ გაიტეხონ! გვიყვარხართ და გგულშემატკივრობთ! მადლობა 2022 წლისათვის!
ფედერაციაში არ ვმუშაობ, არც ვიცნობ არავის, გარდა რევაზ შენგელიასი (პაციენტი იყო ჩემი და იმიტომ)
alexandre
18 ნოემბერი 2022 11:00
4
არ შეიძლება დაცვაში გედგეს 3 კაცი, რომელთა ფიზიკური წონა რეგბის პირველხაზელთა წონას უტოლდება.დაცვის ცენტრი და "აპორნია" პირველი რიგის მისახედი; მერე ბურთის სწრაფად ამოტანა და ასევე სწრაფად ტაქტიკური გადაწყობა სიტუაციის შესაბამისად.
ერთია ძალისმიერ ნელ გუნდთან თამაში და სხვაა მაროკოსთანა ტექნიკურ და სწრაფთან
მაროკოს კონდიციები რა თქმა უნდა უფრო მაღალი იყო იმიტომ რომ მას მსოფლიო ჩემპიონატი აქვს სათამაშო ...კვარა და ჩაკვე რა თქმა უნდა სხვანაირად ათამაშებდნენ გუნდს, მაგრამ ასე უმწეოები მაინც არ უნდა ვყოფილიყავით
3 დღეში ნახავთ მაროკოს ეგზეკუციას ხორვატებთან
მერაბ გ.
18 ნოემბერი 2022 10:32
0
არ შეიძლება დაცვაში გედგეს 3 კაცი, რომელთა ფიზიკური წონა რეგბის პირველხაზელთა წონას უტოლდება.დაცვის ცენტრი და "აპორნია" პირველი რიგის მისახედი; მერე ბურთის სწრაფად ამოტანა და ასევე სწრაფად ტაქტიკური გადაწყობა სიტუაციის შესაბამისად.
ერთია ძალისმიერ ნელ გუნდთან თამაში და სხვაა მაროკოსთანა ტექნიკურ და სწრაფთან
მაროკოს კონდიციები რა თქმა უნდა უფრო მაღალი იყო იმიტომ რომ მას მსოფლიო ჩემპიონატი აქვს სათამაშო ...კვარა და ჩაკვე რა თქმა უნდა სხვანაირად ათამაშებდნენ გუნდს, მაგრამ ასე უმწეოები მაინც არ უნდა ვყოფილიყავით
3 დღეში ნახავთ მაროკოს ეგზეკუციას ხორვატებთან
მერაბ გ.
18 ნოემბერი 2022 10:32
1
ეს არის უპასუხისმგებლო კომენტარი მწვრთნელის მხრიდან. თამაში თუ არ გინდოდათ და დასასვენებლად იყავით განწყობილები რატომ ითამაშეთ საერთოდ? გუშინ რა პრობლემებიც გამოჩნდა (ბევრი) გიბრალტართანაც იგივე ჩანდა. უბრალოდ გიბრალტარი იყო და ვერ გამოიყენა. რამის გამოსწორება სცადე, ახალი მოსინჯე რამე? არა. ისევ ყველაფერი იგივე. გუნდური თამაში როგორც არ ქონდა გუნდს ისევ არ აქვს. თითქოს პირველად ხედავენ ერთმანეთს. ინდივიდუალურად თუ გააკეთებს ვინმე რამეს ეგაა. წინა თამაშებშიც ასე იყო- სიმართლეს შევხედოთ თვალებში. ინდივიდუალურად - კვარას, ზივზივაძის ხარჯზე. სანიოლმს ერთადერთი რაც კარგი აქვს ისაა რომ განწყობის შექმნა შეუძლია გუნდში , მაგრამ როგორც მწვრთნელი სხვა მხრივ სუსტია. უფრო სწორედ მწვრთნელობას ახლა სწავლობს- ჩვენს გუნდზე . რაღაცას ალბათ ისწავლის. კარგი თაიბა მოვიდა ფეხბურთში როგორც იქნა და გვაწყობს პრაქტიკანტი მწვრთნელი? და კიდევ. არაფერი გადასაგდები შემადგენლობა არ ყავს საქართველოს ნაკრებს. ყოველ შემთხვევაში გაცილებით უკეთესი თამაშის ჩვენება შეიძლება ამ შემადგელობითაც.
არტ
18 ნოემბერი 2022 10:16
2
გასაგებია რომნ ჩვენზე ძლიერი მეტოქე გვყვავდა, მაგრამ ბრძოლას და თავდადებას რა უშლიდა ხელს, იმათი მასხრად ასეგდები რომ არ გავმხდარიყავით, გიბრალტარი რომ გიბრალტარია ჩვენთან ბოლომდე იბრძოლა ყოველგვარი მანდრაჟის გარეშე და ბურთიც გაგვიტანა, არა სამარცხვინო საყურებელი იყო, კვარას გარეშე ისევ ის ძველი ჩამორჩენილი გუნდია
ალეკსანდრე
18 ნოემბერი 2022 10:15
1
სამწუხაროდ, რაც დღეს ვნახეთ, ესაა ქართული ფეხბურთის ნამდვილი სახე და დონე! ჩვენ ილუზიებში ვცხოვრობთ!
იტყვიან, აი, კვარაცხელია რომ გვყოლოდაო… სასაცილოა! და რომ გვყოლოდა რა? კვარაცხელიამ იცის უკან ჩამოსვლა და თავქუდმოგლეჯილი სირბილი თუ რა?
მამარდაშვილმა ბევრჯერ გადაარჩინა ნაკრები, მაგრამ ასაღები აიღო და რაიმე განსაკუთრებულს ამაში ვერ ვხედავ, მაგრამ მოედნის ცენტრიდან გოლის გაშვება, მეკარისთვის ნამდვილად დიდი სირცხვილია! თამაშის წაკითხვა უნდა შეძლო, რაც ვერ შეძლო!
მიშა
18 ნოემბერი 2022 10:00
1
ვიყოთ სამართლიანი და მხოლოდ მამარდაშვილზე ნუ გადავტეხავთ ჯოხს. როდესაც გუნდი შეტევაზეა მეკარე მუდამ ამოდის წინ, ხოლო ბურთის დაკარგვის შემთხვევაში სწრაფად იწევს უკან. აქ კი რა მოხდა ჩვენმა მოთამაშემ სრულიად უწყინარ სიტუაცისში, როცა შეტევის რამდენიმე კარგი ვარიანტი არსებობდა პირდაპირ მეტოქეს მისცა პასი. მეკარემ მაშინვე დაიწყო უკან დახევა მაგრამ ... და შედეგმაც არ დააყოვნა.
გიზოგ
18 ნოემბერი 2022 11:02
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული